კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამუკა ონაშვილის ანეკდოტები

მიხოს ბიჭი, მიტო, ქორწილში მიდის და მამას მიადგება:
– მამი, ქორწილში მივდივარ და მანქანა მათხოვე, რა..
მიხო ათხოვებს შვილს მანქანას. მიტოც წავა და დააყენებს ხის ძირში მანქანას. დაიწყო ქორწილი, გახურდა... დილით გაგლეჯილი მთვრალი დაბრუნდა სახლში. მანქანა სულ ჩიტების დასკლინტულებით იყო დასვრილი. მიხომ ნახა მანქანა და დოინჯშემოყრილი დაადგა თავზე მძინარე შვილს:
– სად იყავი, ჯო?
– ხომ გითხარი, მამი, ქორწილში.
– ეგ კი ვიცი, მაგრამ, მანქანა ისეთი დასკლინტულია, მგონი, ჩხიკვთა ქორწილში იყავი, შე შობელძაღლო!
***
კაცი შედის მაღაზიაში და კითხულობს:
– რა ღირს კარაქი?
– კილოგრამი 18 ლარი!
– რა ამბავია 18 ლარი? მაგ ფასად გიტარას ვიყიდი!
– მერე გადაუსვამ პურზე?!

ვლად არამოვის ანეკდოტები
ცოლ-ქმარს ისეთი სექსი ჰქონდათ, ბავშვი გაოგნებული დაიბადა.
***
ედიკას ეკითხებიან:
– რატომ სვამ ღვინოს სამმეტრიანი საწრუპელათი?
– ექიმმა თქო, ალკოჰოლისგან თავი შორს დაიჭირეო.
***
მიხო ბოსტანშია ჩასული და იმდენი პომიდორი მოკრიფა, აღარ ეტევა კალათში. მაროს გასძახებს:
– დედაკაცო! თასი წამაიღე!
მარო აივნიდან გასძახებს ქმარს:
– რომელი, მიხო?
– რომელი და, ფიგურულ სრიალში რომ აიღე, შენი დედა კი ვატირე მე!
***
ქუთაისში სუფრაა გაშლილი და თამადა ამბობს სადღეგრძელოს:
– დავითი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, პატარა კახი..
ამ დროს, ვიღაცამ დააცემინა და გვერდით მჯდომმა, მხარზე ხელი დაარტყა, იმათ მოსვლამდე არაფერი გეტკნოსო. თამადა ამოხტა ფეხსაცმლიდან:
– ისინი მოვიდნენ და ერთი ამის დედაც არ ვატირეო.
***
დიდუბიდან მეტროს ვაგონი დაიძრა თუ არა, სვანი ფეხზე წამოხტა და შარვლის ტოტები აიკეცა. გვერდით მჯდომმა ჰკითხა, რას შვებიო. სვანმა მშვიდად მიუგო:
– ვერ გაიგე, გამოაცხადეს, შემდეგი სადგური „ღრმაღელეო”.
***
 სვანმა იმდენჯერ შეიყვანა კომპიუტერში არასწორი პაროლი, რომ ბოლოს კომპიუტერი დანებდა.
***
 გურული ბებო ეუბნება მეზობლის ბიჭს:
– ნენა, მობილურით დამალაპარაკე.
– არ მაქვს ბებია სალაპარაკო.
– მეიტანე ნენა აგერ მაი ტელეფონი, შენ თუ არ გაქვს, მე მაქვს სალაპარაკო!
***
პარიკმახერი პარსავს გურულს. უცებ სახე გაეჭრა, მოხევს ქაღალდს და მიაკრავს. გააგრძელებს პარსვას და ისევ გაუჭრის სახეს. ისევ მოხევს ქაღალდს და მიაკრავს. ცოტა ხანში ისევ გაუჭრის და ქაღალდს მიაწებებს. გადაირია გურული:
– რას შობი, შენ ძამა, მპარსავ თუ მაშპალიერებ?

მერაბ გეგეჭკორის ანეკდოტები
„ნიკუშამ გამოცდაზე პირჯვრის მეტი ვერაფრი გადაიწერა.“
***
დაქალი შესჩივის დაქალს:
– გოგო, მოკლედ, არ ვიცი გავთხოვდე თუ არა. არადა, დაჩოქილები მეხვეწებიან...
– ვინ?
– ჩემი მშობლები.
***
გურულს წნევამ აუწია და ექიმთან მივიდა.
– სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვარჩენთ წნევას.
– ინფარქტს?
– ვერც ინფარქტს.
– კიბოს?
– უი, მაგას საერთოდ.
– გადამრევთ მე, თქვენ! აბა, ეკალს მეც ქე ვიღებ თითიდან!

скачать dle 11.3