კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ძარცვავდა ქართველი ქურდი გოგონა მდიდარი მოქალაქეების ბინებს და როგორ გაიქცა ის „ბუტირკის“ ციხიდან

გაქცევა
წყვილმა ბოლო საკონტროლო-გამშვები საგუშაგო გაიარა. მორიგემ წითელ ღილაკს თითი დააჭირა და „ბუტირკის“ ციხის დაჯავშნილი კარი გაიღო. ქალ-ვაჟი ქუჩაში გავიდა. მათ ორასიოდე მეტრი ფეხით გაიარეს, შემდეგ კი გასტრონომის კუთხეში მდგარ „მოსკვიჩში“ ჩასხდნენ და ქალაქის ცენტრისკენ აიღეს გეზი. მანქანა კურსკის რკინიგზის სადგურიდან ნახევარ კილომეტრში მიატოვეს. გზა ფეხით განაგრძეს და თბილისისკენ მიმავალი მატარებლის ორადგილიან კუპეში ავიდნენ.
– გამოგვივიდა, – თქვა ქალმა. ყბიდან სახვევი მოიხსნა და თავის მეწყვილე ვაჟს გადაეხვია, რომელმაც ქალს მიუგო:
– კი, გამოგვივიდა, ლენკა. შენმა გეგმამ გაამართლა. ახლა მთავარია, არ „დავიწვათ“ და ბოლომდე შევასრულოთ ჩვენი ჩანაფიქრი.
– შევასრულებთ, გენა. მხოლოდ დამიჯერე და ყველაფერი რიგზე იქნება. ახლა კი, მომაწევინე, – მიუგო ქალმა და სიგარეტი გააბოლა.
28 წლის ელენე კორძაია, იგივე ლენკა ქურდობისთვის ორჯერ იყო ნასამართლევი. პირველად ის 19 წლის ასაკში დააპატიმრეს და პირობითად ერთ წელიწადში გაათავისუფლეს. მეორედ რომ მოხვდა ციხეში, მას უკვე 8 წელი მიუსაჯეს მსხვილი და მრავალჯერადი ქურდობისთვის. ლენკა ცნობილი ქურდი-რეციდივისტის, ბადრი კორძაიას და იყო და ძმასთან ერთად, წყვილში მუშაობდა. და-ძმა 1973 წელს, მოსკოვში, ერთ-ერთი მსხვილი პარტიული ფუნქციონერის ბინის გაძარცვისთვის აიყვანეს და გაასამართლეს. ბადრი ციხეში გარდაიცვალა. ელენე კი „ბუტირკის“ ციხეში, ქალთა კორპუსში, ეგრეთ წოდებულ „კოშკინ დომში“ (კატის სახლი)  მოათავსეს. წელიწად-ნახევრის შემდეგ, 1975 წლის 19 აპრილს მან გაქცევა მოახერხა, რაშიც მას ციხის მორიგე კონტროლიორი, უმცროსი ლეიტენანტი, 24 წლის გენადი პეტროვი დაეხმარა. ლენკამ თავისზე ოთხი წლით უმცროს პეტროვს თავი შეაყვარა. გაქცევის გეგმა შეადგინა და წყვილმა საღამოს 10 საათზე დატოვა ციხე. ელენეს გაკოჭილი ბადრაგი ქალის უნიფორმა ეცვა. ყბა კი იმიტომ აიხვია, რომ ვერ ეცნოთ. მეორე დღეს, 1975 წლის 20 აპრილს გაქცეულებზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.
მოუხელთებელი ტანდემი
ლენკა კვალიფიციური ქურდი იყო. მას ეს ხელობა ძმამ ასწავლა და ნებისმიერი საკეტის გახსნა შეეძლო. გარდა ამისა, ელენე კორძაიას მსახიობობისა და გარდასახვის ფენომენალური ნიჭი ჰქონდა და ისე იცვლიდა გარეგნობას, მშობელი დედაც კი ვერ იცნობდა. ლენკა ნაკითხი და საზრიანი გახლდათ, მშვენიერი აღნაგობაც ჰქონდა და მოხიბვლისა და დარწმუნების საოცარი უნარით ნებისმიერ ადამიანთან ნებისმიერ თემაზე შეეძლო საუბარი. წყვილი მთელი საბჭოეთის მასშტაბით მოგზაურობდა და მდიდართა ბინებს ქურდავდა. მანამდე კი ლენკა ჯერ მომავალ მსხვერპლს არჩევდა და ეცნობოდა. შემდეგ მსუბუქ რომანს აბამდა მასთან და როდესაც შეყვარებული მსხვერპლი რომანტიკული ვახშმისთვის რესტორანში დაპატიჟებდა ქალს, ლენკა შუა ვახშმის დროს დასაძინებელ საშუალებას უყრიდა სასმელში, შემდეგ კი „ტუალეტში გადიოდა“. სინამდვილეში, გენკასთან ერთად, ცარიელ „ბაითში“ მიდიოდა და ისინი პირწმინდად „ასუფთავებდნენ“ ბინას... ქურდები მხოლოდ ფულს, ძვირფასეულობას და მცირე ზომის ანტიკვარულ ნივთებს იღებდნენ. 1975-1976 წლებში მოუხელთებელმა ტანდემმა 11 თვის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის 9 ქალაქში ჩაიდინა ქურდობა და მილიონ 100 ათასი მანეთი იშოვეს, რაც იმ დროისთვის ასტრონომიული თანხა იყო.
ეჭვიანი ცოლი
1976 წლის დეკემბერში, მოუხელთებელი წყვილი თბილისში ჩამოვიდა. ლენკას, რა თქმა უნდა, გარეგნობა ჰქონდა შეცვლილი, ისევე, როგორც გენკასაც და წყვილი საბურთალოზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სამოთახიან ბინაში ქირით დაბინავდა.
ელენე ჩვეულ „ნადირობას“ შეუდგა და რესტორან „არაგვში“ 41 წლის ანზორ ბაზღაძე „წამოაგო ჩანგალზე“, რომელიც „ცეხავიკი“ და ფულიანი კაცი აღმოჩნდა. ანზორმა „რუსი ნაშა“ სამი დღე რესტორან-რესტორან ატარა, მეოთხე დღეს კი უთხრა:
– ხვალ ჩემი ცოლი ლენინგრადში მიემგზავრება. ბინა ცარიელდება და ჩემთან გეპატიჟებიო.
– ჯერ რომანტიკულად ვივახშმოთ, შემდეგ კი შენთან წავიდეთ და ფანტასტიკური სასიყვარულო ღამე გავატაროთ, – მიუგო ანზორს უზადო რუსულით მოლაპარაკე ლენკამ.
მეორე დღეს წყვილი რუსთაველის გამზირზე შეხვდა ერთმანეთს.
– ცოლი გავაცილე და აეროპორტიდან მოვდივარ, – ახარა ბაზღაძემ ლენკას, – წავედით რესტორან „თბილისში,“ ცალკე კუპე მაქვს შეკვეთილი და საუცხოო ვახშამი გველოდება.
საღამოს 6 საათი სრულდებოდა, წყვილი რომ კუპეში განმარტოვდა. ერთი საათის შემდეგ, ანზორი ღვინოში ჩაყრილმა დასაძინებელმა მიაძინა, ლენკა კი „ტუალეტში გავიდა“...
– აბა, ჩქარა, ვაკეში წავიდეთ. იმ „ღორს“ უკვე სძინავს და ვგრძნობ, დიდი „კუში“ გველოდება, – უთხრა ლენკამ გენკას, რომელმაც ტაქსი გააჩერა და ქურდები საქმეზე წავიდნენ.
მძარცველთა ტანდემი ახლადაშენებული ერთ-ერთი ფეშენებელური კორპუსის ბინაში შევიდა და ჩვეულ საქმიანობას შეუდგა. ბინიდან დიდი „კუშით“ აპირებდნენ გამოსვლას, როდესაც ისინი მილიციის სამმართველოს ოპერჯგუფმა ფაქტზე აიყვანა.
საქმე კი ის იყო, რომ ვითომდა ლენინგრადში გაფრენილი „ცეხავიკის“ ცოლი, სინამდვილეში, თბილისში დარჩა და რადგან ეჭვობდა, რომ ქმარს საყვარელი ჰყავდა, თვალთვალი დაუწყო. როდესაც რესტორანში ჩაძინებული ქმარი ნახა, ყველაფერს მიხვდა. მილიციას დაუკავშირდა და ოპერების გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათი პატიმრები საკავშირო ძებნილები აღმოჩნდნენ.
ქურდები გაასამართლეს და გენადი პეტროვს 10 წელი მიუსაჯეს. ლენკა კი ფეხმძიმედ იყო და მიუხედავად იმისა, რომ 12-წლიანი პატომრობა მიუსაჯეს, ციხეში არ ჩაუსვამთ. შემდეგ მან საქმე ჩააწყო და ციხეს საერთოდ გადაურჩა. გენკამ ბოლომდე მოიხადა სასჯელი. ლენკა მას დაელოდა და წყვილი 10 წლის შემდეგ დაქორწინდა.

скачать dle 11.3