კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა „ეს საწყალი კურდღლის“ ავტორი შემთხვევით საბავშვო კომპოზიტორი

„ჩემი შემოქმედება საბავშვო სიმღერებით არ დაწყებულა. მე სიმფონიურ ნაწარმოებებს ვწერდი. საბავშვო მუსიკის დაწერა ჩემმა შვილმა შთამაგონა, რომელიც მაშინ 2 წლის იყო“, – ამბობს თავის დღიურებში ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი მერი დავითაშვილი. არც ის ეგონა, თუ „ეს საწყალი კურდღელი“ ან „ჩიტო, ჩიტო, ნაცარა“ იმდენად პოპულარული გახდებოდა, რომ იტალიასა და კორსიკაშიც იმღერებდნენ. „დღიურები არასდროს მიწერია, ყველაფერი თავში მქონდა დამახსოვრებული. მერე, დრო რომ გავიდა და ხანში შევედი, ვიფიქრე, რაკი დღიურები არ დამიწერია, რაც თავში მაქვს და რაც ჯერ კიდევ მახსოვს, იმას მაინც დავაფიქსირებ-მეთქი. ჩემს მემკვიდრეებს რომ დავუტოვო – იცოდნენ მაინც, რა გავაკეთე“, – ამბობს „თავისუფლების დღიურებში“ კომპოზიტორი. „ასე წარმოიშვა სურვილი, დამეწერა მოგონებების წიგნი. ძალიან რთული ყოფილა! მე მიჩვეული ვარ მუსიკის წერას, პროზას კი – არა... ჩემს შემოქმედებასა და პირადულ ამბებზე ნაკლებად ვყვები, მაგრამ ვყვები იმ ხალხზე, ვინც ჩემ გარშემო იყო. ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის. მუდამ ვცდილობდი, დამოუკიდებლად მემუშავა. არასდროს არავის ვაჩვენებდი, რასაც ვწერდი. მაინც ქალი ვარ და რაც არ უნდა გამეკეთებინა, იწყებოდა მითქმა-მოთქმა: ამის გავლენით გააკეთა, იმის გავლენით გააკეთაო... როგორც იციან ლაპარაკი ჩვენში. მით უმეტეს, თუ გათხოვდი, მტრისას! ამხანაგებს ვეუბნებოდი, იცოდეთ, კომპოზიტორს არასოდეს გავყვები ცოლად, იმიტომ რომ, მერე იტყვიან, იმან დაუწერაო.
ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაწარმოები იყო საფორტეპიანო „ხორუმი“. ეს ნაწარმოები 1945 წელს დაიწერა და დღემდე ცოცხლობს. მრავალი შემსრულებელი ჰყავდა მთელს მსოფლიოში. ასე მივყევი მთელი ცხოვრება. სულ ვწერდი. წერას კი დრო უნდოდა. ამით იყო შევსებული ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი დღე. სხვადასხვა ჟანრში ვმუშაობდი. გააჩნია, რას ჩავიფიქრებდი ან რა სამუშაოს შემიკვეთდნენ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, 1956 წელს მიმიწვიეს კინოსტუდიაში, სადაც ძალიან ბევრი ვიმუშავე. ოცამდე მულტიპლიკაციური ფილმი მაქვს გაფორმებული. საუკეთესო რეჟისორებთან ვმუშაობდი. მათ შორის იყო არკადი ხინთიბიძე, რომელთანაც გავაკეთე „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“, „მტრობა“, „ნახევარქათამა“. მერე ვიმუშავე ისეთი გენიალურ რეჟისორთან, როგორიც იყო მიხეილ ჭიაურელი. მასთანაც ხუთი სურათი გავაკეთე. ჩემთვის ეს უდიდესი სკოლა იყო. ერთხელ, არკადი ხინთიბიძემ მითხრა, რატომ ოპერას არ წერო და თემაც შემომთავაზა. ასე შეიქმნა ოპერა „ქაჯანა“, რომელიც დაიდგა კიდეც ჩვენი ოპერის სცენაზე. ისე, კინოსტუდიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა თანამედროვე მუსიკის განვითარებაში. მის ორკესტრს ოდისეი დიმიტრიადი ხელმძღვანელობდა. აი, როგორი დონე იყო! მღეროდნენ ზურაბ ანჯაფარიძე, ნათელა ტუღუში, თენგიზ ზაალიშვილი, მერი ნაკაშიძე – საუკეთესო მომღერლები! მერი ნაკაშიძის ჩანაწერებიდან ცოტაა შემორჩენილი. ერთ–ერთია „ჩხიკვთა ქორწილში“ მისი შესრულებული ქეთევანი. ეს ნამდვილად შეიძლება, უნიკალურ ჩანაწერად ჩაითვალოს.
ორი ოპერა დავდგი: „ქაჯანა“ და „ნაცარქექია“. „ნაცარქექიაში“ რუსთაველის პრემია მივიღე. ცუდი რომ ყოფილიყო, ხომ არ მომცემდნენ?! მიკვირს, რომ დღეს ასეთი ოპერები აღარ იდგმება, ძალიან მიკვირს. საბავშვო თემატიკაზე არაფერი კეთდება. არადა, მთავარი ბავშვებია. თუმცა, მე არ ვაპირებდი, საგანგებოდ საბავშვო კომპოზიტორი გამოვსულიყავი. ბავშვები ძალიან მიყვარს, ძალიან საინტერესო ხალხია! მახსენდება რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი. ის პერიოდია, როცა „ქაჯანას“ ვწერ. მივდივარ რუსთაველზე და მოდის ნაცნობი, მოჰყავს პატარა ბიჭი. გამაჩერა, მომესალმა, ბავშვს აუხსნა: იცი, ეს ვინ არისო... შემომხედა ამ ბიჭმა, მიყურებს დაკვირვებით და მერე უცებ მეკითხება: კურდღლის სიმღერა იქნებაო? ვაიმე. მე კი წარმოდგენა არა მაქვს ამ დროს, ოპერას ვწერ. მოვვარდი სახლში, გადავფურცლე ნიკო ლომოური და რას ვხედავ: თურმე, უწერია, ქაჯანა კურდღლის სიმღერას მღეროდაო! აი, ბავშვმა ყურადღება მიაქცია, მე კი გამომრჩა. სასწრაფოდ დავწერე კურდღლის არიოზო და ჩავსვი ოპერაში. ეს ამ ბავშვის დამსახურებაა!
თავის ოჯახი ყველას უყვარს. დედამ და მამამ ძალიან კარგი ოჯახი შექმნეს. მე და ჩემს ძმას არ გვანებივრებდნენ. ყველაფერს გვასწავლიდნენ, როგორც საჭირო იყო. სიარული რომ დავიწყე და ბევრს დავდიოდი, მამაჩემის დამსახურებაა. პატარაობიდანვე დავყავდი ყველგან. მუსიკის სწავლაც მან დამაწყებინა – ექვსი წლისა წამიყვანა კონსერვატორიაში. იქ იყო პირველი სამუსიკო სკოლა. შევედით თუ არა, შეგვხვდა  ერთი თავმოტვლეპილი ძია, რომელიც მამაჩემს შინაურულად გამოელაპარაკა, სახელით მიმართა, შალვაო. მერე ხელი მომკიდა: ეს რა პატარა მოგიყვანია, ცოდო არ არისო? ხელი რომ მომკიდა, მოეჩვენა, რომ ძვლები ჯერ რბილი მქონდა. ცოდო არ არის ამის სწავლაო? – მამამ უთხრა, რა ვიცი, მაინც გასინჯეთ, ნახეთ, როგორი სმენა აქვსო. იმ კაცმაც მომკიდა ხელი და შემიყვანა გამოცდაზე. გამოცდაზე ყველაფერი გამოვიცანი, რაც მკითხეს. მოკლედ, მიმიღეს. მერე უკვე, სკოლაში რომ ვსწავლობდი, მივედი და დავინახე, რომ კონსერვატორიის დარბაზში დასვენებულია ვიღაც გარდაცვლილის ცხედარი. რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს არის სწორედ ის ძია, რომელმაც სკოლაში მიმიღო. მაშინ გავიგე, რომ ეს ზაქარია ფალიაშვილი ყოფილა. ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში. ქუთაისი არაჩვეულებრივი ქალაქია, არაჩვეულებრივი!.. ძალიან უყვართ ხელოვნება, აფასებენ მას. მამაჩემმა ისე გაიხარა, რომ სულ არ ნანობდა ქუთაისში გადასვლას. ცოტა ხნით გადავიდა, მაგრამ კარგა ხანს დარჩა. მერე გადმოვიდა უკან, თბილისში. მე კი ქუთაისში განვაგრძე სწავლა, იქ დავამთავრე სკოლა. მერე კონსერვატორიაში მოვედი. კარგი მეხსიერება მქონდა, მუსიკაში კი – იდეალური. გარდა ამისა, ყველაფერი, რაც საქართველოს ეხება: ისტორია, მისი მთა-გორები, გზები, უღელტეხილები, სულ ზეპირად ვიცი. ვერ ვიმახსოვრებ მხოლოდ ადამიანის სახეს. ასეთი უცნაური რამ მჭირს. როდესაც ჩემი მეუღლე გავიცანი, მითხრა: რა მნიშვნელობა აქვს, რომ გაგიცნო, მესამედ გეცნობი და ვერ დამიმახსოვრეო. აი, მაშინ კარგად დავიმახსოვრე! ეს იყო იდეალური ადამიანი. არც შემხვედრია მისი მსგავსი ჩემს ცხოვრებაში. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი ქმარი იყო. რამდენი ხნის წასულია და აქამდე ახსოვს ხალხს“.

скачать dle 11.3