კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მსხვერპლზე წასულა ნოდარ ძოწენიძე სიყვარულის გამო და რისი სასტიკი წინააღმდეგი იყო მამამისი

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ნოდარ ძოწენიძე მაყურებელმა სერიალ „ტიფლისიდან“ გაიცნო, მაჩხაანელი მათეს როლით, რომელიც თავიდანვე ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი გახდა. როგორც აღმოჩნდა, მან ნამდვილი მაჩხაანელების გულის მოგებაც შეძლო და მსახიობმა მათგან მიპატიჟებაც მიიღო „მშობლიურ“ სოფელში.
ნოდარ ძოწენიძე: მამაჩემი, ვასილ ძოწენიძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და მეც მთელი ცხოვრება ამ თეატრში მაქვს გატარებული. ჩემზე არ ვრცელდებოდა აკრძალვა კულისებში შესვლის თაობაზე და შიდა სამზარეულოს კარგად ვიცნობდი. მე და ჩემი და ბავშვობიდან აქ ვიზრდებოდით და დღესაც არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი სამსახურია, აქაურობა საკუთარ სახლად მიმაჩნია. გარემოს გათვალისწინებით, მსახიობობა ბავშვობაშვივე გადავწყვიტე, მაგრამ ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობდა. უპირველესად, მამა იყო სასტიკი წინააღმდეგი და ბევრ დაბრკოლებასაც მიქმნიდა. აზრის შესაცვლელად სხვადასხვა მსახიობსაც მახვედრებდა, რომლებიც მეუბნებოდნენ: არ გინდა, შვილო, მსახიობობა, სხვა გზა აირჩიეო (იცინის). მაგრამ, მე ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. ამიტომ, მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც თეატრალურში ჩავაბარე. მერე უკვე ძალიან მგულშემატკივრობდა და სამომავლოდ, გეგმებსაც ვაწყობდით. გვინდოდა, ერთად გვეთამაშა სცენაზე, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რადგან მეორე კურსზე გადავდიოდი, როცა მამა ხელიდან გამომეცალა. სულ სხვა შემართებით განვაგრძე სწავლა. ერთდერთი კარგი, რაც იმ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ის იყო, რომ მარჯანიშვილში მითხრეს,  სწავლას რომ მორჩები, ამ თეატრში მამაშენის ადგილს დაიკავებო. მართლაც, სიმბოლური ნათლობის შემდეგ, დღეს უკვე ამ თეატრის მსახიობი ვარ და ზუსტად იმ საგრიმიოროში, იგივე მაგიდასთან ვზივარ, სადაც მამამ მთელი თავისი ცხოვრება გაატარა. ეს კი ერთი წუთით მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.
– „ტიფლისში“ როგორ აღმოჩნდი?
– „ქერჩის“ ქასთინგზე მივედით მეგობრები. სამი დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ „ტიფლისის“ ერთ-ერთ მთავარ როლზე განვიხილებოდი. მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, რომ ამ სერიალის მეორე სეზონს იღებდნენ. პირველ სეზონსაც ცოტა გვიან ვუყურე და ძალიან მომეწონა. ცოტა გული დამწყდა, მანამდე რომ არ მქონდა ნანახი. იმდენად მომეწონა, ძალიან მინდოდა, მეც იქ ვყოფილიყავი, მაგრამ, როგორც ვთქვი, არ ვიცოდი, თუ მეორე სეზონსაც იღებდნენ. როცა მითხრეს, ამ სერიალზე განიხილებიო, დავიბენი. თან, რომ გავიგე, რეჟისორს ჩემი ნახვის შემდეგ ამ როლზე ქასთინგი შეუწვეტია, უფრო მეტად გამიხარდა (იცინის). მივედი, დეტალებზე შევთანხმდით და როლზე დამამტკიცეს. მაშინ კატო ჯერ კიდევ არ იყო ნაპოვნი. ნინი იაშვილი, რომელიც ახლა ასრულებს მის როლს, თავიდანვე მონიშნული ჰყავდათ, მაგრამ ფიქრობდნენ, ზედმეტად ლამაზი იყო კატოსთვის, რომელიც ციმბირში ცხოვრობდა. თუმცა, ბოლოს მაინც მასზე შეაჩერეს არჩევანი. უბრალოდ, ციმბირის სცენების გადაღებებისას ცოტას ამახინჯებდნენ ხოლმე. თავიდან უნდოდათ მისთვის თაფლისფერი ლინზები ჩაესვათ, რასაც ძალიან ვაპროტესტებდი, რადგან ნინის ისეთი ლამაზი თვალები აქვს, მისი დაკარგვა არ შეიძლება. როცა ლაპარაკი მის  თვალებზე მიდგება... არ ვიცი, ძალიან მაგარია (იცინის). მოკლედ, მეც დავრჩი, ნინიც, მისი თვალებიც და შევუბერეთ და შევუბერეთ „ტიფლისი“.
– კახეთთან და მაჩხაანთან გაკავშირებს რამე?
– მაჩხაანი ვიცი სადაცაა, მაგრამ ნამყოფი არ ვარ. კახეთში ახლობლები მყავს და უნივერსიტეტის გამოც მომიწია იქ გარკვეული დროის გატარება. ამიტომ, კახური კილო ყურში გამჯდარი მქონდა, თუმცა, თავიდან მაინც გამიჭირდა. სხვათა შორის, თავიდან მათეს კილო არ ჰქონდა, მაგრამ უცებ ლევან დაბრუნდაშვილმა (რეჟისორი – ავტორი) მითხრა, კილო უნდა ჰქონდესო. მე წინააღმდეგი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ არ გაამართლებდა, რადგან ყველა პერსონაჟი ჩვეულებრივად მეტყველებდა. თან, პირველი გადაღება იყო, ისედაც ბევრ რამეზე ვნერვიულობდი და კიდევ ეს დამემატა. კახა კინწურაშვილი დამეხმარა ძალიან. მითხრა, არ ინერვიულო, ლევანს კარგი ალღო აქვს, მისი ნათქვამი აუცილებლად გაამართლებსო და ასეც მოხდა.
– მაჩხაანიდან თუ გამოეხმაურნენ მათეს?
– კი, მაჩხაანიდან ბევრი მიპატიჟება მივიღე. დამავალდებულეს კიდევაც – აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეო (იცინის). ღვინოს და ჩურჩხელას გამოგიგზავნით, „მარშუტკას“ გამოვატანთ, ოღონდ, აუცილებლად შენ უნდა დახვდეო (იცინის). მოკლედ, მიპატიჟებები არის და ამ ზაფხულს, თუ დრო მექნება, დიდი სიხარულით ვესტუმრები „მშობლიურ“ მაჩხაანს. სხვათა შორის, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ემიგრანტების გამოხმაურება რუსეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან. განსაკუთრებით ემოციური იყო ავღანეთიდან ჯარისკაცის მოწერილი წერილი, რომლითაც იქ მყოფი ჯარისკაცების ემოციები გამიზიარა. სამშობლოდან შორს, საბრძოლველად წასულები კიდევ სულ სხვა მუხტით უყურებენ საკუთარი ქვეყნის ისტორიის შესახებ გადაღებულ სერიალს.
– როგორია ნოდარი რეალურ ცხოვრებაში?
– მე მიყვარს სიწყნარე, კომფორტი და ადამიანები. განსაკუთრებით ისინი, ვისაც იუმორის გრძნობა აქვს. ვცდილობ, ყველაფერს პოზიტიურად მივუდგე. რთული ვარ, მაგრამ ამას ყველას არ ვანახვებ. თუმცა, ახლობლებთან ისეთი ვარ, როგორიც ვარ. ჩემი პერსონაჟის მსგავსად, გულწრფელობა მეც მახასიათებს. მისგან განსხვავებით, იმ ყოფაში არასდროს ვყოფილვარ. არ მიბრძოლია, მაგრამ რთული პერიოდები ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა, რაც ძირითადად, მატერიალურ პრობლემებს უკავშირდება. მათე ძალიან ბავშვურია. ციმბირში გადაასახლეს. ხალხს იქაურობის ხილვისას გული უსკდება, ეს კიდევ ციმბირში, ტრიალ მინდორს უყურებს და იმას ფიქრობს, ამხელა მინდორში რომ ძროხა დაკარგო, რა იპოვისო (იცინის). სხვათა შორის, ერთ მაყურებელს ძალიან ეწყინა, როცა გაიგო, რომ სინამდვილეში 19-ის კი არა 23 წლის ვარ (იცინის).
– მას ერთი ნახვით შეუყვარდა კატო. შენ თუ გჯერა ერთი ნახვით შეყვარების?
– ჰო, ნაცემ-ნატყეპი და გაბრუებული მოხვდა კატოსთან და დაინახა თუ არა, შეუყვარდა. მერე ერთი სული ჰქონდა, კიდევ როდის ნახავდა. ერთ სცენაში ნაჯახს სპეციალურად ირტყამდა ფეხზე, რომ კატოსთან მოხვედრილიყო (იცინის). მაგრამ ეს სცენა ამოიღეს, რადგან ნაჯახჩარტყმული ფეხით ციმბირიდან ვეღარ გამოიქცეოდა. მე არასდროს შემყვარებია ერთი ნახვით, მაგრამ ცხოვრებაში არაფერს გამოვრიცხავ.
– წეღან ნინის თვალებზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთე. სერიალში პარტნიორები ხართ, რეალურ ცხოვრებაშიც ხომ არ გაკავშირებთ რაიმე გრძნობა?
– მე და ნინი უნივერსიტეტიდან ვმეგობრობთ, მაგრამ „ტიფლისის“ შემდეგ განსაკუთრებით დავახლოვდით. სიყვარული არა, მაგრამ ძალიან კარგი მეგობრობა გვაკავშირებს. ის თუმანიშვილის თეატრშია და ერთმანეთს ძალიან ვგულშემატკივრობთ.
– სიყვარულის გამო მათეს მსგავსად მსხვერპლზე წასულხარ?
– ეს უფრო სკოლაში სწავლის დროს იყო. გაციებული და სიცხიანიც არ ვაცდენდი გაკვეთილებს, რადგან ის უნდა მენახა. თუ სხვა დროს თერმომეტრთან ვმაიმუნობდი და სპეციალურად ვიწევდი მაღლა სიცხეს, სკოლა რომ გამეცდინა, მერე მოხდა ისე – ვკვდებოდი, ჰალუცინაციები მქონდა სიცხისგან და თავი მისკდებოდა, მაგრამ მაინც მივდიოდი. მამას უხაროდა, ძლივს ბავშვს სკოლაში სიარული უნდაო (იცინის).
– როგორი გოგონები მოგწონს და ახლა რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– შინაგანად ძლიერი, მებრძოლი გოგოები მომწონს. ისეთები, თავს რომ არავის დააჩაგვრინებენ. გარდა ამისა, აუცილებლად დიპლომატი და აზრზე მოსული უნდა იყოს. პირად ცხოვრებაში ახლა არაფერი ხდება. თუმცა, ზოგადად, ამ თემის აფიშირება არ მიყვარს. ქალთან ურთიერთობა ძალიან ინტიმურია და ვერ ვხვდები, ზოგი მას რატომ ასაჯაროებს.

скачать dle 11.3