კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისკავს თუ არა ქალი, როცა ასაკით უმცროს მამაკაცზე თხოვდება

ქორწინება მარტივი თემა არ არის. ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ყოველთვის ძალიან ინტიმურია და, თანაც, ინდივიდუალური. ზოგჯერ გარეშე თვალისთვის სრულიად მიუღებელი წყვილი ერთად კარგად და ბედნიერად ცხოვრობს. ანუ, სიყვარულმა ასაკი არ იცისო – ეს სიმართლეს შეესაბამება. ვინ იტყვის წინასწარ, შეხვდება თუ არა თავის მეორე ნახევარს, რა ასაკში ან რამდენი წლის იქნება მისი პარტნიორი! ამიტომაც, არც ბედნიერების მზა რეცეპტი არსებობს. შანსი ყოველთვის უნდა მისცე საკუთარ თავს, რადგანაც გამართლების შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზე მერყეობს...

 ლალი (48 წლის): როცა ქმარს გავშორდი, ისეთი განადგურებული ვიყავი, ხელმეორედ გათხოვებაზე ფიქრიც კი არ დამიშვია. ჩემი ცხოვრება მოულოდნელად და უცებ გახდა არაპროგნოზირებადი.
– ქმარს რატომ დაშორდით?
– პირველ ქმართან ოცი წელი ვიცხოვრე. უღალატია და მიპატიებია კიდეც, მაგრამ ბოლოს ყველა საზღვარი გადალახა: ერთი, რომ ღალატი ცხოვრების წესად აქცია და უტიფრად, ჩემ ცხვირწინ „აბამდა” ნაშებს; მეორეც – იპოქონდრიკად ჩამოყალიბდა. არავინ და არაფერი აღელვებდა, საკუთარი პერსონის გარდა. იცით, რამდენ ხანს ვითმენდი?! ვიცი, მკითხავთ, რატომ ითმენდიო. ბევრი ფაქტორის გამო: სტერეოტიპების, შვილების... კიდევ იმიტომ, რომ მიყვარდა – მიუხედავად ყველაფრისა; თან, „შეჩვეული ჭირის“ პრინციპიც მოქმედებს...
– შეიძლება, ღალატს შეეჩვიო?
– თურმე, შეიძლება. ყველაფერთან შეჩვევა შეიძლება – ამის მაგალითი თავად ვარ. მაგრამ მოთმინების ფიალასაც სცოდნია ავსება და ესეც საკუთარ თავზე გამოვცადე.
– რამ აგივსოთ მოთმინების ფიალა?
– ხომ გითხარით – გაუგონარმა სითავხედემ. თან, ძალიან გადიდგულდა. უკვე შეურაცხყოფას მაყენებდა და მავიწროვებდა: არაფერს წარმოადგენ. რომ მოვინდომო და გარეთ გაგაგდო, დაიღუპები. ფეხებს უნდა მიკოცნიდეო... ამიტომ, როგორც მინდა, ისე ვიცხოვრებო. მეც ამომივიდა ყელში და გავშორდი. განქორწინების პროცესი საკმაოდ მტანჯველი და ნეგატიური გამოდგა. საკმაოდ დავიღალე. ამიტომ, ხელმეორედ გათხოვება ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. არც მიფიქრია და არც მინდოდა; მით უმეტეს, ვერ წარმოვიდგენდი, ასაკით ჩემზე ბევრად უმცროსი მამაკაცის ცოლი თუ გავხდებოდი.
– ანუ, ასაკით უმცროსი მამაკაცი პრობლემა იყო თქვენთვის?
– რა თქმა უნდა. სულ მეგონა, რომ ასაკით უმცროსი მამაკაცი აკრძალული და პრობლემური იყო. ვფიქრობდი: ჯერ, შენზე უფროს მამაკაცს რომ მიჰყვები ცოლად, მაშინ არ გაქვს არაფრის გარანტია, მით უფრო, თუ კაცი შენზე უმცროსია, მის გვერდით თავი მშვიდად როგორ იგრძნო-მეთქი. ბუნებრივად ვარ ისეთი, რომ  არ მეტყობა ასაკი. არ ვტრაბახობ, მაგრამ, ეფექტურად გამოვიყურები... მოკლედ, დასამშვიდებლად და მდგომარეობიდან გამოსასვლელად ზღვაზე წავედი, მარტო... შვილები დიდები არიან და, შემეძლო, საკუთარი თავისთვის ამისი უფლება მიმეცა... იქ გავიცანი, პლაჟზე. თავიდან ამ ყველაფერს მხოლოდ გართობის სახე ჰქონდა. ვერთობოდი – ვაღიარებ! რა მოხდა, – ვუთხარი თავს, – ამ ტიპზე „ვიკაიფებ“ და ამით ჩემს ქმარზეც ვიძიებ შურს-მეთქი.
– შურისძიების მიზნით ადამიანის გრძნობებზე თამაში ნორმალურია?
– არ არის ნორმალური, მაგრამ, ასე მოხდა. ეს უკვე ჩემი მეორე ქმრისთვისაც ცნობილია, არ დამიმალავს. ეცინება და ამბობს, რომ არ ჰქონდა იმედი იმისა, რომ სერიოზულად აღვიქვამდი. დანახვისთანავე შემიყვარდიო; ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ჩემი სიყვარულის დაგეჯერებინაო.
– როგორ უნდა დაერწმუნებინეთ?
– ფაქტია, რომ ეს მოახერხა. ოღონდ, არ იცით, რაებს აკეთებდა. საოცრად ზრუნავდა ჩემზე. ვეუბნებოდი, გარშემო ამდენი ლამაზი გოგოა, რა გინდა ჩემგან, რას გადამეკიდე. წადი, შენი ტოლი მოძებნე-მეთქი. არაო, მე შენ მინდიხარ, შენ მიყვარხარო... ჩამოვედი და მერეც გააგრძელა უკან დევნა. რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, ნეტავი ამას ფსიქოლოგიური პრობლემები ხომ არა აქვს-მეთქი.
– ფსიქოლოგიური პრობლემა რატომ უნდა ჰქონოდა?
– რა ვიცი. აბა, ნორმალურია თექვსმეტი წლით უფროსი ქალის სიყვარული?! საკმაოდ დიდხანს ვიყავი ჩასაფრებული და ვამოწმებდი.
– ამოწმებდით, ხომ არ გღალატობდათ?
– ჰო. იქნებ, ჩემგან რომ მიდიოდა, სხვა ქალებსაც ხვდებოდა – ახალგაზრდებს და გაცილებით თავისუფლებს? მე ძალიან დიდხანს არ ვნებდებოდი და წინააღმდეგობას ვუწევდი.
– თავიდანვე უნდოდა თქვენი ცოლად შერთვა?
– დიახ. ლამის პირველივე დღიდან მეუბნებოდა, ცოლად უნდა შეგირთოო. ჯერ მეცინებოდა, მერე კი უკვე დავფიქრდი – ეს ხუმრობას აღარ ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჩემზე ბევრად უმცროსია, ვერ ვეწინააღდეგები. კაცია და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევს. სწორედ ამან მომხიბლა მასში და, როცა მივხვდი, რომ შეიძლებოდა, მისი იმედი მქონოდა, ცოლად გავყევი.
– მართლა მშვიდად გრძნობთ თავს მის გვერდით?
– მართლა. ვხვდები, რატომაც გეპარებათ ეჭვი: რადგან ჩემზე გაცილებით უფრო ახალგაზრდაა, ფიქრობთ, გამიჭირდება მისი ერთგულების კონტროლი. გულახდილად რომ გითხრათ, არც ვაპირებ, გავაკონტროლო – არ მინდა. ვენდობი და ბედნიერი ვარ.
– იმედი გაქვთ, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება?
– სურვილი მაქვს, რომ დიდხანს გაგრძელდეს. გარანტიები კი არანაირ ურთიერთობაში არ არსებობს. ჩემი პირველი ქმარი ძალიან მიყვარდა და, როცა მასზე ვთხოვდებოდი, მართლა მქონდა იმედი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებოდით, მაგრამ, რა გამოვიდა? – მხოლოდ გულის ტკენა და იმედგაცრუება. გავიარე ეს უკვე. მაგრამ, მეც გავიზარდე. თუმცა, ძალიან დიდხანს ვეწინააღმდეგებოდი საკუთარ თავს – ვთხოვდები მეორედ და ისიც თექვსმეტი წლით უმცროს კაცზე – აი, ესღა მაკლდა-მეთქი. მაგრამ, ისეთი ქმარი მყავს, მგონი, რისკი გამართლებულია.
– ანუ, მიგაჩნიათ, რომ თქვენი ეს ნაბიჯი იყო რისკის შემცველი?
– რა თქმა უნდა. რომ არ ვაღიარო, სულელი ვიქნები. მაგრამ, ზოგჯერ ერთი დღე მთელ ცხოვრებას იტევს. მე ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და, ვიცი, რომ ასეთი დღეები კიდევ ბევრი მექნება.

скачать dle 11.3