კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

აინშტაინი: არ ვიცი, რომელ იარაღს გამოიყენებენ ადამიანები მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ მეოთხეში ნამდვილად ქვებითა და ჯოხებით იბრძოლებენ.
ემერსონი: თუ შენ არ შეგიძლია იმ გარემოების შეცვლა, რომელიც ასე გაღიზიანებს, შეცვალე შენი დამოკიდებულება მის მიმართ.
პასკალი: შენ შენი აზრი უნდა გქონდეს, შენი ფარული აზრი და ყველაფერს მის მიხედვით უნდა აფასებდე; მაგრამ აშკარად მხოლოდ ისე უნდა მსჯელობდე, როგორც მსჯელობს ყველა, როგორც მსჯელობს ბრბო, როგორც მსჯელობს ხალხი.
ბელინსკი: განათლება მხოლოდ ავითარებს ზნეობრივ ძალებს, მაგრამ არ იძლევა მათ.
ციცერონი: ყველა ხელოვნება ჭეშმარიტების გამოკვლევებისგან შედგება.
ლაროშფუკო: ჩვენ ადვილად ვივიწყებთ ჩვენს შეცდომებს, თუ მათ შესახებ ჩვენ გარდა არავინ იცის.
საადი: არ არსებობს მტკიცე ხასიათის ადამიანი, რომელსაც დესპოტის გამასხარავების სურვილი არ მოსვლოდეს.
ბეკონი: ბუნებაზე მაშინ იმარჯვებენ, თუ მის კანონებს ემორჩილებიან.
სოკრატე: საჭმლის საუკეთესო საკაზმი შიმშილია.
ჯონსონი: სოფლის მეურნეობა ქვეყანას აძლევს არა მხოლოდ დოვლათს, არამედ ერთადერთ დოვლათს, რომელსაც მან „საკუთარი” შეიძლება უწოდოს.
ოთარ ჭილაძე: გაცილებით იოლია, გმირად გაასაღო თავი, ვიდრე შენი უდანაშაულობა დაამტკიცო.
გურამიშვილი: ბრძენის ურიგო ქცევითა, ბაძით წახდების ერიო.
ბუასტი: როცა ერთი პარტია ბატონობს, მაშინ ვნებები მართავენ.
ვოლტერი: სისტემები გონებას აწესრიგებენ, რწმენა კი მას ანათებს და მიმართულებას აძლევს.
კვინტილიანე: ვინც წერს, ის ორჯერ კითხულობს.
ლაბრიუერი: მოსალოდნელი უბედურებები აქციო სიხარულად, ნიშნავს, შეგეძლოს ცხოვრება.
ლობერგერი: მატერიალისტის იდეალს ჰქვია მიზანი, იდეალისტის მატერიალიზმს – საშუალება.
დრაიზერი: მიზანი უნდა იყოს ბედნიერება; უამისოდ ცეცხლის ალი არ იქნება საკმაოდ ნათელი, მამოძრავებელი ძალა – საკმაოდ ძლიერი და წარმატება – საკმაოდ სრული.
დეკურსელი: სიამაყე მოლიპული დაღმართია, რომლის ბოლოში გველოდება ქედმაღლობა და პატივმოყვარეობა.
დიუბუა: ბრძენკაცს უვიცი ბრბოსგან მხოლოდ ერთი განასხვავებს: თუ რამ არ გაეგება, იმას არასდროს აძაგებს.
ვოვენარგი: ქალი გაწბილდებოდა, რომ ბუნებას ისეთი შეექმნა, როგორსაც მოდა ქმნის.

скачать dle 11.3