კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ახტაჯანა, სამხედრო გოგონა ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში

„...ზოგჯერ დავფიქრდები ხოლმე: ჩიტი ბდღვნად არ ღირს, რად მინდა ეს ყველაფერი-მეთქი; რატომ არ შემიძლია, ვიყო ჩემი ბედის პატრონი? განა სატურნირო წარამტება ღირს გადატანილი სიძნელეებისა და განცდების ფასად? შემდეგ დგება ტურნირის დამთავრების დღე, ვხედავ გულშემატკივართა გაბრწყინებულ თვალებს, ხელს მართმევენ, ჩემით ამაყობენ და, აი, მაშინ ვფიქრობ: არა, ამაოდ არ მწყურებია გამარჯვება; ამაოდ არ ვამბობ უარს საკუთარი თავის მრავალ სიამოვნებაზე...” – წერს ნონა გაფრინდაშვილი თავის დღიურებში, რომელსაც  „არსი ჩემი ცხოვრებისა“ ჰქვია. ვფიქრობ, ყველას დაგაინტერესებთ უკვე ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონი ქალბატონის ცხოვრება. მასში ის ეპიზოდებია გადმოცემული, რომლებსაც ასე ვერსად წაიკითხავთ და მოისმენთ.
ფსიქოთერაპიის წესით ეს სასარგებლოა
„ზოგჯერ დავფიქრდები ხოლმე, რა არის ჩემთვის ჭადრაკი: გატაცება, თავდავიწყება თუ, როგორც ახლა ამბობენ – ჰობი? ჭადრაკში ინტენსიური მეცადინეობის ათეული წლების მანძილზე გავიგე, რომ  მისგან ბევრი რამით ვარ დავალებული – ხასიათის ზოგიერთი თვისებით, სპორტული და შემოქმედებითი სიხარულით, წარმატებით, საზოგადოებრივი მდგომარეობით, იმის შესაძლებლობით, რომ მეხილა მსოფლიო... ვიცი, რომ სიტყვა „მოვალეობა“ რაღაც არასასიამოვნოს შეიცავს. მოვალე ხარ – მაშასადამე, იძულებული ხარ და რაღაცას მთლად შენი სურვილით არ აკეთებ. რას ვიზამ, ჩემი, როგორც ცოლის, დედისა და ოჯახის დიასახლისის მდგომარეობა ზოგჯერ წინააღმდეგობაში, ზოგჯერ კი კონფლიქტში ვარდება ჭადრაკით გატაცებასთან. უნდა გამოგიტყდეთ, ზოგჯერ დამზარებია კიდეც ჭადრაკის მაგიდასთან დაჯდომა... მოწყენის ასეთი შემოტევები, გულგრილობა ჭადრაკის მიმართ, სავსებით გასაგები და, ალბათ, კანონზომიერიც იყო, რომელიც მალე გამივლიდა. პირველ ყოვლისა, თავს ვაიძულებდი, დამეძლია ის...
...ბავშვობიდან მიყვარდა სპორტი, ბრძოლა, პაექრობა, მოწინააღმდეგის დამარცხება. რა თქმა უნდა, გამარჯვება ყველას უყვარს, მაგრამ ჩემი ტიპის ადამიანებს ლტოლვა გამარჯვებისაკენ მთლიანად მოიცავს... ვეპაექრებოდი ბიჭებს – ჩემს ძმებსა და მეზობლების ბავშვებს. ახლაც კი მეწვის ხელისგულები, როცა ვიხსენებ, კარში მდგარი შვიდი წლის გოგონა როგორ ვიგერიებდი თერთმეტმეტრიან საჯარიმო დარტყმებს... მიყვარს მეტოქეობა ძლიერ სქესთან... (გამოგიტყდებით და, განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს დამარცხება „ამაყი“ მამაკაცებისა, რომლებსაც ძალიან უმძიმთ ამის აღიარება). უნდა გამოგიტყდეთ ერთ პატარა ეშმაკობაში: თამაში მამაკაცთა ძლიერ ტურნირში არაწამგებიანი ლატარიაა... მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ვილჰელმ სტეინიცი თავის ბიოგრაფს ეუბნებოდა: „ჭადრაკი სუსტი ნებისყოფის ადამიანებისთვის არ არის. ჭადრაკი მთლიანად მოითხოვს ადამიანს“... მიხეილ ბოტვინიკმა გროსმაისტერ სალო ფლორთან საუბარში აღიარა, რომ მატჩს მსოფლიო პირველობისათვის მიაქვს ერთი წლის სიცოცხლე... მოჭადრაკეებს შორისაც არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ  მოთმინებით ჯდომა მაგიდასთან მთელი ხუთი საათი. ასეთი იყო მე მგონი ბავშვობიდან, მაგალითად, ნანა ალექსანდრია. მე თვითონ არ მიყვარს ერთი წუთითაც თამაშას მოწყვეტა და გულის გადაყოლება, თუმცა ვიცი, რომ თავისებური ფსიქოთერაპიის წესით ეს სასარგებლოა... რამდენი შესანიშნავი პარტია, საჭადრაკო ხელოვნების ჭეშმარიტი შედევრი დაიღუპა მხოლოდ იმის გამო, რომ დიდოსტატს არ ეყო ნებისყოფა, ლოგიკურად დაესრულებინა თავისი იდეა. რას იზამ, ვერავის დააბრალებ გარდა საკუთარი თავისა... ცაიტნოტის წყალობით, ერთხელ იშვიათი სანახაობა ვიხილე – როგორ დაუდგა კაცს თმები ყალყზე...
ეი, ბიჭო, გადაიხადე ჩემი წაბლის ფული!
... მშობლიურ ზუგდიდში მეტისმეტი მორცხვობით არ გამოვირჩეოდი. ყაჩაღანა ვიყავი. სხვათა შორის, ჩემი ხასიათი რომ იცოდნენ, მშობლები ჩემთვის თოჯინებს არ ყიდულობდნენ. დედოფალებით არასდროს მითამაშია და არც ვითამაშებდი. პირველი თოჯინა გამიჩნდა მაშინ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი – ის მაჩუქეს ამხანაგებმა, უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტებმა... მახსოვს, ერთხელ, 13 წლის რომ ვიყავი, ბაზარში წავედი წაბლის საყიდლად... ამოვარჩიე წაბლი და ვთხოვე აეწონათ ერთი კილოგრამი. ჩავიყავი ჯიბეში ხელი, მაგრამ, სადღაა ფული! დავიწყე აქეთ-იქეთ ყურება და ჩემ გვერდით მდგომმა ქალმა თვალით მანიშნა ბიჭზე – ამან ამოგაცალაო. მე  მივვარდი მას ყვირილით „ეი, ბიჭო, გადაიხადე ჩემი წაბლის ფული“. მან უსიტყვოდ დამიბრუნა ფული. ერთხელ რაღაც ჩავიდინე და გავაჯავრე ჩვენი მეზობელი, გენო ჯიგუშია. მან გაბრაზებით დამიყვირა. ენის შებრუნება ვერ გავბედე – ჩვენში უფროს ადამიანებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ... მაინც ვნახე გამოსავალი – მკაცრად ვუთხარი: „იყვირე, იყვირე! შენ არ იცი, რა გამოვალ, როცა გავიზრდები!”
მამაკაცის ხასიათით
ტიხომიროვასთან ნათამაშები პარტია... მე უკვე გამომიმუშავდა სტილი, რომელსაც შემდგომ „მამაკაცური” უწოდეს – ძალიან დიდი სიმპათია მაქვს ჩემი სქესისადმი, მაგრამ ვამაყობ ამ დახასიათებით. მე მაშინ ძლიერი ტაქტიკოსი ვიყავი და, ამასთან ერთად, უკვე სტრატეგიასაც ვეუფლებოდი. წაგების არ მეშინოდა, საერთოდ არაფრის არ მეშინოდა – ნაკლებად მაწუხებდა შედეგი... სიამოვნებით ვამწვავებდი პოზიციას, სადაც ყველაფერი „ბეწვზე კიდია“ ორივე ფლანგზე; სადაც არა მარტო მოწინააღმდეგის, არამედ საკუთარ მეფესაც საშიშროება ემუქრება... ტიხომიროვა, რამდენადაც სწორად განვსჯი, განცვიფრებული იყო. ასეთ თამაშს ქალები, ყოველ შემთხვეაში მაშინ, ვერ უძლებდნენ – ეს იყო უჩვეულო, მკაცრი თამაში, რომლის სტილს ქალის ნერვები ვერ უძლებდა... აქ დავუშვი დამახასიათებელი შეცდომა: დავიწყე სწრაფად თამაში და, რა თქმა უნდა, გავაფუჭე პარტიის ბოლო ნაწილი... ეს პარტია ჩემი საყვარელი პარტია იყო...
 ჩვენი განშორება სევდიანი, მაგრამ მეგობრული იყო
 1970 წელს თბილისის ჭადრაკის კლუბში აღნიშნავდნენ შიშოვის დაბადების 60 წლისთავს. მე გაოცებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ ის, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, თურმე, არ ატარებს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდებას... მანამდე კი, დადგა მომენტი, როდესაც ორივემ ვიგრძენით, რომ ჩვენი შემოქმედებითი მეგობრობა თანდათან იწურებოდა: მე მჭირდებოდა მწვრთნელის დახმარება... მე გავიზარდე, გავხდი უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი; გამიფართოვდა ინტერესების არე; გამოჩნდა ის, რასაც „პირად ცხოვრებას” უწოდებენ. გარდა ამისა, თბილისში გადმოვიდნენ ჩემი ძმები – ისინი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდნენ და მე ახლა მათთან ვცხოვრობდი. ყველაფერი ეს დიდ დროს მართმევდა და, მაშასადამე, მწვრთნელის დახმარება განსაკუთრებით ეფექტური უნდა ყოფილიყო. ჩვენი განშორება სევდიანი, მაგრამ სავსებით მეგობრული იყო. ეს მოხდა 1965 წელს...  
ნონა, თემურის რაზმი და მეგობარი ბიჭების ულტიმატუმები
... როგორც ერთადერთ გოგონას, უფროსები განსაკუთრებული ყურადღებით მეპყრობოდნენ, მაგრამ ძმებს შორის არ შემეძლო, რაიმე პრივილეგიაზე პრეტენზია მქონოდა; უფრო მეტიც, ისინი მათამაშებდნენ იმ პირობით, თუ არავითარი დათმობის იმედი არ მექნებოდა. ჩემთვის ადვილი იყო ამ ულტიმატუმის შესრულება, იმიტომ, რომ თვითონ არ ვთხოულობდი შეწყალებას. მხოლოდ ერთხელ, როდესაც კარში ვიდექი და მოწინააღმდეგეს (ბიჭებს მეზობელი ეზოდან) თერთმეტმეტრიანი უნდა დაერტყათ, წამოიჭრა კარში ჩემი შეცვლის საკითხი, მაგრამ პროტესტი განვაცხადე... მხოლოდ ბიჭებთან ვთამაშობდი, მოთმინებით ვიცავდი ყველა წესს, თითქმის არასდროს ვტიროდი, მაგრამ, სამაგიეროდ, მეც არავის ვინდობდი. სახლში ყველა შეეჩვია ამას, მხოლოდ ბებია ქიონია ვერ ურიგდებოდა, რომ მე აბუჩად ვიგდებდი ჩემს თანატოლებს და ზოგჯერ ამიჯანყდებოდა ხოლმე – ეზოში არ მიშვებდა, მაგრამ, ხვეწნა-მუდარით რომ ვერას გავხდებოდი, დავუსხლტდებოდი ხელიდან და გავრბოდი ჩემს ძმებთან და მათ მეგობრებთან.
ჩემს ყველა ძმას ჭადრაკში პირველი თანრიგი აქვს. სწორედ ბიჭებთან თამაშში, რომლებისთვისაც ვცდილობდი, არაფერი დამეთმო, განვითარდა და განმტკიცდა ჩემში უდიდესი თავმოყვარეობა, ის ქალური სიამაყე, რომელიც მაიძულებს, ვითამაშო ვაჟთა ტურნირებში და განვიცადო განსაკუთრებული სიამოვნება „ძლიერი სქესის“ დამარცხებით... ეს სიამაყე ზოგჯერ როგორ მიშლიდა ხელს! მიშლიდა მაშინაც კი, როდესაც ვხვდებოდი აშკარად უძლიერეს მოჭადრაკეებს, რომელთა წინაშე თითქოს ცოდვა არ იყო ქედის მოხრა... ბავშვობაში სამხედრო თამაშებშიც ვმონაწილეობდი. ემზარმა ჩვენს ეზოში შექმნა „თემურის რაზმი,” რომელიც ძირითადად ჩემი ძმებისგან შედგებოდა... ის გეგმავდა მხოლოდ სამხედრო თამაშებს, რომლებშიც მე აუცილებელ მონაწილეობას ვიღებდი... ... ძალიან იშვიათად, ზოგჯერ თუ მითქვამს, რომ ვფლობ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. სირცხვილისგან ვიტანჯებოდი, შემეხსენებინა ადამიანებისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ვარ...“

скачать dle 11.3