კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გადაინერგოთ თმა „თალიზში”

აკაკი წილოსანის სპეციალური რჩევები

 ...ფანტომასი რეალური პიროვნება რომ ყოფილიყო, საბჭოთა მოქალაქეების გულებში ბოროტ მაფიოზად კი არა, კეთილ ადამიანად დარჩებოდა. რატომ?! რატომ და, ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პროფესორი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო და აზიის ასოციაციების წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 22 სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორი, თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზის“ ხელმძღვანელი აკაკი წილოსანი, რომელსაც მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ და ორივე ნახევარსფეროზე ტრენინგებისა თუ ოპერაციების ჩასატარებლად ხშირად იწვევენ, არც მეტი, არც ნაკლები, თმას გადაუნერგავდა და ბოროტ ფანტომასს გააკეთილშობილებდა. მოკლედ, თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზის” ხელმძღვანელი 21-ე საუკუნის ფანტომასების რისხვაა! ხუმრობა იქით იყოს და, აკაკი წილოსანი მართლაც სასწაულებს ახდენს. ვინმემ ეს, შეიძლება, სარეკლამო სიტყვებად ჩამითვალოს, მაგრამ წილოსანს ჩემი ქება არ სჭირდება – წილოსანის რეკლამა ფაქტებია. სხვათა შორის, „თალიზი” აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთი პირველი კლინიკა იყო, რომელმაც ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვას მიმართა. ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვა თმის გადანერგვის „ოქროს სტანდარტადაა” აღიარებული... ამასთან, წილოსანმა ანესთეზიის განსხვავებული მეთოდიკა შეიმუშავა, რომელმაც თმის გადანერგვის ხანგრძლივი პროცესი და პოსტოპერაციული პერიოდი აბოსლუტურად უმტკივნეულო გახადა...

აკაკი წილოსანი: პაციენტების რამდენიმე კატეგორია არსებობს. თმის ცვენა, როგორც წესი, 18 წლის, ანუ სქესობრივი მომწიფების შემდეგ იწყება. ზოგი გამელოტებას ძალიან მტკივნეულად განიცდის და თმის გადანერგვით ის კი არ სურს, რომ სხვანაირი გახდეს, არამედ, უნდა, რომ ის დაიბრუნოს, რაც ჰქონდა. სიმელოტე ყოველთვის ნაკლად აღიქმებოდა, თუმცა ზოგი ამას ეგუება, ზოგი კი სიმელოტის შენიღბვას, მაგალითად, ყოველდღე თავის გაპარსვით ცდილობს. საერთოდ, თმა კეფასა და ყურებთან არშიის სახით რჩება. მათაც, ვინც თავს ყოველდღე იპარსავს, თმა სწორედ კეფასა და ყურებთან აქვთ, მაგრამ ამას არ აღიარებენ და ირწმუნებიან, უბრალოდ, ასეთი სტილი გვაქვსო. არადა, გავიხსენოთ, როგორი შოკის მომგვრელი იყო ჩვენს ბავშვობაში ფანტომასი... არსებობს სიმელოტის შენიღბვის სხვა მეთოდებიც, მაგალითად, მელოტი ადამიანი ქუდს არასდროს იხდის, ან – ბენდენით დადის. სხვათა შორის, ერთმა პაციენტმა მითხრა: თმის დაკარგვას, მერჩია, ხელი დამეკარგაო. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ისეთი პაციენტებიც არსებობენ, ვინც სიმელოტეს შეგუებულნი არიან, მაგრამ, ვინაიდან ხედავენ, რომ თმიანი ადამიანი უფრო მიმზიდველია, ახალგაზრდულად გამოიყურება და კარიერაშიც უფრო წარმატებულია, თმის გადანერგვის გადაწყვეტილებას იღებენ.
– ამბობენ, თმის ცვენას ქუდის ტარება უწყობსო ხელს.
– არა. თმის ცვენა გენეტიკური კოდია. ზოგი ვაიმეცნიერი ამტკიცებს, რომ თმის ცვენა მზის ენერგიას უკავშირდება, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში თმის ტრანსპლანტოლოგები არც კი კამათობენ, რომ თმის ცვენა გენეტიკური კოდის რეალიზაციაა. საერთოდ, ყველა ერის გენეტიკური ფონდი განსხვავებულია. ამიტომ, ყველაზე მეტი მელოტი ძველ ხალხებს, ანუ არაბებს, იტალიელებს, ქართველებს ჰყავთ. ისე, თმის გადანერგვამ ის სახე, როგორიც დღეს აქვს, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მიიღო.
– უცხოეთში თმის გადანერგვა, ალბათ, ძვირი სიამოვნებაა, არა?
– დიახ, თან, „თალიზისგან” განსხვავებით, იქ ფართომასშტაბიანი ოპერაციები არ კეთდება იმიტომ, რომ კეფასა და ყურებთან თმის იმდენი მარაგი უნდა იყოს, რომ მთელი თავი დაიფაროს. თუ სათანადო მარაგი არაა, ასეთ შემთხვევაში ოპერაციას არ აკეთებენ. ასეთ ოპერაციებს მხოლოდ „თალიზში” ვაკეთებთ.
– გადანერგილი თმა მუდმივია?
– დიახ, გადანერგილი თმა მუდმივია! მთავარია, გადანერგვა ისე გაკეთდეს, რომ ოპერაცია არ გართულდეს.
– ესე იგი, თმის გადანერგვა ჩვეულებრივი ოპერაციაა?
– რა თქმა უნდა. გადანერგვის პროცედურა 2-დან 4 საათამდე გრძელდება.
– ანუ, ახლა მე რომ საოპერაციოში შევიდე, ოთხი საათის მერე ისეთი ქოჩრით გამოვალ, როგორიც, ვთქვათ, 20 წლის ასაკში მქონდა?
– არა, ოთხი საათის მერე საოპერაციოდან თმის ჩანერგილი ძირებით გამოხვალთ.
– და ამ ძირებიდან თმა როდის ამოვა?
– თმა ამოსვლას სამი თვის მერე დაიწყებს.
– თმის ძირების გადანერგვა მტკივნეულია?
– არა, გადანერგვის პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა.
– ბატონო აკაკი, ამბობთ, თმის ცვენა გენეტიკური კოდიაო. თუ ასეა, მაშინ, გადანერგილი თმა რატომ აღარ ცვივა?
– იმიტომ, რომ კეფაზე არსებული თმის ძირები გენეტიკურად ჯანმრთელია. დააკვირდით, მელოტების უმეტესობას თმა მხოლოდ კეფაზე აქვთ. საერთოდ, თმის გადანერგვა ერთი ადგილიდან თმის ძირების მეორე ადგილზე გადატანას გულისხმობს.
– ხალხში გავრცელებული მოსაზრებით, თმის ცვენას ესა თუ ის შამპუნი იწვევს. იმასაც ამბობენ, რომ თმის ცვენას თითქოს შროშანის, ჭინჭრისა თუ სხვა ბალახ-ბულახის ნაყენი აჩერებს.
– არც ერთია სიმართლე და არც მეორე. დღეს მედიცინაში თმის ცვენის, ასე ვთქვათ, შესანელებლად, ორი პრეპარატია ცნობილი, სხვა ყველაფერი კი, ანუ, შამპუნები, ვიტამინები, გვირილა თუ შროშანი – ერთმნიშვნელოვნად შარლატანობაა!
– სულ რამდენი ხარისხის სიმელოტე არსებობს?
– შვიდი.
– „თალიზს” პაციენტები უმეტესად რომელი ქვეყნებიდან აკითხავენ?
– ყველა ქვეყნიდან მოდიან, თუმცა, უფრო სამხრეთკორეელები ჭარბობენ.
–  თმის გადანერგვა რა ჯდება?
– 800-დან 5 000 ლარამდე – გააჩნია, რომელი ხარისხის სიმელოტეა. ოპერაციის წინ პაციენტს ხელშეკრულებას ვუდებთ, რომ გადანერგილი თმა ნამდვილად ამოვა და არასდროს გასცვივდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლინიკა აანაზღაურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ამიტომ, პაციენტი არ ნერვიულობს, რომ დაკარგავს ოპერაციაში გადახდილ თანხას.
– ონკოლოგიური პაციენტებისთვის შეიძლება თმის გადანერგვა?
– რა თქმა უნდა.
– გადანერგვა თმის ეგრეთ წოდებული ბუდობრივი ცვენის დროსაც შესაძლებელია?
– არა, ამას დერმატოლოგები მკურნალობენ... სხვათა შორის, ოპერაციის დროს ბევრი პაციენტი ისვენებს: პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, გარემო – კომფორტული. ოპერაციის შემდეგ პაციენტს თავის დაბანაც შეუძლია. მაგალითად, ერთმა ქართველმა ჩინოსანმა დღისით თმა გადაინერგა, საღამოს კი დიდ სუფრაზე ითამადა...
ერთი სიტყვით, სიმელოტე განკურნებადია, ამასთან, თმის ცვენა „სოციალური მოვლენა” არაა, ანუ თმა მხოლოდ ღარიბებს კი არა, მდიდრებსაც სცვივათ და, ამას, სხვა თუ არაფერი, ისიც მოწმობს, რომ სიმელოტე იულიუს კეისარსა თუ ნაპოლეონსაც აწუხებდათ. ამიტომ, თუ თმის გადანერგვას გადაწყვეტთ, აღარ გადადოთ და დღესვე გეზი აიღეთ ტაშკენტის ქუჩა ¹27-ისკენ, სადაც აკაკი წილოსანი და „თალიზის” გუნდი სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებენ!

скачать dle 11.3