მერაბ გეგეჭკორის ანეკდოტები

ქალი აჩერებს მამაკაცს ქუჩაში:
– გამარჯობათ, მგონი, თქვენ ერთ-ერთი ჩემი ბავშვის მამა ბრძანდებით.
– რაა? მეე? როგორ გეკადრებათ, ქალბატონო?
–  დამშვიდდით, მე მასწავლებელი ვარ!
***
– ბოს, ხაშურში მაგარი ქარია და რა ვქნათ?
–  დარეკეთ სურამში, ნუ იქნევენ ასე მაგრად ნაზუქებს!
***
სვანი ეკითხება სვანს:
– სად დაიბადე?
– საავადმყოფოში.
–  რატომ? ცუდად იყავი?
***
გურიაში მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი გარდაიცვალა. გასვენებაში მივიდა მეზობლის თავწაკონილი ქალი და დაიწყო მოთქმა:
– ტიტუუუ.. ნენაა...ნენაა... რავარცხა იქნა, მიადევი ფეხები ერთმანეთს?
***
სვანს ცხენი დაეკარგება და გახარებული მივარდება სახლში. ცოლს მიახლის:
– ქალო, ცხენი დავკარგე.
– მერე რა გიხარია?
– რა მიხარია და, კიდევ კარგი, ზედ არ ვიჯექი!
***
– ექიმო, დიეტის დროს, ტკბილი შეიძლება?
–  გამორიცხულია!
–  და ძილი?
–  ტკბილი არა, ისე კი!
ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
მანქანაზე წარწერაა ამოჩხაპნილი:
„საბა, შემოდი ფეისბუქზე! – თათია“.
„თათია, ასეთი რამ აღარ გააკეთო – საბა“.
„თათია და საბა – ჩათვალეთ მკვდრები ხართ! – მანქანის პატრონი!!!“
***
– თქვენმა ძაღლმა მიკბინა და მე კომპენსაციას მოვითხოვ!
– კარგი, ბატონო... მე გავაკავებ და თქვენ უკბინეთ.
***
მასწავლებელმა, მოსწავლეებს რომ სწავლის სტიმული მისცეს, ასე მიმართა:
– ბავშვებო, ვინც ისწავლის ცხრიანებზე, ათიანებსა და რვიანებზე, ის სამოთხეში მოხვდება. ხოლო, ვინც ისწავლის ექვსიანებზე, ხუთიანებს და ოთხიანებზე, ის – ჯოჯოხეთში.
ბოლო მერხიდან ისმის ხმა:
–  მასწავლებელო, და ცოცხლად რომ დავამთავროთ სკოლა, მაგის შანსი არაა?
***
გურული და ქართლელი დგანან გაჩერებაზე. ქართლელი ეკითება გურულს:
–  რომელ მარშუტკაი მისდევ შენა?
–  მაი, თქვენ მისდევთ ძამა მარშუტკას, თვარა ჩვენ მივყობით!
***
– დედა, დღეს 10 ქულა მივიღე სკოლაში.
–  რაში?
–  3 ისტორიაში, 2 ქიმიაში და 5 მათემატიკაში.
***
– ჭიჭიკია, არ მეიყვანო მაი ქალი ცოლად, მთელი ტამბოვი მაგას ხმარობდა.
–  დაიცა, თუ ძმა ხარ, რაა...
გავიდა ცოტა ხანი.
–  მაინც მეიყვანე, ხო?
–  ვიყავი მე ტამბოვში.
–  მერე?
–  არაა დიდი ქალაქი.
***
–  კინოში უბილეთოდ როგორ შედიხარ?
–  დაცვა სვანია და ზადნით რომ შევდივარ, იმას ჰგონია, გამოვდივარ.
***
გურული მონადირე დარიგებას აძლევს ახალბედას:
–  დოუშვათ, დათვი დეინახე და გიმტყუნა თოფმა. ამ დროს რა უნდა გააკეთო?
– რა?
–  გეიხადე სასწრაფოთ შარვალი, ტრუსიკი, ამეიდე იღლიაში და გაიქეცი, რაც შეიძლება სწრაფად. 
–  რომ უნდა გავიქცე ეგ გასაგებია და გახდა რა საჭიროა?
–  რა საჭიროა და.. რომ გაკვირდები, ჩეისვრი ბიძია, ვიცი, მე მაი.
