ბრძნული აზრები
საგანი: სოფლის მეურნეობის განვითარებამ გაცილებით მეტი სიცოცხლე იხსნა, ვიდრე ისტორიის ყველა ომმა წაიღო.
ჰესიოდე: ჭეშმარიტად დიდი ადამიანია იგი, ვინც შეძლო და დაეუფლა თავის დროს.
რიკერი: ფილოსოფოსი, როგორც პასუხისმგებელი მოაზროვნე, დისტანციას იცავს როგორც ათეიზმთან, ასევე რწმენასთან.
აბელარი: ამპარტავნება და ცუდად აღზრდილობა წყარონი არიან უმართებულობისა.
პლატონი: სხვისთვის ბედნიერების მინიჭებისთვის ზრუნვაში ჩვენ ვპოვებთ საკუთარ ბედნიერებას.
ბეხტერევი: თუ ავადმყოფმა თავი უკეთ ვერ იგრძნო ექიმთან საუბრის შემდეგ, მაშინ ის ექიმი არ არის.
ამიელი: შეუძლებელია იმ ავადმყოფის გაჯანსაღება, რომელიც თავის თავს ჯანმრთელად არ მიიჩნევს.
ბაქსტერი: თუ სიბრაზეს მაშინვე არ დაიოკებ, ენას კბილი დააჭირე, გაჩუმდი და უფრო მალე დამშვიდდები.
გოეთე: ყველაზე კარგი დედაა ის, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ მისი შეცვლა შეუძლია.
ბეკონი: ისტორია სიბრძნეს ანიჭებს ადამიანს, პოეზია – გონებამახვილობას, მათემატიკა – სიზუსტეს, ბუნების ფილოსოფია – ღრმა ზნეობრივ ღირსებას, ლოგიკა და რიტორიკა – იმის უნარს, რომ თავისი აზრის დასაბუთება შეძლოს.
ოთარ ჭილაძე: თუ ტოლერანტი ხარ, ძლიერიც უნდა იყო. სუსტმა, უპირველეს ყოვლისა, ტოლერანტობა უნდა დაივიწყოს, თავად რომ გადარჩეს.
ტოლსტოი: არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც კარგი, უწყინარი სიცილი, ადამიანების დაახლოება კი ხელოვნების მთავარი ამოცანაა.
ბელინსკი: სიყვარულს ისე სჭირდება ჭკვიანური შინაარსი, როგორც ცეცხლს – საწვავი.
ჰეგელი: ხასიათი – ეს გარკვეული ნებისა და ინტერესის ფორმაა, რომელიც თავის გამოჩენის საშუალებას გვაძლევს.
რუსო: არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე ხელისუფლება უუნაროთა ხელში.
ლაროშფუკო: შეუძლებელია, დიდხანს მოგვწონდეს ის, ვინც ჭკუას ყოველთვის ერთნაირად ამჟღავნებს.
ჰელვეციუსი: საჭიროა საკუთარი ჭკუის გაღრმავება და არა გაფართოება; გამადიდებელი შუშის ფოკუსის მსგავსად, ერთ წერტილში უნდა შეგროვდეს საკუთარი ჭკუის სითბო და ყველა სხივი.
შექსპირი: დრო სხვადასხვა პირთათვის სხვადასხვანაირად მიედინება.
გრინი: ამბობენ, რომ საფრანგეთში ქალები კოსმეტიკაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე სახელმწიფო – არმიაზე.