კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სულიერი სიკეთის მოსაპოვებლად

ქართველთა დღეობები
არავის აქვს საბუთი, უსაყვედუროს ქართველს, რომ მას არ ახსოვს თავისი უმთავრესი სალოცავის დღეობები, გულგრილად ეკიდება მათ და არ დაიარება სალოცავებშიო.  არა, ამ საგნის შესახებ საყვედური სრულიად უსფუძვლო და უსამართლო იქნება. ქართველ ხალხს დღესაც მტკიცედ ახსოვს: როდის, რა ღირსშესანიშნავი დღეობა მოდის და ერიც ესწრება ხოლმე ამგვარ დღეობას. საკითხავი მხოლოდ ის არის, რისთვის, რა საქმისთვის მიდის ხალხი სალოცავში. რასაკვირველია, პირჯვრის დასაწერად, ლოცვა-ვედრებისთვინაო, ბრძანებთ მრავალნი. დიაღ, კარგი და პატიოსანი, მაგრამ, თუ ეს მართლა ასეა, რატომ წირვის დროს მაინც არ შემოდის ეს ამოდენა ხალხი ეკლესიაში და არ ისმენს შესაფერის კრძალულებით ლოცვა-გალობათა? რის ნიშანია ეს: რაღაც უზრდელად, მეტისმეტი კადნიერებითა და თავხედობით რამდენიმე წუთით შემოვარდნა ეკლესიაში და მერე ისევ გავარდნა კარზე. რა არის ესოდენი უზომო სმა-ჭამა, სიმღერა, შეუსაბამო ხუმრობა, დაუღალავ-განუწყვეტელი ცეკვა, ახირებული სიცილი და სხვა?! თუ ხალხი მოდის ხატის კარს სალოცავად, მაშ, რაღად გაისმის ეს საზიზღარი და საზარელი ხმაურობა ზურნისა, რომელიც ყველას უნდა გულით გვძულდეს და გვეზიზღებოდეს, რადგანაც ძველ დროში ამ ხმაურობის გაგონება მოასწავებდა ჩვენი ტაძრების, ჩვენი ციხესიმაგრეების, ჩვენი ქალაქების, სოფლებისა და მამა-პაპათა საფლავების აკლება-განადგურებას თათრებისგან. არა, ასეთ ურიგობაში, არეულობაში, ასეთ ყოველ ზომიერებას გადასულ დროსტარებაში ლოცვას სრულებით ალაგი არა აქვს და მართალი უნდა ვთქვათ, არც არავინ ფიქრობს მასზედ. ხალხი მოსულა ღვთის გასარისხებლად და არა სალოცავად. სწორედ ამგვარი დღესასწაულების შესახებ ბრძანებს უფალი: „დღესასწაულნი თქვენნი სძულან სულსა ჩემსა“ (იხ. 1,14). „მოვიძულენ და განვიშორებ დღესასწაულთა თქუენთა და არა ვიყოსო კრებათა შინა თქუენთ“ (ამოს. 5,21). ასე, მოვდივართ ვითომდა ღვთის საამოდ, ღვთის კურთხევის მისაღებად და ნამდვილად კი ვიძენთ მის წყევლა-ყვედრებას; მოვდივართ ხორციელი და სულიერი სიკეთის მოსაპოვებლად და ნამდვილად კი ვიძენთ ათასგვარ ბოროტება-სიავეს. მოვდივართ, ვითომდა ეკლესიების სარგებლობისთვის და საქმით კი დიდი ზარალის, მისი ეზოკარმიდამოს გაბინძურება-შებილწვის მეტს არას ვარგივართ მას.
ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე

ადამიანის სული
რად გადაიქცევა ადამიანის სული, რომელიც ყოველდღიურად გარყვნილების, უსაშინლესი და გაწაფული მკვლელობების სცენებს უყურებს? – საძაგელ სიმახინჯედ! ის ბინძური, მყრალი და უგვანი ხდება. ხუთი გრძნობა სიკვდილის ხუთ სარკმლად იქცევა ჩვენთვის. ადამიანში ორი „შემადგენელია“ – ეს არის სხეული და სამშვინველი. თვით სამშვინველში ის ძალა, ის უნარია, რასაც სული ეწოდება. ეს მარადისობისაკენ მიქცევაა. ცოდვამ სული და სამშვინველი გააცალკევა ერთმანეთისგან, ერთურთს დააპირისპირა. ხდება ჰიპერგანვითარება ცოდვით დაზიანებული მშვინვიერი ძალებისა, რომლებიც თავიანთი სიმძიმით, სულს ავიწროებენ და თრგუნავენ.
სამშვინველის ვნებები საფლავის ქვა ხდება სულისთვის. ის თავის თავში ღრმავდება, ერთგვარად იძინებს და შეშდება. მის კუთვნილ ადგილს სამშვინველი იტაცებს. ის წყვეტს მარადისობის „შეგრძნებას“. ხატოვნად რომ ითქვას, მას აღარა აქვს ის შინაგანი თვალი, რომელიც ღვთაებრიობისკენ იქნება მიმართული. ის მხოლოდ მიწას ხედავს, ამიტომ ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად ფართო, გარეგნულ, მშვინვიერ ცოდნას ფლობენ, უჭირთ იყვნენ რელიგიურნი. ხდება მათი მისტიკური ინტუიციის ატროფირება, უკეთეს შემთხვევაში, დასუსტება. ისინი რელიგიაშიც კი მატერიალურ მტკიცებულებებს ეძებენ.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ღვთის ხატება და მსგავსება
სხეულთან განშორების შემდგომ, სულები უქმად არ არიან და არც ცნობიერებას კარგავენ. ამას ადასტურებს სახარების იგავი მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკა 16, 22-28)... მიცვალებულთა სულები არათუ თავიანთ ცნობიერებას, არამედ განწყობასაც არ კარგავენ, ანუ – იმედს, შიშს, სიხარულს, მწუხარებას და ნაწილობრივ უკვე განიცდიან იმას, რასაც საყოველთაო განკითხვაზე მოელიან. სულები უფრო ცოცხალნი ხდებიან, უფრო მოშურნედ განადიდებენ ღმერთს. და მართლაც, თუკი ჩვენი გონების შესაძლებლობისდაგვარად, გადავხედავთ წმიდა წერილის მოწმობას თავად სულის ბუნებაზე და მცირედ მაინც განვსჯით – მაშინ სიშლეგე ხომ არ იქნებოდა, თუნდ მცირედი ეჭვიც გვქონოდა, რომ ადამიანის უძვირფასესი ნაწილი (ესე იგი სული), რომელშიცაა, ნეტარი მოციქულის მიხედვით, ღვთის ხატება და მსგავსება (I კორ: 11,7 კოლ. 3,10), რომელიც თავისი თანაზიარებით უტყვ, უგრძნობელ ხორციელ საგანსაც გრძნობიერს ჰყოფს – თითქოსდა უგრძნობელი შეიძლება გახდეს იმ სხეულის სიტლანქის განშორებით, რომელშიც ის ამქვეყნად იმყოფებოდა? აქედან გამომდინარე, თავად გონების თვისებაც იმას ითხოვს, რომ სულმა, რომელიც ახლა სხეულის ამ სიტლანქის გამო სუსტდება, თავისი გონებრივი ძალები უკეთეს მდგომარეობაში მოიყვანოს და კი არ დაჰკარგოს ისინი, არამედ აღადგინოს წმიდად და უფრო ნატიფად.

скачать dle 11.3