კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო ჩხუბობდა და არჩევდა საქმეებს ჯანეტ ქერდიყოშვილი და ვისთან ერთად იმყოფებოდა ის ვენის საოპერო მეჯლისზე

და-ძმას – ჯანეტ და ჯემიკო ქერდიყოშვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა მხლოდ ორი წელია. გარეგნული მსგავსების გარდა, ისინი ერთმანეთს ხასიათითაც ჰგვანან. მათი ერთად ნახვა კი მართლაც ძალიან სასიამოვნოა.
ჯეკო ქერდიყოშვილი: როგორც გაგვზარდეს მშობლებმა, ისე მესმის დაძმობაც – ძალიან ახლო, გახსნილი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს; ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია ვისაუბროთ ერთმანეთთან.
ჯანეტ ქერდიყოშვილი: დედაზე, მამაზე და ძმაზე ახლობელი ადამიანი არავინ მყავს, რა თქმა უნდა, მანამდე, სანამ ჩვენ ჩვენი ოჯახები გვეყოლება. ამჟამად ჯეკოზე ძვირფასი ადამიანი არ მყავს და ამიტომაც ვართ ასეთი შერწყმულები.
– ჯეკო, ალბათ, გიფიქრია იმაზე, ჯანეტი რომ გათხოვდება, ეყოლება მეუღლე...
ჯეკო: სიმართლე გითხრათ, ახლა ძალიანაც არ მინდა მისი ქმარი და შვილები. მიდი და გათხოვდი – ასე არ ვარ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. თუმცა რთულია იმ ემოციებზე საუბარი, რომლებიც ჯერ არ გამომიცდია. მაგრამ, როცა იქნება, აუცილებლად პოზიტიურად ვიქნები ამ ყველაფრისადმი განწყობილი.
_ ჯანეტ, შენ როგორი მული იქნები?
ჯანეტი: იმდენად მესაკუთრე და ეჭვიანი ვარ, ზოგჯერ რომ დავფიქრდები, სხვა ადამიანი უნდა შემოვიდეს ჩვენს ოჯახში, რომელიც დასავით უნდა მივიღო, ცოტა რთული მეჩვენება. როგორი მული ვიქნები, არ ვიცი, იმედია – კარგი. მთავარია, იმ გოგოში დავინახო ერთგულება, სისუფთავე. არ მიყვარს ცანცარა, ზედმეტად აქტიური და ძალიან კომუნიკაბელური  გოგონები. ალბათ, ვერც ავიტან ჯეკოს გვერდით ისეთ გოგოს, რომელიც სულ თავის ტალღაზე იქნება და, ალბათ, ასეთს არც შეარჩევს. ჩემზე ორი წლით უმცროსია, მაგრამ ზრდასრული ადამიანივით აზროვნებს და ფიქრობს; იგივეა, მამას რომ ჰკითხო აზრი, რჩევა... დიდი ბიჭი მყავს.
ჯეკო: სერიოზული რჩევებიც არ სჭირდება, დიდი გოგოა. პირველ შთაბეჭდილებას არასდროს აქცევს ყურადღებას. ეგრევე არა, მაგრამ, დროთა განმავლობაში ხვდება, ვისთან, როგორ ადამიანთან აქვს საქმე. რაც მთავარია, არ აგვიანებს და ბოლოს არ ხვდება. თან, მეც ყოველთვის იქვე ვარ, მის გვერდით. ჭკვიანი გოგოა, არ ეშლება ადამიანებთან ურთიერთობაში რაღაცეები. მის აზრს, რომ ჩემი შეყვარებული ჩემი მომავალი მეუღლე უნდა იყოსო – ვეთანხმები, ასეც უნდა იყოს. ისეთი სიტუაციაც არ გვქონია – „ამაზე რას ფიქრობ,” რადგან, ჯერჯერობით არ არსებობს ასეთი ახლობელი ადამიანი მისთვის.
ჯანეტი: როცა სერიოზული ურთიერთობა მექნება ვინმესთან, რა თქმა უნდა, ჯეკოს ვკითხავ აზრს. ჩემი რჩეული ჯეკოს და, ზოგადად, მთელი ჩემი ოჯახისთვის უნდა იყოს მოსაწონი და მისაღები, რადგან ეს უფრო გამიადვილებს გადაწყვეტილების მიღებას.
–  როგორი ბავშვები იყავით, ჩხუბობდით?
ჯეკო: ბავშვობა გვქონდა ძალიან სასაცილო და სახალისო – ჯანეტი უფროსი ძმასავით იყო.
ჯანეტი: თან, ბავშვობაშიც მაღალი, დიდი, ზრდასრული გოგო ვიყავი, ჯეკო – გამხდარი, პატარა ბიჭი. ეზოში „ხიპიშები” რომ ჰქონდა, დასახმარებლად ჩავდიოდი. მახსოვს, ერთხელ, ჯეკო მორბის სკოლიდან და ყურთან სისხლი მოსდის. მოვკვდი, გადავირიე, გავრბივარ კლასისკენ და ვყვირი – ვინ იყო-მეთქი; ჯეკო მეუბნება: მოიცადე, წავიქეცი და მაგიდის კუთხეს მივარტყი, არ მიჩხუბიაო.
ჯეკო: ცუდად ვარ, სისხლი ჩამომდის, ხმას ვერ ვიღებ; თან, არ მინდა, წავიდეს და ვინმეს ეჩხუბოს. შოკში ვარ და, იმის მაგივრად, რომ დამეხმაროს, ეს მირბის – რა ხდებაო...
ჯანეტი: ბავშვობაში ჭამა მიყვარდა, ჯეკოს – არა. ერთნაირ ნაყინს რომ გვიყიდდნენ, მე ორ წუთში გადავყლაპავდი, ეს კი ნელა ჭამდა. ვუყურებდი და ისიც მინდოდა. მერე ასეთ რამეს მოვიფიქრებდი ხოლმე: ვეუბნებოდი, ჩვენ ხომ ტყუპები ვართ და ნაყინი ისე ვჭამოთ, როგორც ტყუპებმა-მეთქი. ის პატარას მოკბეჩდა, მე – დიდს და ბოლოს ისევ მე ვუჭამდი.
ჯეკო: ეს მაგარი ეშმაკი ბავშვი იყო, მე – ალალი.
ჯანეტი: სულ ვიცავდი, სახლშიც. ზოგჯერ მის გამოც მხვდებოდა ხოლმე. ერთხელ, ველოსიპედი გვიყიდეს, მაშინ მე ხუთი წლის ვიყავი, ეს – სამის. დავარტყი ველოსიპედით წრე და შემდეგ ჯეკოს ჯერი იყო. არადა, კიდევ მინდოდა კატაობა და ასეთი რამ მოვიფიქრე: ჯეკო, მოდი, შენ პოლიციელი იყავი, მე მძღოლი ვიქნები და ვითომ რაღაცას ვაშავებ, გამაჩერე-მეთქი. ეს პოლიციელი იყო და ერთ ადგილას იდგა, მე კი ველოსიპედს ვატარებდი. რომ გაიზარდა, ვეღარ ვატყუებდი და მაგრად მიტყდებოდა.
– მოგწონს ჯანეტის პოპულარობა და კონკურსებში მონაწილეობა?
ჯეკო: „მის საქართველოზე“ არ მქონია რამე პრეტენზია, პირიქით, ძალიან მიხაროდა და, რომ გაიმარჯვა, ხომ – საერთოდ... თუმცა ბევრ რაღაცას ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ „მის მსოფლიოზე“ და „მის სამყაროზე“ არ მქონია პრეტენზიები.
– ალბათ, არ მოგწონდა, როდესაც „ვიაგრისთვის“ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა.
– არ მომწონდა. თუმცა, თან გავყევი, რათა თავად ენახა და მიმხვდარიყო, რომ ეს არ იყო მისთვის, ვიდრე დამეწყო: არა, არ წახვიდე-მეთქი და ამეკრძალა რაღაცეები.
– როგორი რეაქცია გაქვს, როდესაც ჯანეტს აკრიტიკებენ?
– რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა და, ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანებითვის კომენტარებით, „ფეისბუქით“ პასუხის გაცემა არ მიმაჩნია სწორად. პირადად თუ მეტყვიან რამეს, საკადრის პასუხს გავცემ.
– ცოტა ხნის წინ შენ და ჯეკო ვენის Opernball -ზე იყავით, რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს და იქ მოხვედრა არ არის ადვილი.
ჯანეტი: ჩემი მეგობარი, „მის უკრაინა“, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი „მის სამყაროზე,“ დიდი ხანია, ვენაში ცხოვრობს და მან დაგვპატიჟა მე და ჯეკო. საოცრად ლამაზი სანახაობა იყო, დაუვიწყარი, ზღაპრული, საინტერესო; მაღალი რანგის ხალხი ესწრებოდა: მეფის შთამომავლები, საოპერო მომღერლები, ავსტრიის პრეზიდენტი. იქ ყველას თავისი ადგილი აქვს, რომელსაც წლებით ყიდულობენ. დრესკოდიც მკაცრია: კაცები – სმოკინგებში, ქალები – სადღესასწაულო კაბებში. რაც მთავარია, ქალები აუცილებლად კავალრების თანხლებით უნდა მივიდნენ. ჯეკო იყო ჩემი და ანას თანმხლები და ღირსეული კავალრობაც გაგვიწია, თან, ფრაკი ძალიან უხდებოდა.
ჯეკო: ყველაზე შთამბეჭდავი ის იყო, რომ, გეგონებოდა, მეცხრამეტე საუკუნეში იყავი, ისეთი აურა იყო, ისე საუბრობდნენ, მოძრაობდნენ.
ჯანეტი: თან, ვენა ისეთია, გარეთ რომ გამოდიხარ, ეს შეგრძნება დიდხანს გაგყვება, გრძელდება და მთელი დღე მეცხრამეტე საუკუნეში ხარ.
– ვიცი, რომ ჯანეტი ქართველ მამაკაცებს ანიჭებს უპირატესობას; შენ – ქართველ გოგონებს?
ჯეკო: სასურველია, ქართველი თუ იქნება, რომ ჩვენი ტრადიციები და მენტალობა გაიზიაროს. ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ – ვსწავლობ და სხვა მიზნები მაქვს. წელს ვამთავრებ საერთაშორისო ურთიერთობის დიპლომატიას; მინდა, მეორე უმაღლესი განათლებაც მივიღო, მერე კი ამ ორიდან ავირჩევ ერთ-ერთს და უცხოეთში განვაგრძობ მაგისტრატურაში სწავლას.
– ჯანეტ, როგორც ვიცი, 14 თებერვალს ნიუ-იორკში მიემგზავრები  (ინტერვიუ ჩაწერილია 11 თებერვალს).
ჯანეტი: როგორც საქართველოს წარმომადგენელი, მივდივარ ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორაგანიზაციის ახალგაზრდულ საერთაშორისო ასამბლეაზე, რომელიც 10 დღე გაგრძელდება. დავესწრებით ლექციებს, რომლებიც ძალიან საინტერესო იქნება.

скачать dle 11.3