კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოცნებას აიხდენს ამერიკაში დიანა დავითაია ლეონარდო დიკაპრიოს დახმარებით და რატომ ვერ ახერხებენ ამერიკელი მამაკაცები მისი გულის მოგებას

23 წლის, ლამაზი, ჭკვიანი და მიზანდასახული დიანა დავითაია, უკვე ექვსი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. ის საქართველოში წარმატებული ჩოგბურთელი იყო და ამერიკაშიც საკმაო აღიარება აქვს სპორტის ამ სახეობაში. დიანა, ევროპაშიც, 16 წლამდე ჩოგბურთელებს შორის, მეთხუთმეტე ჩოგანი გახლდათ. როგორც თავად ამბობს, ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც თავისუფლება დიდი დოზით იგრძნო და იმედი აქვს, მომავალში ცნობილი მსახიობიც გახდება. ამ ოცნებას კი ის ლეონარდო დიკაპრიოს დახმარებით აიხდენს.

 დიანა დავითაია: საქართველოში ჩოგბურთს 6 წლიდან ვთამაშობდი და ყოველთვის დიდ წარმატებებს ვაღწევდი. 16 წლის ასაკში, თმა ქერად შევიღებე და ჩემს საყვარელ ჩოგბურთელს, მარია შარაპოვას მამსგავსებდა ბევრი. ძალიან მიხაროდა ეს მსგავსება. მარტო თბილისში კი არა, ტურნირებზეც რომ დავდიოდი, ბევრი უცხოელი აღნიშნავდა ამას. მართლია, მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სიამოვნებით შევერკინებოდი საჩოგბურთო მოედანზე. ამ ზაფხულს დაგეგმილი მაქვს ტურნირებზე გამოსვლა და იმედია, მომიწევს მარია შარაპოვასთან ბრძოლა, როგორც კონკურენტთან.  ამერიკაში ჩემი მწვრთნელები „ქართველ მარია შარაპოვას” მეძახდნენ  და მეუბნებოდნენ, თამაშის სტილიც მისი გაქვსო. მიყვარს ეს ქვეყანა, აქ თავისუფლება დიდი დოზით შევიგრძენი და პუნქტუალურობა ვისწავლე.
– დიანა, მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლა, რომელიც შენ დაამთავრე, საკმაოდ ძვირი ღირს. თანაც, თინეიჯერ გოგონას, არ გაგიჭირდა სამშობლოდან ასე შორს, წარმატების დამოუკიდებლად მიღწევა?
– სხვათა შორის, როგორც წარმატებულ ჩოგბურთელს, ბევრი ქვეყნიდან მქონდა მიწვევა, მაგრამ მე ამერიკა ვარჩიე. მიჩიგანის შტატში რომ ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ზოგადი ურთიერთობების ფაკულტეტზე, პარალელურად, ვთამაშობდი ჩოგბურთს. მიჩიგანის უნივერსიტეტის სახელით გამოვდიოდი და საკმაოდ კარგი შედეგები მქონდა. არ გამჭირვებია დამოუკიდებლად ცხოვრება. ყოველთვის მჯეროდა, რომ ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ოცნებები ხდება. მთავარია, დროს აუწყო ფეხი, არ ჩამორჩე, ბევრი იშრომო და თავი არ დაზოგო. ამერიკაში, ისეთი სწრაფი რიტმია, გათენებული არ არის, რომ უკვე დაღამებულია. ამიტომ, თუ არ იმოქმედე და სწრაფი ნაბიჯები არ გადადგი, დროს ჩამორჩები და ეს დამღუპველია. თუ მიზანდასახული ხარ და იღბალიც გწყალობს, დამიჯერეთ, ყველაფერს მიაღწევ, სადაც არ უნდა იყო. რაც შეეხება სწავლის საფასურს, დიახ, მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლა საკმაოდ ძვირი ღირს – წელიწადში 35 ათასი დოლარი. მაგრამ, რადგან კარგი ჩოგბურთელი ვარ და, თან, უნივერსიტეტის სახელით გამოვდიოდი ტურნირებზე, თავად უნივერსიტეტი უზრუნველყოფდა ჩემს ცხოვრებას ამერიკაში. ამერიკაში ჩემი 6-წლიანი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ დავფიქრებულვარ საკუთარ წარმომავლობაზე. მენატრება ჩემი ქვეყანა და ხშირადაც დამსიზმრებია. იმედია, ამ ზაფხულს მოვახერხებ ჩამოსვლას. თუმცა, საჭმელი ძალიან მენატრება-მეთქი, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ, აქ, ნიუ-იორკში ბევრი ქართული რესტორანია, სადაც არის საშუალება, დააგემოვნო ქართული კერძები.
– დღეს ნიუ-იორკში საკმაოდ მოთხოვნადი მწვრთნელი ხარ და როგორც ვიცი, არაერთი ცნობილი ადამიანის შვილს ასწავლი ჩოგბურთს.
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მიჩიგანის შტატიდან ნიუ-იორკში გადმოვედი საცხოვრებლად, რადგან ჯონ მაკენროის აკადემიიდან მივიღე მოწვევა მწვრთნელის ვაკანტურ ადგილზე. აქ მოხვედრა საკმაოდ პრესტიჟულია და ბევრი სპორტსმენი ოცნებობს. ჯონი ნომერ პირველი ჩოგანი იყო მსოფლიოში და კორტებზე რომ მოდის და ვხედავ, კიდევ არ მჯერა, მის გვერდით რომ ვდგავარ. ამ სიახლემ საკუთარი თავის რეალიზების და შესაძლებლობების სრულად გამოვლინების დიდი სტიმული მომცა. აქ ვავარჯიშებ ბევრ ბავშვს და მოხარული ვარ, რომ ამდენი ახალგაზრდის კარიერაში მეც შემაქვს ჩემი წვლილი. ამერიკაში, ბავშვი რომ ჩოგბურთზე ატარო, შეძლებული უნდა იყო. ძალიან ძვირი ღირს სწავლა და ვარჯიში. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მერი კელი ჰანიტი, რომელიც შონ ჰანნიტის შვილია. ის ერთ-ერთი გამორჩეული ბავშვია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებს მთელი აკადემია. ადრე, ვინმეს რომ ეთქვა, ამხელა წარმატებას მიაღწევო, ალბათ, არ დავიჯერებდი. დღეს კი ვხვდები, რომ რეალურ სამყაროშიც ხდება სასწაულები (იცინის). თუმცა, კიდევ მაქვს დარჩენილი ოცნებები და მჯერა, რომ მათაც რეალობად ვაქცევ. ამერიკა ხომ ის ქვეყანაა, რომელიც ოცნებების ასრულებაში გეხმარება. ამერიკაში ისეთ ასაკში წამოვედი, არ გამჭირვებია ამათ მენტალიტეტზე გადმოწყობა და ბევრი მეგობარიც შევიძინე. ყველა საკითხში თავისუფლები არიან. არ მიჭირს მათთან გახსნა და ნებისმიერ თემაზე საუბარი. თავისუფალი ურთიერთობებია, უფრო ლაღი. მაგალითად, თუ საქართველოში მაღაზიაში სახლის ფორმაში ვერ ჩავიდოდი, აქ, ასე არ არის. არავინ გაქცევს ყურადღებას, რა გაცვია და როგორ გამოიყურები. მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და სულ ვწუწუნებ, უფრო მეტი მინდა-მეთქი. მიზანს რომ დავისახავ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ მიზანს მივაღწიო.
– თუ საიდუმლო არ არის, რაზე ოცნებობ?
– მსახიობობაზე ვოცნებობ. მინდა, ჰოლივუდის წარმატებული მსახიობი გავხდე. ეს სურვილი ამერიკაში ჩამოსვლისას გამიჩნდა. უნივერსიტეტში სპექტაკლებს ვდგამდით. სცენაზე თამაში მიწევდა – დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და, მივხვდი, სცენაზე დგომა ძალიან მომწონს. ზოგადად, იღბლიანი ვარ და რაც ოცნებად დავისახე, მივაღწიე კიდეც. ამიტომ, იმისიც მჯერა, რომ წარმატებული მსახიობი გავხდები ჰოლივუდში (იცინის). ბავშვობიდან ლეონარდო დიკაპრიოს ფანი ვარ. ძალიან მამაკაცურია და სულ მინდოდა, მასთან ერთად, მისი შვილის როლი მეთამაშა ფილმში. სცენარი კი ასე წარმომიდგენია: მე განსაცდელში ვარ ჩავარდნილი და ლეონარდო, როგორც მამა თავს არ დაზოგავს, დამიხსნის და გადამარჩენს. მერე ამ ფილმს „ოსკარზე“ წარადგენენ, მის გვერდით, ლამაზ კაბაში გამოწყობილი, წითელ ხალიჩაზე გავივლი, იღბლიანი პარტნიორი აღმოვჩნდები მისთვის და ბოლოს და ბოლოს, ამ ფილმში საუკეთესო მამის როლის შესრულებისთვის, „ოსკარს“ გადასცემენ (იცინის).
– წარმატებული, ლამაზი, ნიჭიერი და მიზანდასახული გოგო ხარ. წარმომიდგენია, რამდენი თაყვანისმცემელი გეყოლება. თუ საიდუმლო არ არის, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, ჯერ ვერავინ შეძლო ჩემი გულის მოგება, თუმცა თეთრ რაშზე ამხედრებულ მზეჭაბუკსაც არ ველოდები (იცინის). შეყვარებული არ მყავს, თუმცა თაყვანისმცემლების სიმცირეს, ნამდვილად არ ვუჩივი. ამერიკელი მამაკაცები ძალიან რომანტიკულები არიან, მათ გვერდით ნამდვილ ქალად გრძნობ თავს, მაგრამ ქართველ ბიჭებს ვერ შეედრებიან. არ დამავიწყდება, ამერიკელ ბიჭს მოვწონდი. დამპატიჟა სავახშმოდ. ჩემს თანაკურსელ გოგონას, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი, გამოართვა გასაღები, ჩუმად შევიდა ბინაში, ჩემი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ზომა გაიგო, მიყიდა და მე რომ სახლში მივედი, საწოლზე დამხვდა ულამაზესი კაბა, ფეხსაცმელი, საყურეები, ყელსაბამი, ვარდები. მოკლედ, გამოვეწყვე და ამ ფორმაში მივედი შეხვედრაზე. თუმცა, ჩემი გულის მონადირება, მაინც ვერ შეძლო (იცინის). რაღაც უფრო განსხვავებულს ველი, ისეთს, ჩემმა გულმაც რომ მიიღოს. ალბათ, საქართველოს ნოსტალგია მაქვს. ამ ბოლო დროს, შორეულ ამერიკაში ქართველი მამაკაცის თაყვანისცემა მენატრება (იცინის).

скачать dle 11.3