კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს სანდრო ბრეგაძეს პატრიარქთან და ვისი ლანძღვისთვის არის გამოყოფილი ხუთი მილიონი დოლარი

წელიწადზე მეტია, რაც სანდრო ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გახდა. ქართულ პოლიტიკაში დიდი „გამოცდილება” აქვს,  კულისების ფასიც იცის და ავანსცენისაც, მოწინავე პოზიციებიც ეკავა და  „ბორტს მიღმაც” არაერთხელ დარჩა. ხმაურიანი განცხადებები არც წარსულში აკლდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ მხრივ  კიდევ ერთხელ „გამოიჩინა” თავი. ვის უყენებს მძიმე ბრალდებებს და რატომ არ იქცა  ის სტანდარტულ ჩინოვნიკად, ამას ჩვენი მკითხველი თავად სანდრო ბრეგაძისგან შეიტყობს.      

 სანდრო ბრეგაძე: იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობა, როცა ჯერ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დავინიშნე, ასე თუ ისე, უცხო ხილი იყო. პარლამენტის წევრიც ვიყავი, ფრაქცია „თავისუფლების” თავმჯდომარეც, თუმცა ჩინოვნიკურად არასდროს მიცხოვრია. ამას ვერც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნამ შემაჩვია. პოსტსაბჭოურ სივრცეში დამკვიდრებული კლასიკური ჩინოვნიკის გაგება, როცა ადამიანები ავტომატურად მომართულ,  მწარმოებელ ადამიანებს, ჰომოფაბერებს ემსგავსებიან, ჩემთვის უცხოა.  ვიღაცეები ცდილობენ ეს სტერეოტიპი დაანგრიონ.  ყველას გვინახავს  პოლიტიკოსები, ვითომ მეტროთი  რომ მგზავრობენ, მაგრამ ორი გაჩერების შემდეგ ზემოთ, კომფორტული შავი „ჯიპები” ელოდებათ,  დეზინფექციას იტარებენ, მას შემდეგ, როცა ადამიანებს ხელს ართმევენ. მე ასეთ ჩინოვნიკებს, რომლებიც ხელოვნურად, პიარით  იქმნიან  ასეთ იმიჯს,  ძველებური, კლასიკური გაგებით ჩინოვნიკები მირჩევნია.  საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს,  მაგრამ გეტყვით, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, არ ვიცხოვრო იმ კომფორტით, რისი შესაძლებლობაც მაქვს. არასდროს ამიღია სახელფასო დანამატი. როდესაც სამსახურში მივედი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილედ, უარი ვთქვი შემოთავაზებულ ახალთახალ ავტომობილზე და ვიქირავეთ სხვა უწყებისგან 12 წლის ავტომობილი.
– პიართან არც თქვენ ხართ მწყრალად. ბოლო პერიოდში თქვენი ხმამაღალი განცხადებები მისი უწმიდესობისა და მართლმადიდებლური რელიგიის დასაცავად, ბევრმა ჩაგითვალათ პიარად.
–  უპირველესად, იმას გეტყვით, რომ არც  მის უწმინდესობას და არც მართლმადიდებლურ რელიგიას პიარი არ სჭირდება.  მე არ ვარ იმ ადამიანთა შორის, ვისაც პატრიარქის გვერდით გამოჩენა, დივიდენდებისთვის სჭირდება. მას ხშირად ვნახულობ, მაგრამ ამაზე საუბარი სახალხოდ არ მიმაჩნია სწორად. თუ ადამიანი  მისი უწმიდესობის, ან რელიგიის დაცვას იწყებს დროდადრო, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებისას, ეს შეიძლება, იყოს პიარის ნაწილი. მე არ ვარ კლასიკური გაგებით მორწმუნე, რომელიც იცავს ათივე მცნებას და ისე ცხოვრობს, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები. მე  საერო ცხოვრებას ვეწევი, მაქვს ჩემი მინუსები, ცოდვები, რომლებიც ჩამიდენია. მაგრამ,  მაქვს მძაფრი  დამოკიდებულება  იმ ხალხის მიმართ, ვინც დღე და ღამე პატრიარქის  კრიტიკით  არის დაკავებული.
– თქვენ ისიც კი განაცხადეთ, რომ ხუთი მილიონი დოლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ მართლმადიდებლური რელიგიისა და პატრიარქის დისკრედიტაცია მოხდეს.  
–  პირდაპირ გეტყვით და არ დავმალავ. არის პირდაპირი დირექტივა, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს მორალური ავტორიტეტი. ასეთი ავტორიტეტი ამ ქვეყანას ჰყავს მისი უწმიდესობის სახით. როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ასეთი ავტორიტეტი, მუშაობას იწყებს „ღმერთი მოკვდა – ყველაფერი დაშვებულია.” ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა სწორედ ეს იყო – თავისუფლების ინსტიტუტის, გიგა ბოკერიას პოლიტიკა, არ ჰყოლოდა ქვეყანას მორალური ავტორიტეტი. პატრიარქს, როგორც პიროვნებას, ისინი შესაძლოა არაფერს ერჩიან, ისინი ერჩიან პატრიარქს იმიტომ, რომ ის არის ეკლესიის სიმბოლო. იმ არასამთავრობო ორგანიზაციების 100 პროცენტს, რომელთა ფორმატი  ქართველოფობიაა, დღესაც  მართავს გიგა ბოკერია.  რაც შეეხება თანხას, რომელზედაც მე ვსაუბრობ, ეს არის „შავი ფული”, რომელიც მოედინება საქართელოში, ზოგჯერ დიპლომატიური არხებითაც და ხმარდება ორგანიზაციებს, რათა წამოწიონ ისეთი თემები, რომელიც რეპუტაციას შეულახავს პატრიარქს. ეს არ არის კლასიკური გრანტი, თუმცა ზოგჯერ ეს ფული გრანტის სახითაც შემოდის.  მათი მიზანი ერთია – ის, რომ ეკლესია მუდმივად იყოს ერთგვარი  პრესის ქვეშ და ჩააყენონ თავის მართლების პოზიციაში. წარმოიდგინეთ, უზნეო, ფულზე გაყიდული მონები ამას რა სულისკვეთებით აკეთებენ. აი, მაგალითად, კაპიტანი გიგაური – რომელიც 7 ნოემბრის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა დააწინაურა და ურიგოდ მისცა კაპიტნის ჩინი.  ეკა გიგაური რომ გახდება საპატრიარქოს წინააღმდეგ  ბრალმდებელი და მსაჯული, ეს არის ჩვენი ტრაგედია.  რიგითობიდან პირდაპირ კაპიტანი რომ ხდები, ეს უკვე „საჩუქარია”.  მათ  კი  დღეს ადამიანის უფლებათა დამცველის მანტიები აქვთ მოსხმული. გიგი თევზაძე არის ადამიანი, რომელმაც მიზანმიმართულად დაანგრია ქართული მეცნიერების ორი საუნჯე – ფილოსოფიის ინსტიტუტი და ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. მანქურთ გიგი თევზაძეს, ამ ორი ინსტიტუტის მიმართ პირადი ბოღმა ჰქონდა – როდესაც დისერტაციას იცავდა, იმდენად უნიჭო დისერტაცია დაწერა, მამამისის, კარგი ფილოსოფოსის ხათრითაც კი, არ უმტკიცებდნენ ამ  დისერტაციას. წარმოიდგინეთ, ამ ბოღმის გამო ორი უდიდესი კვლევითი ინსტიტუტი დაანგრია.  ეს არის ადამიანი, რომელიც  ამბობს ათას სისაძაგლეს, იმას, რომ  ინგლისურ ენაზე უნდა ვისაუბროთ და არა ქართულ ენაზე, შობა არ უნდა აღინიშნებოდეს და ასე შემდეგ.  ამ ადამიანებზე ბევრად დიდ პატივს ვცემ ათეისტს, რომელსაც ღმერთის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება აქვს და მის უკან ფული არ დგას. ისინი არ არიან სახიფათო სახელმწიფოსთვის, კაპიტანი გიგაური, გიგი და მისნაირები კი,  ყველანაირად ცდილობენ, ქართულ სახელმწიფოს ძირი გამოუთხარონ.  ისინი უფრო საშიშები არიან, ვიდრე ბოლშევიკები.  ძალიან ჰგვანან  წინა საუკუნის დასაწყისში  მოქმედ სილიბისტრო თორდიას „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” წევრებს.  მათი ტექსტები ძალიან  ჰგავს ერთმანეთს. ესენი არიან თანამედროვე სილიბისტრო თორდიები, მოწადინებული, დაანგრიონ  ეკლესია. აკლიათ მხოლოდ ტყავის ქურთუკები, მაუზერები და წითელი ვარსკვლავები.  მათ უკვე  გარეგნულადაც კი ჰგვანან. მე ამ ხალხს ბავშვობიდან ვიცნობ, არ ვართ უცხონი, საერთო სტუდენტობა გავიარეთ. ჩვენი მამებიც კი იყვნენ მეგობრები, მაგრამ ამის გამო ვერ გავჩუმდები.
ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ჩემგან ამ თემაზე საუბარი დივიდენდია, მაგრამ დამიჯერეთ, ეს  მე  დიდ პრობლემას მიქმნის პოლიტიკურ მოღვაწეობაში.  ჩემზე დიდი ზეწოლაა. არაერთხელ იყო იმის პრეცედენტი, როცა პირდაპირ გამაფრთხილეს – გაჩერდი, ნუ ამბობ, ამ თემას  წინ ნუ წამოწევ. ასეთი  გაფრთხილებები  უცხოეთიდანაც კი იყო, თუმცა ამ  თემას აღარ განვავრცობ. ვიცი, რომ იყო დირექტივა – ეს კაცი თუ არ გაჩერდება, მოხსენით.  ჩემი მოხსნა რამდენჯერმე  მოითხოვეს, და არამარტო სიტყვიერ დონეზე. რეკომენდაციაც  იყო მთავრობაში,  თანამდებობიდან ჩემს მოხსნასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ მე აქტიურად დავიცავი საპატრიარქოსა და პატრიარქის პოზიცია. ყელში მაქვს წაჭერილი და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ.   
 – ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ სულზე მოგისწროთ, თუმცა დრო და დრო მაინც ვრცელდება ხმები, რომ არც ახალი „გწყალობთ” ბოლომდე. ხან თავად სამინისტროს გაუქმებაზე საუბრობენ, ხან თქვენს გათავისუფლებაზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტიდან.
– 25 წლის ბიჭი ვიყავი, როცა პარლამენტის დეპუტატი გავხდი, 27 წლის ასაკში – ფრაქციის თავმჯდომარე. იმ „ხიბლებს”, რაც  კარიერას ახლავს, ადრეულ ასაკში ვეზიარე. ასე რომ, კარიერული თვალსაზრისით, თანამდებობებზე ყოფნა არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ის სიამეები, რაც ახლავს თანამდებობას, ადრეულ ასაკში მოვილიე. მიხეილ  სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  ჩემს ცხოვრებაში კვლავ დაიწყო იძულებითი პაუზა.  იმ წლებში ძირითადად მეცნიერებით ვიყავი დაკავებული, გავაკეთე დისერტაცია „ჟან-ჟაკ რუსო და მისი პოლიტიკური შეხედულბები”. ვაპირებდი პოლიტოლოგიურ მეცნიერებაში გადასვლას, პარალელურად, აქტიურად ვიყავი ჩართული  გაერთიანებული ოპოზიციის ბრძოლაში. ახლა  ჩვეულებრივ,  ცოტა მკაცრადაც კი ვცხოვრობ. მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი  გართობა. ეს ალბათ, ასაკის ბრალიცაა. ბევრი ადამიანი, ვინც  17-18 წლის და მერე 25-27 წლის ასაკში მიცნობდა და ახლა მხვდება, მეუბნება: ასეთი შეცვლილი ადამიანი არ მინახავსო. მირჩევნია, ჩემი ცხოვრება სულიერი კუთხით წარვმართო, ვიდრე  სხვა რამეს დავუთმო დრო.
– ჟან-ჟაკ რუსომ „გაჭრა”?
– ასე გამოდის (იცინის). ჟან-ჟაკ რუსოს აქვს მიგნებები, რომელსაც მხოლოდ გენიოსი თუ მიაგნებდა – მონები მონობაში ყვარობენ მონობას და შემდეგ ამაყობენ თავისი მონობით. მე ბევრი მონა მინახავს ხელისუფლებებში. 25 წელია, პოლიტიკაში ვარ. ადამიანს გარეგნობაზე ვხვდები, რას ფიქრობს და რა უნდა თქვას. ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება – იმავე წამს გადავდგები, როგორც კი ამას მთავრობა გადაწყვეტს, არც ერთ თანამდებობას არ გამოვეკიდები. თუ ეს სამინისტრო ოდესმე გაუქმდება, გაუქმდება ჩემ გამო. ბატონი გელა დუმბაძე, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი და კარგი დიპლომატია, ამის გამო ძალიან მეცოდება (იცინის).

скачать dle 11.3