კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავდაფასებულები

სეპარატისტული ლოგიკა

 

სავარაუდოდ, რაკი საქართველოს უკვე აქვს კანონი ეგრეთ წოდებული ოკუპაციის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ქვეყნების ის მოქალაქეები, რომლებიც თბილისის ნებართვის გარეშე ეწვევიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, საქართველოს ტერიტორიაზე ვეღარ შემოვლენ და იმიტომაც, რომ აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან ამოვარდნილია (ცხინვალის რეგიონზე არაფერს ვამბობ, რადგან, თუ ფეხი არ აგიცდა, არ მგონია, ჯავაში ვიმნემ მოისურვოს გასეირნება), სოხუმმაც გამოყო ფეხი და გადაწყვიტა, რომ სავიზო რეჟიმი დაუწესოს აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, უკრაინისა და ბელორუსიის მოქალაქეებს, მოტივით: თუ ისინი არ აღიარებენ ჩვენს „დამოუკიდებლობას“ არც ჩვენ შევახებთ აფხაზეთის მიწას და არც მის ცას შევახედებთო.
აქვე შეგახსენებთ, რომ დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეებს ვიზებს აქამომდეც სთხოვდნენ. ამა წლის პირველი აპრილიდან კი ამ მძიმე ხვედრს ზემოჩამოთვლილნიც გაიზიარებენ, რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ვერ მოხვდებიან, ვინაიდან ვიზებს თანამედროვე მსოფლიოში საელჩოები გასცემენ, საელჩოები კი ჩვენებური სეპარატისტებისთვის ფრიად უცხო ხილია (აქვთ მხოლოდ რფ-ში და სოხუმს – ცხინვალში, ცხინვალს კი – სოხუმში. ამას გარდა, თითქოს დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებულ ვითომ რესპუბლიკებშიც იგეგმებოდა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ).
შესაბამისად, პირველი აპრილიდან აფხაზეთში თავისუფლად შესვლის უფლება ექნებათ მხოლოდ ამღიარებლებს, ანუ რუსეთის ფედერაციის, ვენესუელისა და ნიკარაგუის მოქალაქეებს (მაშ!); თეორიულად, ბელორუსებსაც, თუ რფ-ში აფხაზეთის „საელჩოს“ მიმართავენ. ამ გადაწყვეტილებას ენგურს გაღმა, ძირითადად, დადებითად აფასებენ, მოტივით: ფასი უნდა დავიდოთ და, თუ არ გვაღიარებენ, არც ჩვენ შემოვუშვათო (დაახევენ კალთებს!).
სოხუმის გადაწყვეტილება, იმას გარდა, რომ ღიმილის მომგვრელია, ფრიად ინფანტილურიცაა, რადგან, მაგალითად, ჩვენ საკუთარ ტყავზე გვიწვნევია 90-იანებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მიერ რუსეთისთვის ბოიკოტის გამოცხადება, თანაც, ჩვენი სეპარატისტები ჩვენზე შორს წასულან – მათ ბოიკოტი სრულიად სამყაროს გამოუცხადეს, რაც იოლი წარმოსადგენია, რა შედეგითაც დასრულდება. –

скачать dle 11.3