კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე შეუთანხმდა მამუკა ღლონტი ძმებ გაჩეჩილაძეებს და რას ვერ ივიწყებს ის მათთან ერთად გატარებული წლებიდან

„მაესტროს” გარშემო ატეხილ დავაში ყველაზე ხშირად მამუკა ღლონტის სახელი ისმის. ეს ბუნებრივია – იმის მიუხედავად, რომ დღეს ის ამ ტელეკომპანიის ყველაზე მცირე წილის მფლობელია, „მაესტრო” ყველაზე მეტად მაინც მის სახელთან არის დაკავშირებული. რა ხდება კულისებს მიღმა, რაზე შეუთანხმდა ის წლების წინ ძმებ  გაჩეჩილაძეებს და ვინ დარჩა მამუკა ღლონტის ბანაკში, ამის  შესახებ  თავად მამუკა ღლონტს ვკითხეთ.   
მამუკა ღლონტი: ამ საქმეში დიდწილად პოლიტიკა რომ ურევია, ფაქტია, მაგრამ, თუ საქმე ხელისუფლებამდე მიდის, ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ  ეს  „ხარაკირები,” რომელსაც პერიოდულად იკეთებენ ხოლმე, თუმცა, შესაძლოა, ირიბად  მიდის ამ პროცესში კვალი  ხელისუფლებამდე, დადასტურებულად ვერაფერს ვიტყვი.  „მაესტროს” წილების საქმეზე   დავა სამართლებრივ  ჩარჩოებში, სასამართლოში  მიდიოდა. პარალელურად იყო  მოლაპარაკებები წილების გაყიდვის თაობაზე. მე და „მაესტროს” ერთ-ერთი  დამფუძნებელი, ეკა აკობია, წილებს არ ვყიდდით. ყველაფერი მშვიდად იყო, მაგრამ მოულოდნელად  სიტუაცია  გამწვავდა და მოხდა ის, რაც მოხდა.   
–  წლებია, თანამშრომლობთ ძმებ გაჩეჩილაძეებთან, რომელთა სახელიც ბოლო წლების  განმავლობაში აქტიურად იყო დაკავშირებული  პოლიტიკასთან. ამ პროცესებში, თქვენც, როგორც ტელევიზიის მეპატრონე, იყავით ჩართული. რამდენად საიმედო პარტნიორები იყვნენ ისინი იმ  წლებში თქვენთვის? 
 – მე ყოველთვის ვერიდები მეგობრობასა და ახლო კავშირებს მოქმედ პოლიტიკოსებთან. ეს ყველა პოლიტიკოსმა იცის და ვერცერთი ვერ დამაბრალებს, რომ ჩემი პარტნიორი იყო.  ძმებ გაჩეჩილაძეებზე,   ჩემს ყოფილ პარტნიორებზე,  საჯაროდ ცუდს არასდროს ვამბობ; მე ერთი წამიც კი არ მავიწყდება ჩვენი ურთიერთობიდან და ძალიან სადარდებელიც მაქვს ის, რაც ახლა ხდება.  ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად.   მეხსიერება ისეთი რამაა, ვერც იმ წუთებს დაგავიწყებს და ვერც ხაზს გადაგასმევინებს წარსულზე, ასეთი კი ჩვენს წარსულში ბევრი იყო. როდესაც ერთად საქმიანობა დავიწყეთ, მე მაშინვე გამოვუცხადე ლევანსაც და გიასაც: თუ მოვა დრო, რომ ჩვენ სხვადასხვა აზრი გვექნა, ჩვენი გზები იმწუთში გაიყრება.   ეს დღე დადგა და ჩვენი გზები გაიყო. მე პირნათელი ვარ მათთან, რადგან წინასწარ მქონდა ნათქვამი, როგორ დამთავრდებოდა ჩვენი თანამშრომლობა, თუ ჩვენ სხვადასხვა აზრი გვექნებოდა. ჩემგან ეს „შეთანხმება” შესრულდა, ჩვენ ცივილურად დავშორდით და წავედით სხვადასხვა მხარეს.
– დღეს თქვენს ბანაკში „მაესტროს” მეწილეთაგან მხოლოდ ეკა აკობია დარჩა.
– მე ვერ ვიტყოდი, რომ ის მეწილეები,  ჩემი მეგობრები, რომლებმაც გაასხვისეს თავიანთი წილი, ჩემს ბანაკში არ არიან; არ მიმაჩნია, რომ მათ რამე ცუდი გააკეთეს. ყველას აქვს უფლება, განკარგოს თავისი საკუთრება ისე, როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ. ეს ადამიანები ჩემი ისეთივე მეგობრები არიან, როგორებიც აქამდე იყვნენ.
– ამას წინათ თქვით, ასეთი ამბები რომ იყო ტელევიზიებში, ამიტომ გავერიდე „მაესტროსო”, რა იგულისხმეთ ამაში? რატომ გაერიდეთ წლების წინ „მაესტროს”?
– პირველი და მთავარი, რატომაც გავერიდე „მაესტროს,” იყო ის, რომ მე მქონდა მცირე წილი.  იმ  მითების მიუხედავად, თითქოს მე ყოველთვის რაღაც ფულს ვაკეთებდი „მაესტროში”, ეს ასე არ იყო. მე  არ მქონდა თანხა, რომ ტელევიზიაში რამე შემეცვალა.  ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა პროდუქტი, რომელიც კეთდებოდა იმ ახალი   მენეჯმენტის მიერ, რომელიც არჩევნების შემდეგ მოვიდა ტელევიზიის სათავეში. ამას გარდა, იყო უამრავი მომენტი, რაზეც, მე რომ დამეწყო  დავა და აყალმაყალი, „მაესტრო” ისევ საფრთხის წინაშე დადგებოდა.   მე უკვე აღარ მინდოდა ტელევიზია, რადგან, უფრო გასართობი გადაცემების შემქმნელი ვარ, ვიდრე საინფორმაციო გადაცემების. ცოტ-ცოტა ბევრი სხვადასხვა მიზეზი იყო, ვინაიდან, მე ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას იმ პროდუქტზე, რაც გადიოდა „მაესტროზე”. ამიტომ ვარჩიე, გავრიდებოდი სიტუაციას, ვიდრე „მომეწერა ხელი” იმ ყველაფერზე, რაც კეთდებოდა „მაესტროში”. ვარჩიე გარიდება და დალოდება – იქნებ რამე გამოსულიყო.
– ამბობენ, იყო პოლიტიკაში თქვენი ჩართვის მცდელობაც; ასევე, საუბრები  „მაესტროს”  გაკოტრებაზე ეგრეთ წოდებული რუსული სქემით,  არჩილ  გოგელიას მხრიდან; გარდა ამისა, აქტუალურია თემა, რომ, შესაძლოა, „მაესტრო” მოხვედრილიყო დავით კეზერაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის” გავლენის ქვეშ.
– არცერთ პოლიტიკოსს არ შესწევს ძალა, რამე პროცესში ჩამითრიოს. ეს იყო ჭორი, რომელიც აქტიურად ვრცელდებოდა. ხმა ბევრნაირი იყო და არის დღესაც. რუსული პროექტისა და კეზერაშვილის თემა წარმოუდგენელი სისულელეა.   ვინც პირადად მეტყვის, რომ მე შეიძლება მინდოდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა, იმას „ნაციონალურ მოძრაობასთან” ჩემი ბრძოლის 10 პროცენტი მაინც უნდა ჰქონდეს გავლილი; მინიმუმ, ბუჩქებში მაინც არ უნდა მჯდარიყო მთელი ეს წლები.  ის ვერსია, რომ ჩვენ უნდა გადაგვერჩინა „მაესტრო”, რათა ის „ნაციონალური მოძრაობის” ხელში არ მოხვედრილიყო, არის აბსოლუტური სიცრუე; „ნაციონალური მოძრაობა“ არა კვატი. როგორც მიხეილ სააკაშვილს შეიძლება დააბრალოთ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ფანია, ისევე შეიძლება დაგვაბრალოთ მე ან ჩემს მეგობრებს, რომ „ნაცების” მოყვარულები ვართ და მათთან მომავალში თანამშრომლობას ვაპირებთ.  თუ ვინმეს აზრი  ემთხვვა არხის სარედაქციო პოლიტიკას, ეს არაფერს ნიშნავს. ქვეყანაში, სადაც არ არის კრიტიკა, პროცესები ძალიან ცუდად მიდის და, ვერ წარმომიდგენია, ამას ვინმე ვერ ხვდებოდეს. მე, მაგალითად, არ ვუყვარვარ ძმებ გაჩეჩილაძეებს, არ ვუყვარდი ეროსის; არის უამრავი ხალხი, რომელთან ერთადაც ვიყავით და დავშორდით, მაგრამ, ვერცერთი ვერ ამბობს, რომ  რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესს ვითვალისწინებდით.
– პროცესების ეპიცენტრში აღმოჩნდა  ბაია გადაბაძე.  თქვენ, შეკვეთილში „დაბანაკებული”, შორიდან   უყურებთ, რაც ხდება „მაესტროში”? 
–  მარტო ბაია არ არის მოვლენების ეპიცენტრში. ტერიტორიულად თბილისში რომ არ ვარ, ეს ხომ არაფერს წყვეტს? მასზე უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი. ბოლო ორი წლის განმავლობაში მე არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებ „მაესტროზე” – არც კარგზე და არც ცუდზე. ვისაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული, მან უნდა იბრძოლოს – ეს ჩვეულებრივი ამბავია.
– თქვენ არ გაქვთ თქვენი გეგმები?
– მე არ წავსულვარ მედიიდან, ამ პერიოდში მოვასწარი და გავაკეთე ორი ძალიან კარგი პროექტი: რადიო „მაესტრო” და რადიო „ვინილი”.  შეიძლება, რადიოს ნაკლები მსმენელი ჰყავს, ვიდრე მაყურებელი ჰყავს  ტელევიზიას, მაგრამ. ის, რაც გავაკეთე ამ ორ წელიწადში, მიმაჩნია, რომ ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გურიაში ორივე რადიოს მუდმივი მსმენელი ვარ (იცინის). მე იმის მტკიცებაც არ  მჭირდება, რომ „მაესტრო” ჩემთვის არ არის შპს და ეკრანი; „მაესტრო” არის ადამიანები, ვისთან ერთადაც წლები გავატარე. არ მესმის, როცა მეუბნებიან, „მაესტროდან“ წახვედიო. საიდან უნდა წავიდე, როცა „მაესტრო” ვარ მე, ეკა აკობია, ბაჩო კიკაბიძე?! როგორ შეიძლება, საკუთარი თავიდან წახვიდე? ცოტა ფილოსოფიურად შეხედონ ამ თემას. რაც „მაესტრო” არსებობს, სულ იყო პრობლემები, ასე რომ ხმაურს მიჩვეული ვარ, თუმცა, ის, რომ ყოფილ პარტნიორებს შორის მიდის დავა, ემოციურად მძიმე გადასატანია ჩემთვის.  
– ამ პროცესებით თქვენ ირგვლივ  რა შეიცვალა?
– ეს წლები, ძირითად, დროს ვატარებდი შეკვეთილში. ბოლო ოთხი-ხუთი წელი აქ სტაბილურად „დავბანაკდი”, მქონდა წყნარი, მშვიდი ცხოვრება, „ვკატაობდი” ველოსიპედით, მოტოციკლით. ახლა ვგრძნობ, რომ ეს ცხოვრება დასრულდა – რამდენიმე დღეში ჩამოვალ თბილისში და გარკვეული პერიოდი დავრჩები, ვნახოთ,  როგორ განვითარდება მოვლენები.

скачать dle 11.3