დათო როსტომაშვილის ანეკდოტები
ეკლესიაში გოგონა შესჩივის მოძღვარს:
– მამაო, გუშინ გამაუპატიურეს და რა ვქნა?
– დაწურე ექვსი ლიმონი და დალიე უშაქროდ.
– და რა, ისევ ქალიშვილი გავხდები?
– არა, მაგრამ სახეზე ნეტარება მოგშორდება.
***
დილით, ახალგაღვიძებული ცოლი ეკითხება ქმარს:
– სიზმარში ვნახე, ვითომ ყელსაბამი მიყიდე. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს?
– ოხ, შე ეშმაკო, შენ! საღამოს გაიგებ რასაც ნიშნავს.
საღამოს სახლში დაბრუნებულ ქმარს ხელში ქაღალდში გახვეული რაღაც უჭირავს. ცოლი ეცა, გამოჰგლიჯა ხელიდან და ეკითხება:
– ეს რა არის?
– სიზმრების ახსნის წიგნია, ხშირად რომ არ შემაწუხო დილით, ახალგაღვიძებულზე.
***
კონტროლიორი ადის ავტობუსში და გურულ მგზავრს ეკითხება:
– ბილეთი გაქვს?
– არა და შენ გაქვს?
– არა, მე კონტროლიორი ვარ.
– ეგრე, ძამა, მამაც კია მანტიორი, მარა დენის ფულს მაინც ვიხდით.
***
კაცი შედის მაღაზიაში და გამყიდველს ეკითხება:
– ბოქსის ხელთათმანები გაქვთ?
– არა.
– კარგი. მაშინ, წყლის ქუდი მომეცით.
– არც ქუდი გვაქვს.
– მაშინ, თხილამურები მინდა.
– არც თხილამურები გვაქვს, ბატონო და საერთოდ, იცით, ჩვენ ამ მაღაზიაში მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებს ვყიდით.
– მაშინ, ერთი ბოთლი არაყი მომეცით.
გამყიდველმა მიაწოდა ბოთლი და კაცმა ჩაილაპარაკა:
– აჰა, ღმერთია მოწამე, რომ მე სპორტით დაკავება მინდოდა.
***
ცოლი სილამაზის სალონიდან გამოვიდა. გარეთ ქმარი ელოდებოდა. აათვალ-ჩაათვალიერა ცოლი და ჩაილაპარაკა:
– არა უშავს, სათქმელი მაინც ხომ გექნება, რომ სცადე.
***
საერთო სუფრაზე ამერიკელი კონსერვით მივიდა, ფრანგი – საუკეთესო ღვინით, შოტლანდიელი – ვისკით, გერმანელი – ლუდით და სოსისით, ქართველი – მწვადითა და ხაჭაპურით, სომეხი – ბიძაშვილით.
***
კახელი ბავშვი ეკითხება მამას:
– მამიი, მე იღბლიანი ვარ?
– იღბლიანი ხარ, ჯო, მა რა ჩემი ფეხები ხარ! შენ წინააღმდეგ ვერც პრეზერვატივმა გაჭრა და ვერც აბორტმა გაამართლა.
***
კაცი ქუჩაში მეგობარს შეხვდა და ეკითხება:
– რატომ ხარ ეგრე დანაღვლიანებული, მოხდა რამე?
– კი, გუშინ ავტობუსით ვიმგზავრე და ხალხის სახეებს ვაკვირდებოდი.
– მერე?
– მერე, ხომ ამბობენ, სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოსო?
– კი, ამბობენ.
– ხოდა, თუ იმ სახეებით ვიმსჯელებთ, ომი გარდაუვალია.