კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით გააოცა და აღაფრთოვანა ლავრენტი ბერიამ ადოლფ ჰიტლერი

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო პერიოდში ლავრენტი ბერიაზე ბევრად უფრო ობიექტური ინფორმაცია ვრცელდება და მითი მისი მონსტრობის შესახებ იმსხვრევა, მთელი რიგი მკვლევრები ამას არასაკმარისად მიიჩნევენ. პროფესორი ივანე ლავროვი წერს: „ლავრენტი ბერია, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში, დიდ ლტოლვას იჩენდა სწავლა-განათლებისადმი და უმაღლეს სახელმწიფო პოსტებზე ყოფნის დროსაც (მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც კი) ახალ-ახალ დისციპლინებს ითვისებდა. ასე ისწავლა მან გერმანული, ინგლისური, ესპანური და სპარსული ენები. გათვითცნობიერდა მრავალ ტექნიკურ დისციპლინაში. რაც შეეხება მათემატიკას მართლაც ფენომენალური ნიჭი ჰქონდა. შეეძლო ზეპირად, სულ რამდენიმე წამში, უშეცდომოდ გადაემრავლებინა მრავალნიშნა რიცხვები... ერთი სიტყვით, ბერია ფენომენი იყო და მისი ეს უნარი ძალაუფლების მოპოვებაშიც დაეხმარა და მის შენარჩუნება-გაფართოებაშიც. მარტო ის რად ღირს, რომ ბერიამ ზეპირად, გერმანულ ენაზე იცოდა გოეთეს „ფაუსტი“ და ამით ფაშისტური გერმანიის ხელმძღვანელობაც გააოცა.
1939 წლის დასაწყისში ლავრენტი ბერია ბერლინში არაოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და თავის კოლეგას, ფაშისტური უშიშროების შეფს, ჰენრიხ ჰიმლერს შეხვდა. მათი პირველი შეხვედრა ბერლინში პრინც ალბრეხტშტრასეზე მდებარე უშიშროების შენობაში, ჰიმლერის კაბინეტში გაიმართა. ამ შეხვედრაზე ბერიას თან ახლდა გერმანიაში საბჭოთა კავშირის ელჩი – დეკანოზოვი. დეკანოზოვი ადრე ბერიას მოადგილე იყო „ჩეკაში“ და გერმანიაში ელჩობას საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტობასაც უთავსებდა. სტრატეგიულ ინფორმაციებს ის პირადად ბერიას გადასცემდა. დეკანოზოვი თავის დღიურებში წერს: „ჰიტლერის კაბინეტში მრავალჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ჰიმლერთან პირველი აუდიენცია იყო. უპირველესად, მისი კაბინეტის ზომამ გამაოცა. უზარმაზარი ოთახი მდიდრული და ოკულტური ნივთებით იყო სავსე. როგორც ცნობილია, ჰიმლერს მისტიკა იტაცებდა. რაიხსფიურერს მხოლოდ ქერათმიანი თარჯიმანი გოგონა ახლდა თან, რომელიც თანაბრად კარგად ფლობდა რუსულ და გერმანელ ენებს. შეხვედრა ორი საათი გაგრძელდა და დასაწყისში ძალიან თავშეკავებულად მიმდინარეობდა. შემდეგ უფრო თავისუფალი ხასიათი მიიღო და როდესაც ხელოვნებას შეეხნენ, ჰიმლერმა რამდენიმე ციტატა მოიყვანა „ფაუსტიდან“. გოგონამ თარგმნა დაიწყო. ბერიას გაეცინა. მან გოგონა შეაჩერა და ჩემთვისაც კი მოულოდნელად, სუფთა გერმანულით გაიმეორა ციტატები. შემდეგ „ფაუსტიდან“ საკმაოდ დიდი მონაკვეთი წაიკითხა ზეპირად და ბოლოს გაოცებულ ჰიმლერს უაქცენტოდ, გერმანულ ენაზე უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, ჰერ ჰენრიხ, მაგრამ ჩვენი შეხვედრის დასაწყისში იმიტომ არ გავამჟღავნე გერმანულის ცოდნა, რომ ბოლომდე დავმტკბარიყავი თქვენი უმშვენიერესი, ნამდვილი არიული გარეგნობის თარჯიმანი გოგონას სილამაზით.
ბერიას უზადო გერმანულმა, ციტატებმა „ფაუსტიდან“ და არიული სილამაზის შექებამ, ისე მოხიბლა ცივი ჰიმლერი, რომ ბერიას გაუღიმა და მეგობრულად მხარზეც მოუთათუნა ხელი. შემდეგ საწერი მაგიდის სავარძლის თავზე დაკიდებული უზარმაზალი ხმალი ჩამოხსნა, ბერიას გაუწოდა და უთხრა:
– ბატონო ბერია, ეს მეფე არტურის ხმლის ზუსტი ასლია, რომელიც საუკეთესო გერმანელმა მჭედლებმა დაამზადეს. თქვენ ნამდვილი რაინდი ხართ და ღირსეულად იმსახურებთ მას. გთხოვთ, ჩემგან საჩუქრად მიიღოთ.
ბერიამ ჰიმლერს ხმალი გამოართვა და უთხრა:
– გმადლობთ, ჰერ ჰენრიხ. ნამდვილად არ მოველოდი თქვენგან ასეთ ძვირფას საჩუქარს და გპირდებით, რომ ვალში არ დაგრჩებით.
შეხვედრის შემდეგ ჰიმლერმა ბერია მანქანამდე მიაცილა და გულთბილად გამოემშვიდობა. ის ღამე ლავრენტი პავლოვიჩმა ჩვენს საელჩოში გაატარა და ერთი საგანგებო დავალება მომცა. მის განხორციელებას დაუყოვნებლივ შევუდექი და პირდაპირ თბილისში დავრეკე.
მეორე დღეს ლავრენტი ბერია რაიხსკანცელარიაში იყო მიწვეული, სპეციალურად საბჭოთა კავშირის პატივსაცემად გამართულ საღამოზე. ამ წვეულებას მთელი ფაშისტური ხელმძღვანელობა ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერი თითქმის არასდროს ესწრებოდა მსგავს საღამოებს, ყველას გასაოცრად, მოვიდა და  თან ევა ბრაუნიც იახლა.
ბერიას პირადად ჰიმლერმა გაუარა საელჩოში და ისინი ერთად გაემგზავრნენ რაიხსკანცელარიაში. მას მერე კი, რაც ლავრენტი პავლოვიჩს ჰიმლერმა ყველა ფაშისტი მაღალჩინოსანი გააცნო, ჰიტლერიც გამოჩნდა. ჰიმლერმა ბერია ჰიტლერთან მიიყვანა და უთხრა:
– ჩემო ფიურერო, გაიცანით, ეს ლავრენტი ბერიაა.
ის-ის იყო ჰიტლერს ბერიასთვის ხელი უნდა გაეწოდებინა, რომ ლავრენტი პავლოვიჩი მოღიმარ ევა ბრაუნს ხელზე ეამბორა და თან უთხრა:
– მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, ფრაუ ბრაუნ. თქვენს თაყვანისმცემლად და მეგობრად მიგულეთ.
ბრაუნს რომ გაეცნო, ამის შემდეგ ბერიამ ჰიტლერს გაუწოდა ხელი და უთხრა:
– მოხარული ვარ დიდი გერმანიის დიადი ფიურერის გაცნობით და მაოცებს ის განსაკუთრებული პატივი, რასაც ჩვენი ქვეყნისადმი ამ შეხვედრით იჩენთ.
– მეც მოხარული ვარ, რომ გაგიცანით და ასევე, მაოცებს თქვენი უზადო გერმანული. როგორც ჩემმა მეგობარმა და თქვენმა კოლეგამ მიამბო, გააკვირვეთ გოეთეს „ფაუსტის“ ბრწყინვალე ცოდნით, – მიუგო ჰიტლერმა ბერიას.
საღამოს რვა საათზე დაწყებული წვეულება შუაღამემდე გაგრძელდა და ჰიტლერი ბოლომდე დაესწრო, რაც წარმოუდგენელი იყო და ყველა გააოცა. პირადად ჰიტლერის თხოვნით, ბერიამ უამრავი სტუმრის წინაშე „ფაუსტის” მონოლოგი წარმოსთქვა და მხურვალე ტაშიც დაიმსახურა. შემდეგ ლავრენტი პავლოვიჩმა და ევა ბრაუნმა უზარმაზარ თეთრ როიალზე ოთხ ხელში ერთად შეასრულეს ვაგნერის მარშის ცნობილი მონაკვეთი, რამაც თვით ჰიტლერიც კი ისე მოხიბლა, საკმაოდ დიდხანს უკრავდა ტაშს... თუმცა, საღამოს კულმინაცია სულ სხვა მომენტი იყო. უკვე შუაღამე სრულდებოდა და წვეულება დასასრულს უახლოვდებოდა, რომ უზარმაზარ დარბაზში საბჭოთა საელჩოს ორმა თანამშრომელმა თეთრი ყუთი შამოიტანეს და პირდაპირ იატაკზე დადგეს ცენტრში. ბერია ყუთთან მივიდა და გაახსნევინა. იქიდან კი ბრწყინვალედ ნაჭედი ქართული ხმალი და ფარი ამოიღო. ჰიმლერს მიუახლოვდა, გაუწოდა და უთხრა:
– ჰერ ჰენრიხ, როგორც გუშინ შეგპირდით, ვალში არ დაგრჩით და ჩემგან საჩუქრად მიიღეთ ქართველი რაინდი მეომრის ხმალი და ფარი, რომლის მჭედელიც უცნობია, რადგან ძალიან ძველია. ამით ჩადენილი გმირობები კი ისტორიაში წერიაო.
ამ მომენტმა მთელი დარბაზის ტაში დაიმსახურა, მათ შორის, ფიურერისაც. ხმალი და ფარი კი პირდაპირ თბილისიდან გამოვაგზავნინეთ ბერლინში სახელმწიფო მუზეუმის საცავებიდან, სადაც საგანგებოდ შეარჩიეს ეს საბრძოლო ნივთები“.

скачать dle 11.3