კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიმპტომები ახასიათებს ინფარქტს გულის ტკივილის გარდა

მიოკარდიუმის ინფარქტი გულის ყველაზე გავრცელებული, მძიმე და სახიფათო დაავადებაა. ინფარქტი უმთავრესად 48-50 წლის ადამიანებს ემართებათ, თუმცა უფრო ადრეულ ასაკშიც გვხვდება. მეტისმეტად ახალგაზრდა ასაკში ინფარქტის განვითარებას გენეტიკური ფაქტორები და სისხლძარღვთა თანდაყოლილი ანომალია განაპირობებს. დადგენილია, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიოკარდიუმის ინფარქტი მამაკაცებს 4-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს. ასაკის მატებასთან ერთად, ეს თანაფარდობა იცვლება, ხოლო 70 წლის ასაკის  შემდეგ პათოლოგიის გავრცელება ორივე სქესის პირებს შორის თანაბარია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კარდიოლოგ ხათუნა ბერინაშვილს გავესაუბრეთ.
– ქალბატონო ხათუნა, რა შეიძლება იყოს ინფარქტის პირველი ნიშნები?
– ზოგადად, მიოკარდიუმის ინფარქტის ოთხ სტადიას გამოყოფენ, ესენია: უმწვავესი, მწვავე, ქვემწვავე და პოსტინფარქტული. ცალკეა  პროდრომული ანუ ინფარქტისწინა პერიოდი, რომლის დროსაც მკვეთრად უარესდება კორონარული სისხლის მიმოქცევა, მაგრამ არ ზიანდება გულის კუნთი. ინფარქტისთვის დამახასიათებელი ტკივილი 20-30 წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. უმწვავეს პერიოდში ტკივილთან ერთად იგრძნობა საერთო სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, აგზნებადობა, გულის ფრიალი, ცივი ოფლი, თავბრუხვევა. ამ დროს დასაშვებია ნიტროგლიცერინის მიღება, რომელიც ან საერთოდ ვერ ახერხებს მის კუპირებას, ან ახერხებს ოღონდ, მცირე ხნით. ინფარქტის უმწვავესი სტადიის დროს აღმოცენდება ძლიერი ტკივილი გულის არეში. ის შეიძლება იყოს მოჭერითი ან მჩხვლეტავი. ზოგი პაციენტი უჩივის გულის არეში ძლიერ წვას. ტკივილის ინტენსივობა დაზიანებული კერის ზომაზეა დამოკიდებული. ახალგაზრდებს ეს შეგრძნება უფრო ძლიერ აქვთ, ვიდრე ასაკოვან პაციენტებს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა ტკივილი, შესაძლოა, ვერ იგრძნონ. ტკივილი ან მკერდის ძვლის უკან გადაინაცვლებს, ან გულმკერდის მთელ წინა ზედაპირს მოიცავს. ტკივილმა, შესაძლოა, თავი იჩინოს ეპიგასტრიუმის მიდამოშიც (მუცლის ზედა ნაწილი). ხშირად გადაეცემა მარცხენა ბეჭს ან მხარს; ზოგჯერ მოიცავს მთელ ზედა კიდურს ან კისერსა და ქვედა ყბას. ყოფილა პაციენტი, რომელიც კბილის ტკივილით მოსულა და ინფარქტის საწყისი ეტაპი ჰქონია. იშვიათად მარჯვენა მხარესაც გადაეცემა. დაავადება, შესაძლოა, მიმდინარეობდეს ატიპურად, მაგალითად, ტკივილი იგრძნობოდეს მხოლოდ ირადიაციის არეებში (მარცხენა ბეჭის, მხრის, კისრის, ქვედა ყბის, ყურის მიდამოში). ასიდან  სამ შემთხვევაში, ტკივილი აღინიშნება მუცლის არეში, რომელსაც ახლავს გულისრევა და პირღებინება. ამ დროს დიაგნოსტიკური შეცდომის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ჩატარდეს ეკგ-გამოკვლევა (ელექტროკარდიოგრაფია) და განისაზღვროს სისხლში სპეციალური მარკერების (ტროპონინის, მიოგლობინის, კრეატინფოსფოკინაზის) დონე.
– ინფარქტის დროს ზოგჯერ გული არ სტკივათ, ეს რით შეიძლება იყოს გამოწვეული?
– დიახ, არის შემთხვევბი, როდესაც გული არ სტკივათ, მაგრამ, სხვა სახის ტკივილები აღენიშნებათ.  ამ დროს დაავადება ატიპურად მიმდინარეობს.   შემთხვევათა 1-2 პროცენტში დაავადება მიმდინარეობს მხოლოდ გულის რიტმის დარღვევით. ატიპურ ფორმებს მიაკუთვნებენ, ასევე, ინფარქტის კოლაპტოიდურ ფორმას, რომლის დროსაც ხდება არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება, გონების დაბინდვა. მიოკარდიუმის ინფარქტის ცერებრული მიმდინარეობა უმთავრესად ზოგადი ათეროსკლეროზით დაავადებული ასაკოვანი მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი. არსებობს მიოკარდიუმის ინფარქტის ასიმპტომური ანუ წაშლილი ფორმაც, როდესაც კლინიკური სიმპტომები ან საერთოდ არ არის გამოხატული, ან ძალიან სუსტია. ასეთ დროს პაციენტი გადატანილი ინფარქტის შესახებ გეგმური გამოკვლევის შედეგად შეიტყობს ხოლმე. ზოგჯერ ავადმყოფს ინფარქტის ტიპური კლინიკა აქვს, მაგრამ პირველი 72 საათის განმავლობაში კარდიოგრამაზე ინფარქტი არ ჩანს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაისვას მცდარი დიაგნოზი, არ ჩატარდეს სათანადო მკურნალობა და მოიმატოს განმეორებითი ინფარქტის განვითარების ალბათობამ. ამისათვის საჭიროა, განისაზღვროს სისხლში ინფარქტის მარკერის ტროპონინ აყ-ის დონე (ნორმაში ის 0,4-ზე ნაკლებია). როცა ეს მარკერი მომატებულია, ავადმყოფს მკაცრი მეთვალყურეობა უნდა დაუწესდეს, უნდა ჩატარდეს დატვირთვის ტესტი, კორონოგრაფია და დროულად დაიწყოს მკურნალობა.
– სწორ რეჟიმსა და დროულ მკურნალობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაავადების შემდგომი მიმდინარეობისთვის. რა უნდა გაკეთდეს ამ სიპტომების აღმოჩენის შემთხვევაში?
– პირველ ყოვლისა, გამოძახებულ უნდა იქნეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტკივილის კუპირება, რადგან მისმა გახანგრძლივებამ, შესაძლოა, დაზიანებული უბნის გაფართოება გამოიწვიოს. ტკივილის მოსახსნელად საჭიროა ნიტროგლიცერინის სუბლინგვური მიღება, მისი უეფექტობის შემთხვევაში – ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება. პაციენტი უნდა იწვეს, ერიდოს ფიზიკურ დატვირთვას. დაავადების მომდევნო ეტაპია მწვავე პერიოდი, რომელიც 2-დან 10-14 დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში საბოლოოდ ყალიბდება ინფარქტის კერა. ამ დროისთვის გულის არეში ტკივილი უკვე კუპირებულია, მაგრამ სწორედ ეს ეტაპია საყურადღებო, ამიტომ, მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდში პაციენტს ათავსებენ ინტენსიური თერაპიის პალატაში, სადაც ხდება მისი სასიცოცხლო პარამეტრების მკაცრი კონტროლი.
– მწვავე პერიოდში რა გართულებებმა შეიძლება იჩინოს თავი?
– მწვავე პერიოდში გულის კუნთის ინფარქტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულებაა კარდიოგენური შოკი, რომელსაც სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. ამ დროს წნევა ეცემა, მცირდება შარდის გამოყოფა. კარდიოგენური შოკის რისკ-ფაქტორებია: ხანდაზმული ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, წარსულში გადატანილი ინფარქტი. ხშირი გართულებაა გულის რიტმისა და გამტარობის დარღვევაც. ზოგ შემთხვევაში არითმია საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. სხვა სერიოზული გართულებებია გულის უკმარისობა, გულის ანევრიზმა, პერიკარდიტი, თრომბოემბოლია, პლევრიტი, პნევმონია. თრომბოემბოლიურ  განვითარებას ხელს უწყობს ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი. თრომბოემბოლია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ორგანოს არტერიულ ქსელში (ფილტვის არტერია, თავის ტვინი, კიდურები და სხვა) და, შესაბამისად, გამოიწვიოს ინფარქტ-პნევმონია, ინსულტი, განგრენა და სხვა გართულებები. თრომბოემბოლიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ავადმყოფის დროული გააქტიურება და ფიზიკური რეაბილიტაცია.
– ინფარქტის შემდეგ კვება და ფიზიკური აქტივობა როგორი უნდა იყოს?
– სასურველია, საკვები არ იწვევდეს კუჭ-ნაწლავის შებერვას. მიოკარდიუმის ინფარქტის პირველ დღეებში პაციენტმა შეიძლება მიიღოს მაწონი, ხაჭო, ორცხობილა, მინერალური წყალი, ხილის წვენები, შავი ქლიავი, ჭერმის ჩირი, მცენარეული ზეთი. მომდევნო ეტაპზე დიეტა ფართოვდება, თუმცა პაციენტი უნდა ერიდოს ქოლესტერინით მდიდარი საკვების მიღებას. თუ აქვს გულის უკმარისობის ნიშნები, უნდა შეზღუდოს მარილისა და სითხის მოხმარება. კატეგორიულად იკრძალება თამბაქოს მოწევა. საჭიროა თავშეკავება ალკოჰოლური სასმელების მიმართ, თუმცა დადგენილია, რომ წითელ ღვინოს აქვს ანტიქოლესტერინული მოქმედება და ამიტომ განსაზღვრული ოდენობით მისი სმა სასარგებლოც არის. ფიზიკური რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს საფეხურებრივად, დატვირთვის თანდათანობითი გაზრდით. ის მოიცავს მასაჟს, ვარჯიშებს. წოლითი რეჟიმისა და ავადმყოფის სტაციონარში დაყოვნების ვადები მკაცრად განსაზღვრული არ არის. თუ გართულება არ განვითარდა, პაციენტს ინფარქტის მეორე დღესვე ეძლევა საწოლში გადაბრუნება-გადმობრუნების უფლება. დადგენილია, რომ ადრეული გააქტიურება ხელს უწყობს ისეთ გართულებათა თავიდან აცილებას, როგორიცაა შეგუბებითი პნევმონია, კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი, თრომბოემბოლია, კუჭ-ნაწლავისა და საშარდე სისტემების ატონია.

скачать dle 11.3