კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიხსნათ დაღლილობა და მოვიწესრიგოთ ღამის ძილი


ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დაავადების ძირითადი და მთავარი სიმპტომია მუდმივი სისუსტე, სწრაფი დაღლა და უძილობა. ამ სინდრომით დაავადებულებს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის აქტივობა უქვეითდებათ. ეს ჰორმონი, რომელიც ჰიპოფიზში წარმოიქმნება,  დიდ როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმზე სტრესის ზემოქმედების რეაქციის დროს. მისი მეტაბოლურობის შემცირება კი საერთო ფიზიკურ აქტივობას აქვეითებს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომით ავადდება ის, ვისაც დიდი სტრესი აქვს გადატანილი. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ სინდრომის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ამ ჰორმონის აქტივობის დაქვეითება იყოს. თუმცა მეცნიერები და ექიმები ამის გამომწვევ მიზეზად დღემდე მიიჩნევენ ადამიანის იმუნური სისტემის დაქვეითებას.
ქრონიკულ დაღლილობას ბევრი მიზეზი ახლავს თან, მისი განკურნება კი არც ისე ადვილია. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ და გადაღალოთ როგორც ორგანიზმი, ასევე, ტვინი და დროდადრო დასვენება მოახერხეთ.
ბევრს უჭირს ღამით დაძინება, რის შედეგადაც დილით თავს შეუძლოდ გრძნობს და საწოლიდან თავის აწევა უჭირს. თუ ღამით ცუდად გძინავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებიც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ:
* დაძინებამდე ერთი საათით ადრე გაიკეთეთ მასაჟი ყურის ბიბილოებზე. აქ განლაგებულია სპეციალური რეფლექტორული ზონები, რომლებიც პასუხისმგებელია ორგანიზმის მოდუნებაზე.
* თუ რთული დღე გქონდათ და განერვიულებული ხართ, ძილის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში გახსნილი 1 სადილის კოვზი თაფლი; ასევე, კარგი შედეგი აქვს პიტნისა და გვირილის ჩაის.
* უძილობის დასამარცხებლად უებარია შემდეგი სახის აბაზანები: აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, ჩაყარეთ 5-5 სადილის კოვზი გვირილის ხმელი ყვავილი, ნაძვის წიწვები და ჩაწექით დაახლოებით 15-20 წუთით.
* ღამით არანაკლებ 8 საათი უნდა გეძინოთ მშვიდ და წყნარ გარემოში. თუმცა, არც ზედმეტი ძილი ვარგა, რადგან ასე ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმი ირღვევა.
* ძილის წინ არ დაგავიწყდეთ ოთახის განიავება – სუფთა ჰაერზე მშვიდი ძილი აუცილებელი პირობაა.

გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისა და ნალექებისგან
ორგანიზმი აუცილებლად ითხოვს გაწმენდას. თუ ის არ არის გაწმენდილი ტოქსინებისა და ნალექებისგან, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნით. არსებობს ორგანიზმის გაწმენდის უებარი ხალხური რეცეპტები:
*ერთი თვის განმავლობაში, ყოველ საღამოს, 1 სადილის კოვზ მოხარშულ და ხორცის საკეპ მანქანაში გატარებულ ხორბალს დაასხით 1 ჭიქა კეფირი ან მაწონი და მიირთვით ძილის წინ.
*ერთი კვირის განმავლობაში დაიცავით დიეტა: მიირთვით მხოლოდ წყალზე დამზადებული უცხიმო და მსუბუქი ბოსტნეულის სუპები, ხილი, წვენები, ბალახეულის ჩაი და გაზგასული მინერალური წყალი.
*კვირაში ორჯერ მოაწყვეთ განტვირთვის დღე და მიირთვით მხოლოდ ბოსტნეულის წვენები.
*აფთიაქში იყიდეთ მინდვრის შვიტა და ორი კვირის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მისი ჩაი დალიეთ.
*ყოველ დილით დალიეთ ცივი წყალი, რომელშიც ნახევარი ლიმონის წვენს (ან 2 კოვზ ვაშლის ძმარს) და 1 კოვზ თაფლს აურევთ.

რატომ არის საშიში გულის გადიდება და რომელი დაავადებები იწვევს მას
ზოგიერთი დაავადების დროს გულის ზომა იზრდება. ეს პათოლოგიაა და ამ დროს აუცილებელია მკურნალობის კურსის ჩატარება. გულის გადიდება ხდება გულის კუნთის ზრდის ან გულის ღრუების (ანუ პარკუჭების) გაფართოების ხარჯზე. ამის მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. არსებობს გულის გადიდების ბუნებრივი მიზეზები, მაგალითად, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა გულის უფრო აქტიურ მუშაობას მოითხოვს; ეს კი გულის კუნთის უჯრედების ზომაში მატებასა და გულის მასის ზრდას იწვევს. ეს ფიზიოლოგიური მიზეზია, მაგრამ, მეტისმეტმა დატვირთვამ, სტრესმა და სხვადასხვა დაავადებამ, შესაძლოა, შემდგომში გულის ჰიპერტროფიულ დაავადებამდე მიგვიყვანოს.
გულის დაავადების სხვა მიზეზიდან ყველაზე გავრცელებულია ჰიპერტონიული დაავადება. სისხლძარღვებში წნევის მატებისას გულს მეტი დატვირთვით უწევს მუშაობა სისხლის გადასაქაჩავად. ამიტომ, გულის კუნთები გაძლიერებულად მუშაობს, ზომაში იმატებს და გული ჰიპერტროფირდება. ის ფართოვდება, რომ შეებრძოლოს მომატებულ წნევას და სისხლი სპაზმირებულ სისხლძარღვებში გადაქაჩოს.
გულის იშემიური დაავადებისას გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვები ზიანდება და ირღვევა გულის კუნთის სისხლმომარაგება. ამის გამო კუნთის უჯრედები იწყებს გადაგვარებას და მათ ჩაენაცვლება შემაერთებელი ქსოვილი. ეს ქსოვილი კი არ არის ელასტიკური, არ შეუძლია შეიკუმშოს და ხდება გულის ღრუების გაფართოება, რასაც დილეტაცია ეწოდება.
ანგინის ან ქუნთრუშის გადატანის შემდეგ ხშირად ვითარდება გართულებები გულზე. თუ დაავადებას დროულად არ უმკურნალეთ, შესაძლოა, განვითარდეს საკმაოდ მწვავე დაავადება. დაავადებისგან გამოფიტული გულის კუნთის ქსოვილი  დუნდება და გულის ღრუები ფართოვდება.
რევმატიზმი ფარულად მიმდინარეობს, ამ დროს ადამიანი გრძნობს სისუსტეს, რასაც გადატანილ ანგინას, გრიპსა და სხვა დაავადებას აბრალებს. ამ დროს კი კარდიტმა, ანუ გულის კუნთის ანთებამ, შეიძლება, გულის მანკის განვითარება გამოიწვიოს. კარდიტის ძირითადი პროფილაქტიკა ანგინის დროული მკურნალობაა ანტიბიოტიკებით.
გადიდებული გულის მკურნალობა გულისხმობს ძირითადი დაავადებების, კერძოდ, იშემიისა და ჰიპერტონიის მკურნალობას. ამ დროს მნიშვნელოვანია სისხლში ქოლესტერინის დონის მოწესრიგება. ამისთვის საჭიროა უცხიმო დიეტის დაცვა, რაციონის გამდიდრება მცენარეული საკვებითა და უცხიმო რძის პროდუქტით; ასევე, კარგია უცხიმო ხორცი, თევზი, ხილი და ბოსტნეული.

კომბოსტო და კარტოფილი სამკურნალო ბოსტნეულია
კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ასევე, მასში გვხვდება ეგრეთ წოდებული ულცეროზული ვიტამინი, ანუ, წყლულის საწინააღმდეგო ნივთიერება. გარდა ამისა, კომბოსტოს შემადგენლობაში შედის ტარტარონის მჟავა, რომელიც ძალიან ეფექტური საშუალებაა გასუქების თავიდან ასაცილებლად. სიმსუქნისა და კუჭის წყლულის დაავადების დროს რეკომენდებულია უმი კომბოსტოს ჭამა. ასევე, ხალხურ მედიცინაში კომბოსტოს იყენებენ როგორც გარეგან საშუალებას კანის სხვადასხვა დაავადების დროს და დამწვრობის შემთხვევაში.
კომბოსტოს მწნილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ღრძილების დაავადებები აწუხებს. ასეთ დროს მწნილის წვენი გამოივლეთ პირის ღრუში.
ძლიერი კოლიტის, ბუასილისა და სისხლდენის დროს კი კომბოსტოს მწნილი შეუცვლელი საკვებია ორგანიზმისთვის. მისი ჭამა სასარგებლო და ეფექტურია ღვიძლის დაავადების დროსაც.
აგრეთვე, ხშირად მიირთვით ზღვის კომბოსტო და ამით დაარეგულირეთ იმუნური სისტემა. ერთფეროვანი საკვები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ამ დროს ტვინი არ იღებს სასარგებლო ნივთიერებებს, ორგანიზმში კი გროვდება მავნე ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინსა და გულზე. საკვებ რაციონში ზღვის კომბოსტოს კვირაში ერთჯერადი შეტანაც კი, ისევე იცავს ფარისებრ ჯირკვალს, როგორც ერთი თვის განმავლობაში მულტივიტამინების მიღება. ეს პროდუქტი ჩიყვის განვითარებასაც აგაცილებთ თავიდან. ზღვის კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით იოდსა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს იოდის ათვისებაში ეხმარება. გარდა ამისა, მისი რეგულარულად მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინს და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ზღვის კომბოსტო, ასევე, სასარგებლოა იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევისას.
თუ ყოველდღე მიირთმევთ კარტოფილს, ამით ამარაგებთ ორგანიზმს აუცილებელი და შეუცვლელი ამინომჟავებით, განსაკუთრებით კი – ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით. სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისია, მიირთვათ დღეში 100 გრამი კარტოფილი.
კარტოფილის წვენით კი უძველესი დროიდან კურნავდნენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს.
კიდურების შეშუპების დროს  გაფცქვენით უმი კარტოფილი და გახეხეთ. მიღებული მასა დაიდეთ შესიებულ ადგილას, შეიხვიეთ და ოცი წუთით დაიტოვეთ.
თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ხშირად ჭამეთ აირღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი; ოსტეოქონდროზის დროს კი კარგია გახეხილი კარტოფილისა და თაფლის ნარევის კომპრესი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.
თუ თავი გტკივათ ან გული გერევათ, დღეში 2-ჯერ დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა უმი კარტოფილის წვენი. თუ ორგანიზმის წიდებისგან გაწმენდა გსურთ, კარტოფილის წვენს სტაფილოსა და ნიახურის წვენიც შეურიეთ.

მაღალი წნევისა და კუჭში სიმძიმის შეგრძნების დროს მიირთვით კივი
კივი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, E ვიტამინსა და მაგნიუმს. ასევე, მასში ბევრია კალციუმი, რომელიც შეუცვლელია მაღალი წნევის დროს.
გაციებისა და გრიპის დროს სამი ცალი კივისგან მოამზადეთ ფაფა და მიირთვით. ეს სრულიად საკმარისია, რომ დაავადება შეგიმსუბუქდეთ.
ნოყიერი საკვების შემდეგ, რამდენიმე ცალი კივის ჭამა მოგიხსნით კუჭის სიმძიმის შეგრძნებასა და გულძმარვას.
კივი ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნის რისკს, არ იწვევს ალერგიას და დიდი რაოდენობით შეიცავს სეროტონინს, რაც ადამიანის ორგანიზმს სტრესისგან იცავს.
სტენოკარდიის დროს კარგია კივის ჯემი, რადგან სწრაფად ხსნის შეტევას.
კივი დიდი რაოდენობით შეიცავს ენაზიმს, რომელიც აჩქარებს ცხიმების წვას ორგანიზმში. დილა-საღამოს მიირთვით ცოცხალი კივი და წონაში დაკლება არ გაგიჭირდებათ.
ფრჩხილის ფერი, ფორმა და სისქე ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესზეა დამოკიდებული
ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ნეიროდერმიტი, ფრჩხილის ზრდა ნელდება.
ფრჩხილის გაყოფა, აქერცვლა და ზედაპირზე ოვალური რელიეფური ხაზების გაჩენა ანთებითი და ინფექციური დაავადების შესაძლო არსებობაზე მიუთითებს; ასევე, სავარაუდოდ, დარღვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქცია. ასეთივე ნიშნებია დამახასიათებელი კანის ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ფსორიაზი, რომლის დროსაც ფრჩხილებზე წერტილოვანი ჩაღრმავებები აღინიშნება.
ფრჩხილის ფერი, შესაძლოა, შეიცვალოს შაქრიანი დიაბეტის, სისხლძარღვებში მინერალების შემცველობის ცვლილების, გულისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის დაავადებებისას ფრჩხილები მოლურჯო, ხოლო ღვიძლის დაავადების შემთხვევაში – მოყვითალო ფერს იძენს.
ეგზემით დაავადებულ ადამიანს თანდათან ეცვლება ფრჩხილის ფერი. ის კარგავს ბზინვარებას და სქელდება. ასეთივე სიმპტომები შეინიშნება სოკოვანი დაავადებების დროსაც. თავიდან ფრჩხილის კუთხეებში ჩნდება მოყვითალო ხაზები, შემდეგ მთელი ფრჩხილი ნელ-ნელა სქელდება და ჩნდება ღრმულები. ამ დროს ფრჩხილი იწყებს დეფორმირებას და ხდება ხორკლიანი.

скачать dle 11.3