კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკანონოდ შვილის აყვანას ოჯახური ტრაგედია მოჰყვა

59 წლის ნუგზარ ჭ-ძემ ძმის ცოლი ნაჯახით საკუთარ სახლში მოკლა.  მან  55 წლის მაგული მ-შვილს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენა. დანაშაული ოჯახური კონფლიქტის დროს, რამდენიმე თვითმხილველის თვალწინ მოხდა,  აფექტში მყოფმა მამაკაცმა რძალს დარტყმა ისე მოულოდნელად მიაყენა, რომ  თვითმხილველებმა დანაშაულის აღკვეთა ვერ შეძლეს.  თუ რა გახდა ოჯახური დრამის მიზეზი, სამართალდამცველებისთვის დანაშაულის ჩადენიდან ძალიან მალე გახდა ცნობილი, მათ შემთხვევის ადგილზევე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მკვლელობას წინ უძღოდა დაძაბული ურთიერთობა მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირსა და გარდაცვლილ ქალბატონს შორის, რომელიც ნუგზარ ჭ-ძის შვილს ბავშვის შვილად აყვანაში დაეხმარა. ეს ისტორია მკვლელობამდე ერთი  წლით  ადრე დაიწყო. მაგული მ-შვილმა მაზლის ოჯახი ნაცნობი ექთნის დახმარებით დაუკავშირა  გოგონას,   რომელიც  ახალშობილის გაშვილებას გეგმავდა. 
საქმის მასალების მიხედვით, ნუგზარ ჭ-ძის შვილმა და რძალმა, შვილის გაჩენის რამდენიმეწლიანი უშედეგო  ლოდინის შემდეგ,  ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს. მათ სთხოვეს მაგული მ-შვილს, რომ გასაშვილებელი ბავშვის მოძებნაში დახმარებოდა. მაგული წარსულში საავადმყოფოში მუშაობდა და ნაცნობი ექთნისგან შეიტყო, რომ მეზობელ რაიონში გოგონა იყო ორსულად და შვილის გაჩენას მშობლებისგან მალულად აპირებდა. მაგულიმ ამ გოგონას კვალს თბილისში მიაგნო,  მოგვიანებით მას  რამდენჯერმე შეხვდა  და დეტალებზეც  შეუთანხმდა.  როგორც გამოძიებისთვის ოჯახთან დაახლოებული პირებისგან გახდა ცნობილი, ნუგზარი და მისი ცოლ-შვილი თავად სთხოვდნენ რძალს, მაგულის, რომ მათი ნდობით აღჭურვილი პირი და შუამავალი ყოფილიყო. 
ამონაწერი  გარდაცვლილი ქალის, მაგული მ-შვილის შვილის ჩვენებიდან: „დედაჩემი თვეების განმავლობაში ყველგან დაჰყვებოდა ორსულ გოგონას, ექიმთანაც კი დაჰყავდა, რომ ჯანმრთელი ბავშვი დაბადებულიყო. როდესაც ბავშვი სახლში მოიყვანეს, ბიძაჩემი დედაჩემით ისეთი კმაყოფილი იყო, მის სახელს იფიცებდა. მაგრამ სამი თვის შემდეგ ყველაფერი აირ-დაირია – გოგოს მშობლებმა ყველაფერი გაიგეს და ოჯახში მოგვაკითხეს ბავშვის უკან დაბრუნების მოთხოვნით. ბავშვი არაოფიციალურად იყო გაშვილებული, დედამისს 2 ათასი დოლარი გადავუხადეთ.  მისი მშობლები პოლიციის ჩარევითა და ბავშვის წართმევით დაგვემუქრნენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო უკმაყოფილება დედაჩემსა და ბიძაჩემს შორის. ნუგზარი დედას ეუბნებოდა, შუამავალი შენ იყავი და სიტუაციაც შენ უნდა მოაგვაროო.  დედამ შესთავაზა, სახლი გაყიდეთ და სხვაგან გადადითო, მაგრამ ამაზე უარი თქვეს.  იმ გოგოს ოჯახის წევრები – დედა და ძმა, რამდენჯერმე მოგვიცვივდნენ მუქარითა და ჩხუბით; დედას დაჭერითაც კი ემუქრებოდნენ.”
საქმის მასალების მიხედვით, მორიგი კონფლიქტი რძალსა და მაზლს შორის გაშვილებული ბავშვის ბიოლოგიური დედის ოჯახის წევრების ვიზიტს მოჰყვა. ამ ინციდენტს მაგული მ-შვილთან და ნუგზარ ჭ-ძესთან ერთად მათი ოჯახის რამდენიმე ახლობელიც შეესწრო.
ამონაწერი მოწმის, 42 წლის ნანა ბ-ოვის ჩვენებიდან: „ნუგზარისა და მაგულის მეზობელი ვარ, მათთან ახლო ურთიერთობა მაქვს და კარგად ვიცოდი ის პრობლემაც, რაც ამ ოჯახს ჰქონდა. იმ დღეს, როდესაც მკვლელობა მოხდა,  მაგულის დილით ველაპარაკე და  მითხრა, ეს საქმე გადამიყოლებსო. ძალიან ნერვიულობდა იმ ყველაფერზე, რაც ოჯახში ხდებოდა. მაზლი ხან მუქარით და ხან რბილად, სიტუაციის მოგვარებას სთხოვდა, მაგრამ მაგული ვერაფერს გახდა – ბავშვის ოჯახი მის უკან დაბრუნებას ითხოვდა. მათ ორჯერ მოიტანეს ის თანხა, რაც ნუგზარმა გადაიხადა, მაგრამ, არც ნუგზარმა და არც მისმა ცოლმა არც ფულს მოკიდეს ხელი და სახლშიც კი არ შეუშვეს ისინი. ბავშვის უკან დაბრუნებას არ აპირებდნენ. ნუგზარმა რამდენჯერმე თქვა: ერთი წელია,  ბავშვს ვზრდით და ცოცხალი თავით უკან არ დაგიბრუნებთო. მკვლელობის დღეს ნუგზარის სახლთან უცხო მანქანა შევნიშნე, მერე ეზოდან ხმაური შემომესმა. მივხვდი, რაც ხდებოდა მათ ოჯახში და დაუძახებლად შევედი. ეზოში ჩემთვის უცნობი სამი ადამიანი იდგა – ორი ქალი და ერთი კაცი. ხმაური მესმოდა სახლიდანაც – ბავშვის ბებია ნუგზარსა და მის ცოლს ეჩხუბებოდა. მაგულიც იქვე იყო. ნუგზარი ძალიან აღელვებული მივარდა მაგულის და უთხრა, როგორც გამხვიე ამ შარში, ისე გაიყვანე ეს ხალხი ჩემი ეზოდანო. ბოლოს თვითონ მოჰკიდა ხელი იმ ქალს და სახლიდან ეზოში ძალით გამოიყვანა. იქვე  დაჩეხილი შეშა  ეყარა, შეშასთან  ახლოს იდო  ნაჯახიც. მოულოდნელად ნუგზარმა ნაჯახი აიღო და იყვირა: ყველას თავს გაგიხეთქავთ, გადით ჩემი ეზოდანო. ის უცხო ხალხი, როგორც მივხვდი, წასვლას არც აპირებდს. მაგული ნუგზართან ახლოს იდგა, ჩვენ კი ცოტა მოშორებით ვიდექით და არ გვესმოდა, მაგული ნუგზარს ჩუმად რას ეუბნებოდა. უცბად ყველა ერთად გავხდით იმის მომსწრე, როგორ ჩაარტყა ნუგზარმა ქალს თავში ნაჯახი. მეორედაც რომ მოუქნია, ჩვენ ყვირილი ავტეხეთ. ქალი ძირს დავარდა და თავიდან თქრიალით წამოუვიდა სისხლი. პირველი მე მივვარდი მაგულის. მას თავი მიწაზე ედო, თავქვეშ კი სისხლის გუბე იდგა. არ მახსოვს, იმ არეულობაში ვინ გამოიძახა სასწრაფო. როცა ექიმები მოვიდნენ, მაგული უკვე სულს ებრძოდა. მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.  საკუთარი ქალიშვილის ხელში დალია სული.  ერთი, რაც მახსოვს, ისაა, რომ ნუგაზარი ეზოს ბოლოში დავინახე – მიწაზე იყო ჩაჩოქილი და ხმამაღლა ტიროდა. ცოტა ხანში პოლიციაც მოვიდა და ნუგზარი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.”       
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს მკვლელობის იარაღი – ნაჯახი, რომელზეც ქალის სისხლის კვალი იყო დარჩენილი. დაკავებულმა მამაკაცმა რძლის მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ აფექტში რძლის ქმედებებმა ჩააგდო, რადგან ის მათგან მალულად ცდილობდა ბიოლოგიური დედისთვის ბავშვის  დაბრუნებას. სასამართლომ ნუგზარ ჭ-ძე დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის ბრალდებით და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

скачать dle 11.3