კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული დემოკრატიით მოხიბლულები

თუ გამცუცურაკებლები?!

 გასულ კვირას ავსტრიამ ფრიად გაგვახარა, ვინაიდან უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეგვიყვანა. შესაბამისად, ავსტრიაში ამ ჩვენმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-ნმა ზალდასტანიშვილმაც განგვიმარტა, რომ ავსტრიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა მნიშვნელოვანია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დადებითად დასრულებისთვის (ჩვენც დაგვივანებია ჩამონათვალში ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა: ავსტრალია, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი და სხვები).
მოვიხმობ ციტატას: „ავსტრიას ამ სიაში შეჰყავს ისეთი ქვეყნები, რომლებშიც არ ხდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ასევე, ადგილი არ აქვს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და განხორციელებულია დემოკრატიული რეფორმები.“
ეს, როგორც მოგახსენეთ, ფრიად სასიხარულო ამბავია, თუმცა იმასაც ნიშნავს, რომ პოლიტიკური დევნილის სტატუსს, სახელდობრ, ავსტრიაში ჩვენი თანამოქალაქეები ვეღარ მიიღებენ, ვინაიდან, თუ ქვეყანა უსაფრთხოა, ვინ მამაძაღლი გაბედავს მოქალაქეთა დევნა-შევიწროებას?!
სხვათა შორის, იმ 16 თებერვალს, როდესაც ეს გადაწყვეტილება ამოქმედდა, უსაფრთხო ქვეყნების სიას, საქართველოს გარდა, ალჟირი, განა, მაროკო, მონღოლეთი და ტუნისიც დაემატნენ.
როგორც უნდა იყოს, მადლობის მეტი რა გვეთქმის, თუკი ამ ჩვენს მეგობარ ავსტრიას აგრერიგად მოსწონებია ჩვენი დემოკრატიული რეფორმები, მაგრამ საქმეს ისეთ პირი უჩანს, რომ ძაღლის თავი მაინც მიგრანტებით ისედაც გადაჭედილ ევროპაში საქართველოდან მიგრანტების მიღების შეზღუდვაშია დამარხული (ცხადია, განელების, ალჟირელების, მონღოლებისა და ტუნისელების „ძაღლის თავების” ჩათვლით). –

скачать dle 11.3