კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორმაგი სტანდარტები

ანუ „კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო“

 თუმცა დიდი ვნებათაღელვები ატყდა, აქეთ – მავანთა მოთხოვნის გამო, რომ ოჯახი არა მხოლოდ მამაკაცისა და დედაკაცის, რაც ორ ფეხზე დადის, სულ ყველას კავშირიაო; იქით – დანარჩენების მოთხოვნის გამო, რომ ოჯახი მხოლოდ მამაკაცისა და დედაკაცის ერთობაა, ეს ამბავიც ისე მიინავლა, კოცონს ზრდილობის გულისთვისაც კი არ გამოუჩენია ცეცხლის ენები.
ხოლო ამასობაში, სულ ახლახან, კერძოდ, 12 თებერვალს, ერთმანეთს რომის პაპი და სრულიად რუსეთის პატრიარქი შეხვედრიან (მსოფლიო პრესის აზრით, ისტორიულად) და ერთობლივი 30-პუნქტიანი დეკლარაციისთვისაც მოუწერიათ ხელი, რომელშიც, არც მეტი, არც ნაკლები, ერთნაირსქესიანთა კავშირის ტრადიციულ ქორწინებასთან გათანაბრების გამო გამოუთქვამთ წუხილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ანგლიკანური ეკლესიაც ეწინააღმდეგება. ჯერჯერობით უცნობია ზემოხსენებულზე ჩვენებურ ლიბერალთა მოსაზრებები. მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპი, ჯერ ერთი, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ეწინააღმდეგება, მეორე მხრივ კი, აგერ თვით რუსეთის პატრიარქთან ერთად მემორანდუმიც გაუფორმებია, რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი სიბნელესა და „კაგებეს“ აგენტობაში არ დაუდანაშაულებიათ, თუმცა, შესაძლოა, საქმე გაცილებით მარტივად იყოს: იოლი საქართველოს ეკლესიისთვისაა ტალახის სროლა, ყველა სხვა შემთხვევაში კი მოქმედებს თეზა: კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო. –

скачать dle 11.3