რა გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე მთვარის ფაზები
სანამ ახალი მთვარე გამოანათებს ცის კაბადონზე, ის რამდენიმე დღე ქრება, შემდეგ კი რკალის სახით ჩნდება. ამ პერიოდში ხდება ადამიანის ორგანიზმის ტოქსინებისა და წიდებისგან გაწმენდა. ამ დროს კარგია სამკურნალო შიმშილობა, არასასურველი კავშირებისგან გათავისუფლება.
როცა ცაზე მთვარის ახალი რკალი გამოჩნდება, ადამიანის ორგანიზმის აქტიურობა ნელდება, ქვეითდება და იკლებს შრომისუნარიანობა. ამ დროს იმუნიტეტიც ქვეითდება და დიდია დეპრესიისა და აგრესიის ალბათობა.
მზარდი მთვარის ფაზაში კარგია მკურნალობის დაწყება. ამ დროს ძლიერდება პრეპარატების მოქმედება ორგანიზმზე, ადვილად ხდება ვიტამინებისა და მინერალების ათვისება.
მთვარის ფაზის პირველ მეოთხედში კარგია გამწმენდი პროცედურების ჩატარება, მასაჟი. ასევე, ამ პერიოდში იწყება ორგანიზმში ცხიმის დაგროვება, ამიტომ, უნდა აკონტროლოთ წონა.
მზარდი მთვარის პერიოდში კარგია სასიყვარულო-რომანტიკული შეხვედრები. ეს პერიოდი იღბლიანია და წარმატებების მომტანი საქმიან სფეროშიც. ამ დროს იზრდება ემოციურობა და, ამიტომ, მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა.
მთვარის მეორე ფაზაა, როცა მნათი მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს. ამ დროს ხდება ენერგიის მომატება. ადვილად არის შესაძლებელი ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტა. ამიტომ, უნდა იმოქმედოთ თამამად.
სავსემთვარეობისას ხდება ენერგიის მაქსიმალური ხარჯვა. ამ პერიოდში მოჭარბებული ენერგია უკონტროლო ხდება. ადამიანი აფორიაქებულია, ნერვული სისტემა დაძაბული აქვს და აწუხებს უძილობა. დიდია ავარიების, ჩხუბის, კამათის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა. ეს დრო მშვიდად და წინდახედულად უნდა განვლოთ. სავსემთვარეობის დღეებში, რომანტიკული შეხვედრები მეტ ვნებასა და ემოციურ ელფერს იძენს.
მთვარის მესამე ფაზა უკავშირდება აქტიურ მოქმედებას და ადამიანი მეტად შრომისუნარიანი ხდება. აკეთეთ, რაც გსიამოვნებთ და ყველაფერი გამოგივათ.
კლებადი მთვარის დროს, კარგია ოპერაციების ჩატარება, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმი ადვილად იტანს ქირურგიულ ჩარევას და, ასევე, სწრაფად იწყებს გამოჯანმრთელებას.
მთვარის კლება კი მეოთხე ფაზაა. ამ პერიოდში ჩვენი ორგანიზმი იწყებს დასუსტებას, ამიტომ, ადვილად ვიღლებით. შრომის უნარი დაქვეითებულია. ნუ დაატანთ თავს ძალას და მოერიდეთ დიდ ფიზიკურ დატვირთვას.
ზოგადად, მთვარის ფაზები ჩვენს შრომისუნარიანობასა და წარმატება-წარუმატებლობაზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ, გირჩევთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი რჩევები და ისე იმოქმედოთ.