კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კიდევ ჰყავს თუ არა სახლში ნინა სუბლატს მისტიკური არსებები და რატომ იყო ის იძულებული, რომ პირსინგი მოეხსნა

საპარლამენტო  უმრავლესობის  წევრმა, გოგი თოფაძემ  პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა „ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ...“ ამ ფრაზამ, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოიწვია საზოგადოებაში. გაიმართა საპროტესტო აქცია.  გოგი თოფაძემ ბოდიში მოიხადა... პოლიტიკოსის განცხადებას „ფეისბუქზე“ ვრცელი პოსტით გამოეხმაურა მომღერალი, ნინა სუბლატი: „ეს ჩემი დაა - ლილე.  ლილეს დაუნის სინდრომი აქვს, მაგრამ ეს ფაქტორი მას არ განასხვავებს არც ჩემგან, არც ჩვენი ძმა – დემნასგან, არც მეორე ძმა – თადესგან, არც დედამისი მირანდასგან, არც მამაჩემი დათოსგან, არც დედაჩემი – ხატიასგან, არც შენგან ან შენი ძმის, არც მისი ძმაკაცისგან ან მისი ცოლისგან. ლილე ისეთია, როგორიც შენ და მე. ისე დადის, როგორც ჩვენ, ისე ახარებს დედამისს თავისი კარგი ამბებით, როგორც შენ დედაშენს, მე დედაჩემს, დედაშენი ბებიაშენს და ასე, უსასრულოდ. ყველას, სულ, სულ ყველას სხვადასხვა შეხედულება გვაქვს იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება – ზოგადად, ცხოვრებაზე. ლილესაც თავისი შეხედულება აქვს ყველაფერზე. მისი იდეებიც და არსებობაც ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ყველა დანარჩენი ადამიანის... გოგის რომ ერთი, სუულ, სუუულ ერთი უკეთესი თვისება, შეხედულება, ინფორმაცია, არ ვიცი, ნებისმიერი ერთი რაღაც ჰქონდეს, რაც ლილეზე მაღლა დააყენებს მის პიროვნებას, კარგი იქნებოდა. მაგრამ, ვაი, რომ ეგ ერთიც არ აქვს! და ვაი, რომ ასეთი პატარა გოგო გოგიზე ბევრად ჭკვიანი და, ზოგადად, კარგი ტიპია...“ ეს ამონარიდია ნინას მიმართვიდან. მომღერალმა ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა, თუმცა იმაზე მეტი რაღა უნდა ეთქვა, რაც ამ პოსტში დაწერა. მან საზოგადოებას მისი და – ლამაზი, ფერადი, ჭკვიანი, საყვარელი და მზესავით გოგო, ლილე გააცნო. გთავაზობთ ნინა სუბლატის ინტერვიუს, რომლიდანაც შეიტყობთ მის შესახებ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებს.
ნინა სუბლატი: 2016 წელი ჩემთვის კლიპის „Dark Desire”-ის გამოშვებით დაიწყო, რომელიც „Big Cake”-სთან ერთად გადავიღე. კლიპში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ის მთლიანად წყალქვეშაა გადაღებული და შესაბამისად, მუშაობა არც თუ ისე კომფორტულ გარემოში მოგვიხდა. თუმცა, შედეგით კმაყოფილი ვარ. რამდენიმე კვირაში ვგეგმავ კლიპის გამოშვებას, პარალელურად კი, რამდენიმე ახალ და საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, რომლის შესახებაც ახლო მომავალში ვრცლად ვისაუბრებ.
– „ევროვიზიის” შემდეგ როგორ აეწყო შენი მუსიკალური კარიერა?
– „ევროვიზიამ,” რა თქმა უნდა, თავის მხრივ, ბევრი უცხოელი მსმენელი შემმატა და შესაბამისად, ჩემი შემოქმედების მასშტაბი გაიზარდა. მიწვევა მქონდა ვენის ოპერიდან, რაც ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე წარმატებული მუსიკოსისთვისაც, ძალიან დიდი მოვლენაა.  სულ ცოტა ხნის წინ სიმღერა „Dark Desire” ლატვიური „აიტუნსის” ტოპ-ჩარტების სათავეში იყო, ასევე ჩემი სიმღერა „Warrior”, რომლითაც „ევროვიზიაზე“ წარვდექი, ბრიტანულ ჩარტებში იყო. ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა, პროექტი სასიკეთოდ წაადგა ჩემს შემოქმედებას.
– ძალიან განსხვავებული ხარ, როგორც ფიზიკურად, ასევე შენი მუსიკალური გემოვნებაც არ ჯდება რაღაც ჩარჩოებში. სულ ცდილობ, ხარისხიანი და კარგი მუსიკის შექმნას. ეს ბევრად რთულია, არ იღლები?
– განსხვავებულად ნამდვილად მიმაჩნია თავი და ამ საკითხზე დიდად არც ვფიქრობ. შემოქმედება კი სხვა თემაა. თუ ის განსხვავებულად ჟღერს, ეს ნამდვილად კარგია და ამის მოხარული ვარ. მუშაობის პროცესი ჩემთვის რთული არასდროსაა. მიმაჩნია, თუ საყვარელ საქმეს ემსახურები, არ იღლები. მეც ასე ვარ. რაც მეტი სამუშაო მაქვს, მით უკეთ ვგრძნობ თავს. მსურს, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე მქონდეს და თავისუფალი დრო სანატრელი გამიხდეს, რადგან რეალურად, დღის განმავლობაში ჩემი ენერგიის ნახევარსაც ვერ ვხარჯავ. არადა, შემიძლია, 24 საათის განმავლობაში 3 კონცერტი ჩავატარო, შემდეგ სტუდიაში დავბრუნდე და ახალი სიმღერა დავწერო...  ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენს ქვეყანაში ხშირად არ ტარდება კონცერტები. შესაბამისად, საკეთებელიც ბევრი არაფერია და ნიჭიერი ადამიანების იდეები განუხორციელებელი რჩება. ეს, ყველა პროფესიის ადამიანისთვის დამთრგუნველია და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, ყველა საინტერესო სფერო განვითარებას ჰპოვებს, სამუშაოც მეტი იქნება და საფიქრალიც.
– ახლახან ახალი პირსინგი გაიკეთე. ვიდეო გამოაქვეყნე, რომელიც განხილვის საგნად იქცა.
– ამ სახის ვიდეოებს გამოხმაურება ყოველთვის აქვს, რადგან ასეთი რამ ყოველდღიურად არ გვხვდება. დიდი მნიშვნელობაც არ აქვს ვინ ატვირთავს, ცნობილი ადამიანი თუ უცნობი, მაინც ერთნაირად საინტერესოა პროცესი. რაც შეეხება პირსინგს, მტკივნეული ნამდვილად არ იყო, თუმცა მალევე მოვიხსენი. რამდენიმე დღე საუბარი რთულია. იმ პერიოდს კი, მნიშვნელოვანი შეხვედრები დაემთხვა, ამიტომ იძულებული გავხდი, მომეხსნა და ისე მესაუბრა (იცინის).
–  იმიჯს ხშირად იცვლი. ზოგადად, ქალებს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. შენ როგორ რისკავ?
– იმიჯის შეცვლა ჩემთვის გართობა და თერაპიაა ერთდროულად, რომელზეც უარი არავინ არ უნდა თქვას – არც ქალმა და არც მამაკაცმა. არაფერია ცუდი იმაში, თუ ხანდახან თავს განსხვავებული კუთხით დავინახავთ. თმის შეღებვა კი განსაკუთრებული რიტუალი მგონია, რადგან თითოეულ ფერს კონკრეტული დატვირთვა აქვს და ხშირად  დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე. მაგალითად, თუ შემართება და გამბედაობა გაკლია, შეგიძლია, თმა წითლად შეიღებო. თუ უფრო უდარდელად გინდა თავი იგრძნო – ქერად. მოკლედ, იმიჯის შეცვლა, ხშირ შემთხვევაში, არა მხოლოდ გართობა, არამედ საქმის ახლებურად დაწყების ტოლფასია. რისკი კი, შედარებით მცირეა, რადგან ასე თუ ისე, იცი, რა გიხდება და რა არა.
– ახლა შავად გაქვს თმა შეღებილი. ამ ფერს რა დატვირთვა აქვს შენთვის?
– შავ თმას ჩემთვის მხოლოდ ის დატვირთვა აქვს, რომ ვფიქრობ, ყველაზე მეტად მიხდება (იცინის). ბუნებრივად ქერა თმა მაქვს, თუმცა შავში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.
– სახლში მისტიკური არსებები აღარ გყავს?
– იმის მიუხედავად, რომ ეს ამბავი ცოტა გაბუქებული იყო, ამ ბოლო დროს არაფერი შემიმჩნევია (იცინის).
– მეუღლეც მუსიკოსია. ოჯახში ორი მუსიკოსი რთულია?
– უკვე სამი წელია, მე და გიორგი მუსიკას ერთად ვქმნით. ამიტომ, რთული კი არა, პირიქით, ძალიან მარტივი და კარგია ჩვენი კოლაბორაცია.  მეც მუსიკოსი ვარ და ისიც. შესაბამისად, მუსიკის გარდა, სხვა არაფერი ხდება ჩვენ გარშემო – 24 საათი შემოქმედებით პროცესში ვართ. თუ ვმუშაობთ, მუსიკაზე ვმუშაობთ, თუ არ ვმუშაობთ, მაინც მუსიკაზე ვმუშაობთ. ალბათ, გამიჭირდებოდა კიდეც სხვა პროფესიის ადამიანთან პარტნიორობა, რადგან ჩემი საქმე ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტია და მხოლოდ ჩემივე პროფესიის ადამიანისთვისაა ეს ფაქტი აბსოლუტურად მისაღები. სხვა პროფესიის ადამიანები კი, აუცილებლად ჩათვლიდნენ, რომ ნინას მუსიკა უფრო უყვარს, ვიდრე ადამიანებიო და სავარაუდოდ, განაწყენდებოდნენ კიდეც.
– გიორგის სიურპრიზები თუ ახასიათებს და ვალენტონობა როგორ აღნიშნეთ?
– დღესასწაულების მიმართ ყოველთვის გულგრილი ვიყავი. ამიტომ, არც ახალ წელს აღვნიშნავ განსაკუთრებულად, არც დაბადების დღეს, არც ვალენტინობას და არც საჩუქრები მიყვარს დიდად. ასე რომ, ვალენტინობა დღეს მხოლოდ ბებიაჩემისგან მივიღე საჩუქარი, რატომ? მეც არ ვიცი, მაგრამ მივიღე (იცინის). სხვა, ამ დღეს რა მოხდა, სამწუხაროდ, არ მახსოვს. მაგრამ, რომანტიკა ნამდვილად არ ყოფილა.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს? პატარას საკითხი ხომ არ დადგა დღის წესრიგში?
– ჩემს სამომავლო გეგმებში, მხოლოდ ჩემი პროფესია ფიგურირებს და ამ მომენტში, ჩემთვის მასზე მნიშვნელოვანი არაფერია. შესაბამისად, არანაირი პატარა და დიდი, იდეის დონეზეც კი არ განიხილება. სამაგიეროდ, ვგეგმავ ძალიან კარგი ალბომის გამოშვებას, რამდენიმე კონცერტს და ახალ პროექტებს.

скачать dle 11.3