კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვაჭრობიდან – ბრძოლამდე

„ომიც შენთან ლაპარაკს ჰგავს“

მართალია, სულ თავიდან თავადაც ვერ ვიჯერებდით (ან კი როგორ დავიჯერებდით, როედსაც განვითარებადობის იარლიყი საგულდაგულოდ მივირტყით?!), რომ ამ ჩვენი  საბრძოლო მანქანებით („დელტასი“) ვინმე დაინტერესდებოდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ისინი, სახელდობრ, 100-მდე სამედიცინო-საევაკუაციაო ჯავშანმანქანა, თვით საუდის არაბეთმა შეიძინა.
თვით-მეთქი, რადგან საუდელებს ფულიც თავზე საყრელად აქვთ და ამ ჩვენს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთანაც ფრიად გულთბილად არიან ჩახუტებულები. ეს სასიხარულო ამბავი არ გაგვნელებოდა, რომ კიდევ ერთი სიხარულიც წამოგვეწია.
კერძოდ,  შევიტყვეთ, რომ სამხედრო-სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ” ახალ საბრძოლო მანქანაზე მუშაობა დაასრულა და გვპირდებიან, რომ მას 26 მაისს ჩვენც გვაჩვენებენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპისაა ახალი საბრძოლო მანქანა, ოღონდ გვაიმედებენ, რომ თანამედროვე სტანდარტებისაა და მას ყველა ქვეყანა გამოიყენებს, თუ მოუნდება და, მას შემდეგ, რაც შეისყიდის, რასაკვირველია.
მანამდე კი გეტყვით, რომ „დელტა“ აწარმოებს შემდეგ პროდუქციას: სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, სპეციალიზებული კავშირგაბმულობის მანქანა, ნაღმმტყორცნები, მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატი, მექანიკური ბალისტიკური კალკულატორები, სნაიპერული შაშხანები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, სნაიპერული ვაზნები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები (ამ უკანასკნელს ბელორუსი ითხოვს).
ერთი სიტყვით, პრასი, ანუ სამხედრო აღჭურვილობა, უკვე საკუთარიც კი გვაქვს, ახლა ისღა დაგვრჩენია, მათი, გაყიდვის პარალელურად, ხეირიანად მოხმარებაც დავისწავლოთ იმ იმედით, რომ „ჩვენც მოვიგებთ ომს“! –

скачать dle 11.3