კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხაჭოს დიეტა

ეცადეთ, შეარჩიოთ ისეთი დიეტა, რომელიც არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამებისგან გაგათავისუფლებთ, არამედ მოგიწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ამ თვალსაზრისით იდეალურია უცხიმო, მშრალი ხაჭოს დიეტა, რომელიც უნდა დაიცვათ 5-7 დღის განმავლობაში და დღეში უნდა მიირთვათ 300-400 გრამი ხაჭო, რომელიც დამზადებული უნდა იყოს ახალი რძისგან, კონსერვანტებისა და სტაბილიზატორების გარეშე. ხაჭო გაყავით 5-6 თანაბარ ნაწილად და დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მონაკვეთში მიირთვით თანაბარი შუალედებით; ამ შუალედებში კი (თუ გაგიჭირდათ, იმ შემთხვევაში) შეგიძლიათ, მიირთვათ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული.
ხაჭოში შემავალი ამინომჟავები არეგულირებს ცხიმების ცვლას, კალციუმი კი არა მხოლოდ ხელს უწყობს ცხიმების ცვლას, არამედ ცხიმებს სხვა პროდუქტებთან აკავშირებს, რითაც ხელს უშლის მათ შეწოვას.
როგორც ავსტრალიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რძის პროდუქტები, განსაკუთრებით კი ხაჭო, ხანგრძლივი დანაყრების შეგრძნებას უზრუნველყოფს, ეს კი ხელს უწყობს მადის ნორმალიზებას და საშუალებას გვაძლევს, დღეში 50 კილოკალორიით შევამციროთ კვების რაციონი.
გიყვართ ღამით ჭამა და ვერ იკავებთ თავს სასუსნავებისგან? მიირთვით უცხიმო, მშრალი ხაჭო – ეს სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი ჩაგიცხრობთ მადას და თუნდაც უშუალოდ ძილის წინ მიირთვათ, კუჭს არ დაგიმძიმებთ. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ნივთიერება კაზეინი, რომლითაც განსაკუთრებით მდიდარია ეს პროდუქტი. ამ ნივთიერების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის სხვა ცილებზე გაცილებით უფრო გვიან აითვისება ორგანიზმის მიერ. სწორედ ამის გამო, ხაჭო მოგცემთ დანაყრების შეგრძნებას, ოღონდ ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგება სხეულს, ანუ წონაში არ მოიმატებთ.

скачать dle 11.3