კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა 23 წლის ჩიორა თაქთაქიშვილმა სახელმწიფო კარიერის დაწყება და რა შემოსავალს იღებს ანაბრებიდან მისი მეუღლე

საქართველოს აგერ უკვე მეორე ჯერზე პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი 1981 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო. მისი შრომითი გამოცდილება კი 2004 წელს პირდაპირ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაიწყო მრჩევლად, საიდანაც იმავე წელს განათლების სამინისტროში გადაინაცვლა, ასევე, მრჩევლად. თუმცა მალევე იმავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსიც გახდა (2008 წლამდე). 2008 წელს ხალხის რჩეულად აირჩიეს, რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. იგივე შედეგი 2012 წლის მოწვევის პარლამენტშიც გაიმეორა და, ბუნებრივია, დღემდე, პარლამენტის წევრია.
ქ-ნი თაქთაქიშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება, რომელიც მან 23 წლის ასაკში შეავსო, როგორც განათლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: ძმა, 1983 წელს დაბადებული დაჩი და დედ-მამა, 1946 წელს დაბადებული ქ-ნი ლალი გვასალია და 1942 წელს დაბადებული ბ-ნი დავითი. იმხანად ოჯახის ერთადერთი საკუთრება – საცხოვრებელი ბინა ქუთაისში ქ-ნი თაქთაქიშვილის მშობლების საკუთრება გახლდათ.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2004 წლის განმავლობაში ჩიორა თაქთაქიშვილმა, როგორც მრჩეველმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, საერთო ჯამში, 7 000-ლარზე მეტი აიღო; ლალი გვასალიამ, როგორც ენისა და კულტურის საზოგადოებრივი უნივერსიტეტის პროფესორმა, 2 200 ლარი; დავით თაქთაქიშვილმა, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგის მოადგილემ და დოცენტმა, 1 146 ლარი.
2005 წელს ჩიორა თაქთაქიშვილის შემოსავალმა 11 204 ლარი შეადგინა; დედამისის, როგორც ილიას სახელობის უნივერსიტეტის კათედრის დოცენტის – 3 174 ლარი; მამამისის, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის დოცენტის – 1 038 ლარი; ძმის, როგორც „ქორთიარდ მერიოტის“ პროგრამისტის ან პიანისტის (კალიგრაფია ცუდად იკითხება), 925 ლარი. 2006 წლის განმავლობაში ჩიორა თაქთაქიშვილმა იმავე პოზიციაზე 10 375 ლარი აიღო, ქ-ნმა ლალიმ – 4 110, ბ-ნმა დავითმა – 2 136, ხოლო ძმამ, დაჩიმ – 1 625 ლარი და  9 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტიც. 2007 წელს ჩიორა თაქთაქიშვილი უკვე მარტო ცხოვრობდა. ნაღდ ფულად 2 500 აშშ დოლარი ჰქონდა, როგორც იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, 30 466 ლარი აიღო, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კონსულტანტმა, 7 884 ლარი. 2008 წელს დაოჯახდა 1975 წელს დაბადებულ ილია ნიკოლაიშვილზე და უძრავი ქონება მხოლოდ მას ჰქონდა თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (წილის მეოთხედს ფლობდა მხოლოდ) და ჰყავდა ავტომანქანა „მერსედესი“. 2008 წელს ჩიორა თაქთაქიშვილმა, როგორც პარლამენტის წევრმა (ნახევარ წელში) 27 200 ლარი აიღო, როგორც იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, 11 731 ლარი, როგორც ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის კონსულტანტმა, 3 760 ლარი, როგორც თსუ-ის მიწვეულმა ლექტორმა, 240 ლარი; ილია ნიკოლაიშვილმა კი, როგორც „ლელოს“ კორესპონდენტმა, 7 630 ლარი, როგორც „რუსთავი 2-ის“ მთარგმნელმა, 21 795 ლარი. 2009 წელს ილია ნიკოლაიშვილს ნაღდ ფულად 4 000 დოლარი ჰქონდა. იმ წლის განმავლობაში ჩიორა თაქთაქიშვილმა, როგორც დეპუტატმა, 46 401 ლარი აიღო; მისმა ქმარმა იმავე პოზიციებზე – 3 600 და 16 891 ლარი. რაც შეეხება გასავლებს: ჩიორა თაქთაქიშვილმა ბინის ქირაში 4 200 ლარი გადაიხადა, ხოლო ილია ნიკოლაიშვილს 9 000-დოლარიანი სესხის მომსახურება 2 000 დოლარი დაუჯდა. 2010 წელს ჩიორა თაქთაქიშვილმა წლიურ ხელფასად 53 476 ლარი აიღო; ილია ნიკოლაიშვილმა – როგორც „რუსთავი 2-ის“ მთარგმნელმა, 15 034 და როგორც „ორიენტირის“ მთარგმნელმა, 4 978 ლარი. იმ წელს ჩიორა თაქთაქიშვილს ბინის ქირა ისევ 4 300 ლარი დაუჯდა. 2011 წელს მან, როგორც დეპუტატმა, 55 934 ლარი მიიღო; მისმა მეუღლემ, როგორც მთარგმნელმა, 17 152 და 3 271 ლარი. ასევე, ილია ნიკოლაიშვილს ვადიან ანაბარზე 24 114 აშშ დოლარი ერიცხებოდა, მეგობარ ანაბარზე – 2 964.  ბინის ქირაც კვლავაც 4 200 ლარი დაუჯდა დეპუტატს. 2012 წლის განმავლობაში ჩიორა თაქთაქიშვილის წლიურმა ხელფასმა 60 124 ლარი შეადგინა, მისმა ქმარმა კი მთარგმნელობით საქმიანობაში, ისევ იმ სამუშაო ადგილებზე, 33 500 ლარი აიღო ხოლო ანაბრებიდან – 1 300 დოლარი. ბინის ქირას კვლავ დეპუტატი იხდიდა – 4 200 ლარს. ბოლო დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება. აგლაძის ქუჩაზე უძრავი ქონების (ოჯახის წევრებთან საზიაროსი) მფლობელი კვლავ ილია ნიკოლაიშვილია და, ასევე, ჰყავს 2002 წლის, 7 800 დოლარად ღირებული ავტომანქანა „მერსედესი“ (CLK), ანაბარზეც მხოლოდ მას აქვს თანხა – 22 153 აშშ დოლარი. 2013 წლის განმავლობაში ჩიორა თაქთაქიშვილის სადეპუტატო ხელფასმა 62 191 ლარი შეადგინა, ბ-ნმა ნიკოლაიშვილმა, როგორც „რუსთავი 2-ის“ მთარგმნელმა 10 540 ლარი აიღო, „ორიენტირში“ – 131 ლარი, ანაბრის პროცენტად კი – 1 000 აშშ დოლარი. ჩიორა თაქთაქიშვილს თბილისში ბინის ქირაობა კვლავ 4 200 ლარი დაუჯდა.

скачать dle 11.3