კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაკეტამორტყმულები

ანუ სანამ ჩვენ გვძინავს

 ვიდრე ჩვენ შიდა პოლიტიკურ ამბებს ვარჩევთ, იმით დაწყებული, თუ რატომ დაჭრეს „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი და, დამთავრებული დილემით, თუ რა შედეგით დასრულდება მაღაროელთა გაფიცვა, ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისე იძაბება, რომ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ატომური ბომბიც კი დაგვეცეს.
და თუმცა მხარეებმა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – აშშ-მა და რფ-მ – მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ (27 თებერვლიდან), თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დავუთოღლუმ წინდაწინვე გაგვაფრთხილა, რომ თურქეთი უარს იტყვის ამ შეთანხმების შესრულებაზე, თუ ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება.
სახელდობრ, ჩვენი მეზობელი თურქეთის ხელმძღვანელმა განმარტა (მომყავს ციტატა): „ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, თუ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას რაიმე დაემუქრება. როგორც კი საჭიროდ ჩავთვლით, აუცილებელ ზომებს მივიღებთ ისლამური სახალიფოსა და სირიელი ქურთების წინააღმდეგ. ანკარა ერთადერთი ადგილია, სადაც თურქეთის უსაფრთხოების საკითხები წყდება.“
ბრმისთვისაც ნათელია, რომ თურქეთს სირიელ ქურთებთან თავისი ანგარიშები აქვს და ისლამისტ ტერორისტებზე მეტად საკუთარი ქურთი სეპარატისტებისა და იმ სეპარატისტების მხარდამჭერების განეიტრალებაზე ზრუნავს.
მეორე მხრივ, თუ ექსპერტებს დავუჯერებთ, რუსეთსა და თურქეთს შორის არც ბირთვული ომია გამორიცხული, ხოლო, თუ გავიხსენებთ იქით – რუსეთის, აქეთ – თურქეთის მდებარეობას და იმასაც, რომ ჩვენ ბაიყუშივით შუაში ვართ გამოკიდული, შესაძლოა, დილ-დილაობით ლოცვამ ის მაინც გვისაშველოს, რომ ბრმა რაკეტა მაინც არ მოგვერტყას თავებში. –

скачать dle 11.3