კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას გეგმავს მოსკოვში შვილის ნათლობის შემდეგ გიგა კვენეტაძე და ვისთან აპირებს ის ჯვრისწერას ქუთაისში

რუსეთში მოღვაწე ქართველმა კომპოზიტორმა და მომღერალმა გიგა კვენეტაძემ, გასულ კვირას შვილი მონათლა. ნათლობის ცერემონიალი ქართულ ტაძარში ჩატარდა და პატარა ნიკოლოზის ნათლიები გახდნენ – ქეთა თოფურია, გელა გოგოხია და ნინო წიკლაური. ტრადიციულად, ნათლობის შემდეგ სტუმრებმა რესტორანში გადაინაცვლეს და ქეიფიც გაიმართა. სტუმრებს შორის იყო ყველა ის ქართველი მომღერალი, ვისაც რუსეთში აფასებენ და უყვართ.

 გიგა კვენეტაძე: არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი. თამამად ვიტყვი, ცხოვრებაში გამიმართლა – მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი, ცოლი, შვილი და სამეგობრო წრე, ვაკეთებ საქმეს, რაც მიყვარს და ამაზე მეტი რაღა ვინატრო? ამ ყველაფერზე დიდხანს ვოცნებობდი და ეს ოცნებები, საქართველოდან წასულმა, მოსკოვში ავიხდინე. ნიკოლოზი, ჩემი შვილი, ექვსი თვის გახდა და მან ჩემი ცხოვრება საერთოდ შეცვალა. ბედნიერი მამა გამხადა და მომცა სტიმული, კიდევ უფრო მეტი მოვინდომო და გავაკეთო. თუმცა, მონდომება და შრომისმოყვარეობა, არც მანამდე მაკლდა (იცინის). რაც ჩემს ცხოვრებაში მარიანა შემოვიდა, წარმატების თილისმა გახდა. სულ გვერდში მიდგას და ყოველწამიერად მინდა, გამოვუტყდე იმ დიდ სიყვარულში, მის მიმართ რომ ვგრძნობ. ვცდილობ, მეც კარგი ქმარი და მამა ვიყო.
– ანუ, ისეთი მამა ხარ, ღამეებს რომ ათენებს?
– მე ისეთი სამსახური მაქვს, ღამეების თენება ისედაც მიწევს (იცინის). თუმცა, რასაკვირველია, რასაც ნიკოლოზს დედა და ბებია უკეთებს, მათ მე ვერ შევედრები.
–  ყოველთვის ამბობდი, რომ ჯვარს საქართველოში დაიწერდი, შვილსაც სამშობლოში მონათლავდი, თუმცა ასე არ მოხდა.
– მართალია, მე და მარიანას ჯერ ჯვარი არ დაგვიწერია და გვინდა, ეს საქართველოში მოხდეს. იმედია, ამ ზაფხულს მოვახერხებთ და ქუთაისში, ჩემს საყვარელ, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, დავდებთ ცოლქმრულ ფიცს ღმერთის წინაშე. ნიკოლოზი კი მოსკოვში დაიბადა და უკვე ექვსი თვის გახდა. ამიტომაც, ვიფიქრეთ, აქ მოგვენათლა და გაქრისტიანებული ჩამოგვეყვანა თავის სამშობლოში. ნათლიების შერჩევისას მეც და მარიანამაც ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და ისე შევურჩიეთ სულიერი მშობლები შვილს. ესენი არიან ჩემი უახლოესი მეგობრები: ქეთა თოფურია, გელა გოგოხია და ნინო წიკლაური. ნინოს მამამ დიდი როლი ითამაშა, რომ მოსკოვში ჩამოვსულიყავი. მათ ოჯახში ვცხოვრობდი. ყველანაირად შემიწყო ხელი კარიერაში წინ წამეწია. ქეთა ჩემი უახლოესი, უსაყვარლესი და ერთგული მეგობარია. გელა კი დიდი ხნის მეგობარი, უახლოესი ადამიანი, ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრი. ნათლობაზე ძალიან ახლობელი ადამიანები იყვნენ დაპატიჟებული, სულ სამოცი კაცი. უამრავი მეგობარი მყავს აქ და ყველას ნამდვილად ვერ დავპატიჟებდი. ამ დროს, ხომ იცით, როგორ ხდება, ერთიც რომ გამოტოვო, ეწყინება. ამიტომ, მერჩივნა უახლოესი, შინაური ადამიანების გარემოცვაში აღმენიშნა ეს ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე ჩემი ოჯახისთვის. მართლა კარგი დრო ვატარეთ. რასაკვირველია, იყვნენ მარიანას ნათესავები  და დედაჩემიც. მინდოდა, ქეთას თავისი შვილი მოეყვანა ნათლობაზე, მაგრამ ძალიან პატარაა ჯერ და ბებიას დაუტოვა. რასაკვირველია, მრავალჟამიერიც დავაგუგუნეთ ქეიფის ბოლოს და მშვიდობიანად დავიშალეთ. მოკლედ, რესტორან „გრაფში“ ნამდვილი პატარა საქართველო მოვაწყვეთ (იცინის). არცერთი ჩემი მეგობარი რუსული შოუ-ბიზნესიდან არ დამიპატიჟებია. თუმცა, ტელეფონი არ გაჩერებულა, მირეკავდნენ და მილოცავდნენ. ყველას უნდა ბავშვის ნახვა. ამიტომ, იძულებული ვარ, ისევ გავშალო სუფრა და ისინიც დავპატიჟო. მართლა, გულით მინდოდა, შვილის საქართველოში მონათვლა, მაგრამ რას ვიზამთ, ასე გამოვიდა.  
– სად ჩატარდა პატარა ნიკოლოზის გაქრისტიანება?
– მოსკოვში, ქართულ ეკლესიაში ჩატარდა ნათლობა. უბედნიერესი ვიყავი. ძალიან ბევრი საჩუქარი და ტანსაცმელი მიიღო ნიკოლოზმა სტუმრებისგან. ნათლიებმა კი ოქროს ჯვრები უსახსოვრეს. ვხუმრობ ხოლმე, ჩემს შვილს აქვს ჩემი გენეტიკა და ჰყავს მუსიკალურ სფეროში წარმატებული ნათლიები. ამიტომ, აუცილებლად სცენაზე დადგება მომავალში-მეთქი (იცინის). მარტო ქეთა თოფურიას ნათლიობა ეყოფა ამისთვის. ზუსტად ვიცი, სიკეთე, ქველმოქმედება, ბედნიერება, ჯანმრთელობა და სცენა რომ დაანათლეს ჩემს ბიჭს. ბედნიერი ვარ, ასეთი სულიერი მშობლები რომ ჰყავს ნიკოლოზს. და, იცით, რაზე ვოცნებობ?
– რაზე ოცნებობ?
– მინდა, მომავალში ჩემს შვილთან დუეტი ჩავწერო და მასთან ერთად დავდგე სცენაზე.
– სიმართლე გითხრა, გამიკვირდა, მამუკა ონაშვილი რომ არ თამადობდა სუფრას. არადა, მამუკა განთქმული თამადაა და სადაც სუფრა იშლება, ყველგან მიღებული და შეუცვლელია.
– გეთანხმებით, მამუკა ონაშვილი შეუდარებელი თამადაა და მინდოდა, ის ყოფილიყო სუფრის გამძროლი, მაგრამ ნათლობის მერე, გამთენიისას ათენში მიფრინავდა და ამიტომ, დავინდე (იცინის). იმდენს ვერ დალევდა, როგორც თამადას შეეფერება, თავს ზოგავდა მეორე დღის კონცერტისთვის. ამიტომ, ჩემი მეგობარი, მომღერალი და ასევე, არაჩვეულებრივი თამადა, აჩი ფურცელაძე დავნიშნე ამ საპასუხისმგებლო პოსტზე (იცინის). სხვათა შორის, ძალიან კარგად გაუძღვა სუფრას – თავისი სადღეგრძელოებით, სიმღერითა და ცეკვით. კარგად, ქართულად ჩავთვერით და ვისიყვარულეთ (იცინის). სცენა არ ცივდებოდა, ხან მამუკა ონაშვილი, ხან აჩი ფურცელაძე, ხან ქეთა თოფურია და ხან მე ერთმანეთს ვცვლიდით. ბოლოს კი ერთად დავაგუგუნეთ „მრავალჟამიერი“. ვიგრძენი, რომ ერთი ოჯახი ვართ და ჩემმა შვილმა იმ დღეს, ზღვარი  – ვინ მეტად პოპულარულია და ვინ ნაკლებად, მოშალა. სხვათა შორის, ვეცადე, ყველაფერი ქართული ტრადიციის მიხედვით ყოფილიყო და მეორე დღეს, ნამცეცობაც გვქონდა (იცინის).
– როგორც ვიცი, ცნობილი რუსი შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები აქტიურად გიკვეთენ სიმღერებს. თუ საიდუმლო არ არის, ახლა ვისთვის წერ ახალ სიმღერებს?
– ბევრი სიახლეა და მიხარია, აქ რომ მოსწონთ ჩემი შემოქმედება. სხვათა შორის, ახლახან ფილიპ კირკოროვმა მთხოვა, დავუწერო სიმღერა. ის ამას ელოდება და ამაზე ვმუშაობ. ძალიან მინდა საქართველოში გავაკეთო გრანდიოზული კონცერტი და ქართველ მომღერლებთან ერთად  დავპატიჟო რუსი შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები: ვალერია, ფილიპ კირკოროვი, „ა-სტუდიო,” დიანა ღურწკაია და სხვები. კულტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიდის და იმედია, გამოვა.

скачать dle 11.3