კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პერიოდში იპყრობს მომავლის შიში ადამიანს და არის თუ არა ბინაში დაბუდებული საშიში ენერგიები პესიმიზმის მიზეზი

ბინა სწორედ ის ადგილია, სადაც მაქსიმალურად უნდა მიექცეს ყურადღება ყველა დეტალს, რომ ნეგატიურ და დამანგრეველ ენერგიებს გავრცელების საშუალება არ მისცეს, რათა, ამით არა მარტო გარემოს, არამედ, იქ მცხოვრებ ადამიანებსაც არ შეექმნათ საფრთხე. როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ბატონი ჯემალი ამბობს, წლის განმავლობაში, არსებობს განსაკუთრებული პერიოდები, როცა სახლში ნეგატიური ენერგიები მძაფრდება და იძენს კოლოსალურ ძალას. ამიტომ, აუცილებელია, ეს პერიოდები ზუსტად ვიცოდეთ და შესაბამისად, ვიმოქმედოთ.

 ჯემალი: ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგების მიერ დადგენილია, რომ წლის განმავლობაში არსებობს დღეები, როცა სახლში შემოსული ნეგატიური ენერგია საშიშ და დამანგრეველ ძალას იძენს და ის იქ მცხოვრებლებზეც, ასევე დამანგრევლად მოქმედებს. კერძოდ, ამ პერიოდში თავს სუსტად, შრომისუუნაროდ, ძალაგამოცლილად ვგრძნობთ და შესაბამისად, მიუხედავად მცდელობისა, საქმეებიც უკან-უკან მიგვდის.  ადამიანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ასეთ დღეებს და სწორად იმოქმედოს. თუმცა, სანამ მოქმედებაზე მოგახსენებთ, გეტყვით რომ, ასეთი პერიოდებია სავსემთვარეობიდან მესამე, მეოთხე და მეშვიდე დღე. ასევე, ყოველი თვის პირველი და ბოლო კვირის დღეები. ამ დღეებს განსაკუთრებულად მაგიური ძალა აქვს. ამ დროს აქტიურდება ის ნეგატიური ენერგიები, რის გავლენითაც ადამიანები უარყოფით შედეგებზე იწყებენ ფიქრს, შიში იპყრობთ, ეწყებათ ჯანმრთელობის პრობლემები, თავს შეუძლოდ გრძნობენ, იმატებს პესიმიზმი. სხვათა შორის, ფიქრისას უარყოფითი ენერგია მიმართულებას პოულობს. არ არის გამორიცხული, ასეთმა მოქმედებამ მომავალზე ისე ცუდად იმოქმედოს, რომ დიდხანს ვეღარ იგრძნოთ წარმატების გემო.
– როგორ იბუდებს მსგავსი ენერგია ბინაში და შემდეგ იქ მცხოვრებლებზე როგორ აისახება ეს?
– ეს ხდება გარედან შემოსული ენერგიებისა და ადამიანების წყალობით.  ძველად, სოფლებში, თითქმის ყველა სახლში ნახავდით, მისაღები ოთახის კუთხეებში დალაგებულ ხის ტოტებს. ამით ამ კუთხეებს კი არ ალამაზებდნენ, არამედ ნეგატიურ ენერგიებს ანეიტრალებდნენ. ზოგიერთი ხის ტოტებს შეუძლია, ადამიანი ნეგატიური აზრებისა და შეგრძნებებისგან „განკურნოს“ და საცხოვრებლის ნეგატიური ზონებიდან უარყოფითი ენერგიები განდევნოს. ოდითგანვე ცნობილია, რომ ხის ტოტები ნეგატიურ ენერგიას შეიწოვს. ამიტომ, სახლის ნეგატიურ ზონებმა და იმ ადგილებში, სადაც ქუჩიდან შემოსული სტუმრები იკრიბებიან, დადეთ არყის, მუხის ან ვერხვის პატარა ტოტები. რაც აქტიურად შეიწოვს ნეგატიურ ენერგიას და ჩვენს წარმატებულ მომავალს შეუწყობს ხელს. ასევე, კარგი იქნება, თუ ბინაში აყვავებული აკაციის ან ცაცხვის ტოტებს დაალაგებთ ან ლარნაკში ჩადებთ. ასე სახლში აღარ შემოვა ავი ძალები.  პარაფსიქოლოგიაში არსებობს წესი, რომელიც აქტიურად ებრძვის ცუდს და იზიდავს კარგ მოვლენებს. გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ: უნდა აიღოთ ერთი მუჭი ხორბალი და ერთი მუჭა ბრინჯი. კარგად აურიოთ ერთმანეთში,  დაყაროთ თეთრ ქსოვილზე და გადაახვიოთ. ის დაიდეთ საწოლში, ზეწრის ქვეშ ისე, რომ ზურგით ეხებოდეთ. ხორბალისა და ბრინჯის ნარევი ყოველ დილით უნდა გახსნათ, ხელიდან ხელში გადაყარ-გადმოყაროთ. რამდენიმე მარცვალი კი ბინაში, შესასვლელში უნდა დადოთ ლანგარზე. დანარჩენი ისევ თეთრ ქსოვილში შეახვიეთ და საწოლში ჩაიდეთ. შესასვლელში, ლანგარზე დაყრილი ხორბლისა და ბრინჯის მარცვლები ნელ-ნელა  ააქტიურებს ბარაქისა და ბედის კოდს, ნეგატიურ ენერგიებს კი აქტიურად ებრძვის. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ მას ყოველდღე დაასხათ ცოტა წყალი.
– როცა სულ ამოიწურება ხორბლისა და ბრინჯის მარაგი?
– სულ რომ ამოიწურება ქსოვილში ხორბლის და ბრინჯის მარაგი, ლანგარი, რომელზეც ისინი ყრია, ყოველდღე შემოატარეთ ოთახებში და ისევ შესასვლელში დადეთ. ასე მოიქეცით წელიწადში ოთხჯერ, ანუ წლის ოთხივე პერიოდში და ბარაქა, წარმატება და იღბალი მალე მოვა თქვენთან. მერწმუნეთ, ეს მეთოდი, ძალიან მალე მოგიტანთ წარმატებებს პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც. თან, თქვენს საცხოვრებელს ნეგატიური ძალებისგანაც დაიცავს. ცნობისთვის, ეზოთერიკაში ხორბალი ნაყოფიერებასთან, სიმშვიდესა და წარმატებულ მომავალთან ასოცირდება, ბრინჯი კი – სიმდიდრესთან და მატერიალურ დოვლათთან.
ასე რომ, ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს წესები, რომელთა დაცვითაც ადვილად შეიძლება წარმატების მიღწევა და იღბლიანობის გაორმაგება. მაგალითად, იმასაც მნიშვნელობა აქვს, თუ რა ფერის ტანსაცმლის, ჩანთის, ფეხსაცმლისა თუ ნივთის ტარებისას ჩაივლის დღე მშვიდად, პრობლემების და კონფლიქტების გარეშე.
– ამ მხრივ რისი გათვალისწინებაა საჭირო?
– ეს თქვენ უნდა გამოცადოთ და მიხვდებით, რა ფერის ტანსაცმელი თუ  ნივთი გიწევთ თილისმის მაგივრობას. ზოგადად, ტანსაცმლის ფერს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბედზე. დაკვირვებული ვარ, როცა ადამიანს შავი ფერის სამოსი აცვია, ყოველთვის ცუდ განწყობაზეა. ღია ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი  კი, მეტ სიმშვიდესა და დადებით განწყობას გრძნობს სხვებისგან. ამით ის აგზავნის მესიჯს, რომ კარგად არის, ცხოვრება უხარია. ერთი სიტყვით, ტანსაცმლის ფერით გარშემო მყოფებს შენს შინაგან სიმშვიდეს აგებინებ, რაც მათზეც დადებითად აისახება. ასევე, კარგია, თუ ჩანთით სარკეს, ხორბლისა და  ბრინჯის მარცვლებს ატარებთ. სარკე სხვების ცუდი ზრახვებისგან დაგიცავთ, მიიზიდავს თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანების ყურადღებას. ბრინჯი კი, როგორც გითხარით, მატერიალურ დოვლათს მოიზიდავს თქვენთან; ხორბალი – მშვიდ დღეს გპირდებათ, კონფლიქტებისა და გაუგებრობების გარეშე. არ დამიჯერებთ, მაგრამ მსგავსი რამეების მეც არ მჯეროდა, თან მამაკაცი ვარ და რთული იყო წლების წინ ჩემთვის ასეთი რამეების დაჯერება. მაგრამ, როცა ეზოთერიკულმა საკითხებმა გამიტაცა, ჩავუღრმავდი, დავიწყე პატარ-პატარა წესების გათვალისწინება და შედეგიც მივიღე, მივხვდი, ნამდვილად ღირს ცდა. უბრალოდ, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ მიუდგები ამ საკითხს, თუ გჯერა და არ ხარ სკეპტიკოსი. ადამიანის ცხოვრებაში ხომ უბრალოდ არაფერი ხდება. ყველანი უხილავი ძაფებით ვართ სამყაროს მიმაგრებულები. ეს ყველაფერი კი გვაძლევს საშუალებას, დავიცვათ თავი ნეგატიური მოვლენებისგან, რაც ელემენტარული, ეზოთერიკული ხრიკებით შეგვიძლია.

скачать dle 11.3