კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მოუწიათ ლერი სურმავასა და მის ეკიპაჟს 5 800 მეტრი სიმაღლიდან პარაშუტით გადმოხტომა და რის გამო გადმოაგდო მან ცოცხალი ძროხა თვითმფრინავიდან

1961 წელს კოსმოსში გაფრენის მსურველთა რიცხვში, ორი ქართველი – ლერი სურმავა და ავთო გოგუაძე მოხვდა. ორივე მათგანმა წარმატებით გაიარა შემოწმება და მესამე ჯგუფის 160-კაციან შემადგენლობაში ჩაირიცხა. ბევრი წარმატებული წვრთნის მიუხედავად, მათ კოსმოსში გაფრენა ვერ შეძლეს, რადგან ხრუშჩოვმა ქართველობის გამო, ორივე ჯგუფიდან მოხსნა. ამ ყოველივეზე, თავად ლერი სურმავა გიამბობთ.

 ლერი სურმავა: ბავშვობაში არ მინდოდა, სამხედრო სამსახურში ვყოფილიყავი. ამ სფეროში ბევრი რამ არ მესმოდა. მართალია, ბიძა სამხედრო იყო, მაგრამ მე არ მინდოდა. სკოლა ზუგდიდში დავამთავრე, ვერცხლის მედალი ავიღე. უმცროსი და მყავს – მიმოზა. ღარიბად ვცხოვორბდით, არ შეგვეძლო, ორივეს საქართველოში გვესწავლა, ამიტომ გადავწყვიტე, ჯარში წავსულიყავი. ის პირობები, რაც მაშინ სამხედროს ჰქონდა, ჩემთვის მისაღები იყო: უფასო მგზავრობა, კვება, ჩაცმა, სწავლა და ასე შემდეგ. საქართველოდან 43 კაცი წავედით. მოსკოვში რომ ჩავედით, ასე გვითხრეს, სიები შევსებულია და რიგაში წადით, იქ ისწავლეთ თუ გინდათო. მე და ერთი სომეხი ბიჭი წავედით სასწავლებლად, დანარჩენი 41 კაცი კი უკანვე დაბრუნდა. საინჟინრო დავამთავრე, თვითმფრინავი ზეპირად ვიცი. ჩემი პროფესიით მუშაობა ვერ დავიწყე, ჰყავდათ უკვე ინჟინრები და დამატებითი კადრები არ სჭირდებოდათ. ტულაში ჩამოვედი, სადაც სამხედრო ავიაციის დივიზია იყო. იქ მითხრეს, თუ გინდა, ბალანშოვში წადი, თვითმფრინავის მართვა ისწავლე და რომ ჩამოხვალ, იმუშავებო. მეც წავედი, რა უნდა მექნა. ასე გავხდი პილოტი. დიდი ხანი ვიმსახურე, ჩვენი მოვალეობა, ძირითადად, სამხედროებისთვის სურსათის გადატანა იყო. ჯამში, 6 000-ს სამი საათი დააკლდა, რაც ნაფრენი მაქვს. ცხელ წერტილებშიც ვყოფილვარ და ბევრი სახიფათო, თუ სახუმარო მომენტიც მქონია. მემუარების წერა დავიწყე, ბევრი საინტერესო მოგონება მაქვს.
– კოსმოსში გასაფრენად ერთ-ერთი კანდიდატი იყავით. ეს ამბავი გვიამბეთ.
– 1961 წელს შემოგთავაზეს, ვისაც კოსმოსში გაფრენის სურვილი გაქვთ, ექიმის შემოწმება გაიარეთ და დარეგისტრირდითო. მე, ჩემი პრავილჩიონიკი – ზუდოვი და ქუთაისელი ავთო გოგუაძე წავედით და ჩავირიცხეთ. მესამე ჯგუფში მოვხვდი, 160 კაცი ვიყავით. ბევრს გვავარჯიშებდნენ, ყოველ დღე 3-4 ჯერ სხვადასხვა სიმაღლიდან ვხტებოდით პარაშუტით. კამანინი იყო ჩვენი უფროსი. ერთ დღესაც ჩამოვიდა ხრუშჩოვი. საღამოს ბანკეტი მოუწყვეს და იქ უნახავს სიები. ქართველების გვარები რომ წაუკითხავს, უთქვამს, ამოშალეთო. მეორე დღეს კამანინი გვეუბნება მე და გოგოუაძეს, ხრუშოვმა თქვა, ბევრნი ხართ ჯგუფში, 160 კაცი არ შეიძლება, ამიტომ უნდა წახვიდეთო. მარტო ჩვენ გამოგვიშვეს, დანარჩენი 158 კაცი დატოვეს. გოგუაძე ქუთაისში წავიდა. მე ტულაში დავბრუნდი. ნაწილში რომ ჩამოვედი, მაშინ გვითხრეს ბიჭებმა, თურმე ხრუშჩოვის ბრძანება იყო ესო. მოკლედ, ასე გავხდი არშემდგარი კოსმონავტი (იცინის). ორი წლის წინ ვიყავი მოსკოვში, ზუდოვი ვნახე. სულ გათეთრებულა. მთელი ღამე არ გვიძინია, რაღაცეებს იხსენებდა.
– სამხედრო მფრინავი იყავით, სიცოცხლისთვის საშიში მომენტი თუ შეგქმნიათ?
– საბრძოლო მოქმედებებშიც მიწევდა თვითმფრინავის მართვა. ვიეტნამში ექვსჯერ გავფრინდი.  პირველი ჩემი საბრძოლო მოქმედებაც ვიეტნამში იყო. ერთ დღეს მითხრეს, ტაშკენტიდან ახალი თვითმფრინავი უნდა წამოიყვანოო. ეკიპაჟთან ერთად გავემგზავრე. დაგვახვედრეს ახალი თვითმფრინავი და ტვირთი გამოგვატანეს. ახალ თვითმფრინავს რომ უფრო დიდხანს ეფრინა, ნულოვანი ჯგუფის საწვავის სატუმბები დაუყენეს. დაბალი მოქმედების მოტორი რომ ჰქონდა, სატუმბმა მოტორს საწვავი ვერ მიაწოდა და ოთხივე ძრავა გათიშა. აღმოვჩნდით ტამბოვის ტყის თავზე, 7 200 მეტრ სიმაღლეზე. ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა ერთი, ორი ან  სამი ძრავის გაჩერებისას, მაგრამ ოთხივე ძრავის შემთხვევაში – არა. პარაშუტები კი გვქონდა, მაგრამ არ გვეცვა, თან სადისპეტჩეროს რომ დავუკავშირდით, პასუხი დააგვიანეს. ჩვენ კიდევ ნელ-ნელა მიწისკენ ვეშვებოდით. მსგავს სიტუაციებში ადამიანი ყოველთვის ცუდზე ფიქრობს. მეც გავიფიქრე, ახლა რომ დავეცეთ, დასამარხად თუ გვიპოვიან-მეთქი. 5 800 მეტრ სიმაღლეზე ვიყავი, როცა პასუხი მივიღეთ და გვიბრძანეს, თვითმფრინავი დაგვეტოვებინა. წამში ჩავიცვით პარაშუტები, შვიდნი ვისხედით. როგორც წესია, რიგ-რიგობით უნდა გადმოვმხტარიყავით. მე, როგორც პილოტი, სულ ბოლო ვიყავი. 1 400 მეტრი იყო დარჩენილი რომ გადმოვხტი. მართალია, ტყეში დავეშვით, მაგრამ ერთმანეთი ვიპოვეთ. მარტო შტურმანს ვერ ვპოულობდით. რაციები ჩავრთეთ და რა ხერხს აღარ მივმართეთ, თან ბნელდებოდა. ბოლოს დავინახეთ, პარაშუტით 4-5 მეტრის სიმაღლის ხეზე იყო ჩამოკიდებული. გავშალეთ პარაშუტი და ისიც გადმოხტა, ეშინოდა თურმე (იცინის). მერე, მოშორებით შუქი დავინახეთ. სწრაფად გავვარდით და მივადექით ერთ-ერთი სოფლის საბჭოს. გაგვიშალეს სუფრა და კარგად მოვილხინეთ. ეკიპაჟის ერთი წევრი ყველაზე ადრე გადახტა. ის სხვა სოფელში მოხვდა. მოკლედ, ყველანი ასე გადავურჩით უბედურ შემთხვევას. მახსოვს, კიდევ ერთი მომენტი. ალჟირში უნდა გადავფრენილიყავით. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. მივფრინავთ, უნდა მივუახლოვდეთ დანიშნულების ადგილს და ვხედავ, „ფანტომი“ მოდის ჩვენკენ. თან, სიჩქარეს უკლებს. მოგვიახლოვდა და გვიყურებს, ბომბებით იყო სავსე. ერთი, ღილაკზე დაჭერა უნდოდა და სულ ჰაერში აგვწევდა. გვიყურებს და გვიცინის, ჩვენც ნაძალადევი ღიმილი გვაქვს. უცებ სიჩქარეს მოუმატა და გვერდი აგვიარა. ეს ძალაინ მაგარი შეგრძნება იყო.
– სახალისო მომენტებიც იქნებოდა.
– კი, ერთი ეპიზოდი არასდროს დამავიწყდება. დეკემბერში მითხრეს, თქვენი ეკიპაჟი ტაშკენტში უნდა გაფრინდესო. ჩვენც წავედით. დეკემბრის ბოლო რიცხვები იყო, ახალი წელი ახლოვდებოდა. უამინდობის გამო, რამდენიმე დღე მოგვიწია იქ დარჩენა. მე, „კამანდირი” და ბორტინჟინერი ვიყავით. ტაშკენტში ვიდექით აეროდრომზე და დავინახე, მწყემსი მოდენის ძროხებს. მაშინ ხორცი მარტივად არ იშოვებოდა, თან ძვირიც ღირდა. ამ კაცს გავეხუმრე, ძროხა მოგვყიდე-მეთქი. კიო – მანაც  მიპასუხა, 250 მანეთად წაიყვანეთო. ამდენი ფული სად გვქონდა. ვევაჭრეთ და 160 მანეთზე დავითანხმეთ. გვიხაროდა, საახალწლოდ ხორცი გვექნებაო. ტაშკენტში ვერ მოვასწარით ძროხის დაკვლა. მოკლედ, „გრუზავოი ლუკიდან“ შევიყვანეთ ცოცხალი ძროხა თვითმფრინავში. მოვფრინავთ, შუა გზაში ვართ და მოგვდის ინფორმაცია, რომ დაჯდებით, სამოქალაქოში მიდითო. ეს არ მოგვეწონა, ვიფიქრეთ, ალბათ, ვიღაცამ გაგვცა ცოცხალი ძროხა რომ მიგვყავსო. ბოლოს მივედით იმ აზრამდე, რომ უნდა გადაგვეგდო ძროხა. არადა, ოთხი კაცი ვიყავით, უკვე ნაჭრებიც დანაწილებული გვქონდა. ის 160 მანეთიც სიმწრით მოვაგროვეთ (იცინის). „კამანდირი“ დავტოვეთ სამართავად. ჩვენ კარი გავაღეთ და ვექაჩებით ძროხას. არ უნდოდა გაფრენა, მაგრამ რა გვექნა. ბოლოს დაუსხლტა წინა ფეხები და წავიდა (იცინის). მოკლედ, გახარებულები ვიყავით. იქ რომ მივიდოდით, ვერავინ ვერაფერს დაგვიმტკიცებდა. არადა „კაგებეს,” წესით, ამ ფაქტზე უნდა დავეპატიმრებინეთ. დავფრინდით და მორბის სამოქალაქოს დისპეტჩერი და გვეუბნება, სპირტი ჩამომისხითო. თურმე, ამის გამო უნდოდა, დავმჯდარიყავით. ძროხა ტყუილუბრალოდ გავაფრინეთ (იცინის).

скачать dle 11.3