კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაყიდა 30 თუმნად „კნიაზმა“ „შაჰის ნაჩუქარი სააკაძის ხმალი“ და როგორ შეაგროვებინა ხალხს ფული სტალინის ძეგლის დასადგმელად

2000 წელს მოსკოვში, პირველი კლინიკური საავადმყოფოს ეგრეთ წოდებულ „ვიპ“ პალატაში, ასი წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი საბჭოთა კრიმინალი ქართველი შალვა გიორგაძე, მეტსახელად „კნიაზი“ (თავადი). გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს, ამ არაორდინარული და საინტერესო ადამიანის ცხოვრებიდან.
„სააკაძის ხმალი“
შალვა გიორგაძის კრიმინალური საქმიანობა თაღლითობა იყო. თავის ბევრ აფერაში ის თავს კეთილშობილ თავადად ასაღებდა და „კნიაზი“, ანუ – თავადი, სწორედ ამიტომ შეარქვეს. მრავალჯერ ნასამართლევი შალვა გიორგაძე პირველად ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს მილიციამ დააპატიმრა, როდესაც „სააკაძის ხმლად“ წოდებული თაღლითობა ჩაიდინა.
1920 წლის თებერვალში 20 წლის შალვა გიორგაძემ პარიზიდან ჩამოსული ანტონ ფალავანდიშვილი გაიცნო, რომელიც ცნობილი პიროვნებებისგან სხვადასხვა პირად ნივთს ყიდულობდა და პარიზში მუზეუმის გახსნას აპირებდა. შალვა მას ანდუყაფარ ამილახვრად გაეცნო, დაუახლოვდა და „გაანდო“, რომ მამამისი, იოსებ ამილახვარი გიორგი სააკაძის ხმალს ინახავდა, რომელიც მას შთამომავლობით ერგო. თავისი სიტყვების დასტურად კი, ახალგაზრდა თაღლითმა ხმალზე გაკეთებული წარწერა მოიყვანა, რომელზეც სპარსულად იყო ამოტვიფრული: „ლომგულ მეომარს დიადი შაჰინ-შაჰისგან“. ერთ დღეს შალვამ „ჩუმად“ მიიყვანა სახლში პარიზიდან ჩამოსული ქართველი კოლექციონერი. ასევე „საიდუმლოდ“ უჩვენა „ძველებური“ „სააკაძისეული ხმალი“, რომელიც მეიდნელი მჭედლის მიერ იყო დამზადებული რვა აბაზად (თანამედროვე რვა ცალი ოცთეთრიანი), ხოლო სპარსული წარწერა კი იუველირს გააკეთებინა და ერთი წლის განმავლობაში მიწაში ჰქონდა დამარხული, რათა სიძველის იერი ჰქონოდა. შემდეგ კი გააპრიალა.
ფალავანდიშვილს, ეჭვიც კი არ შეჰპარვია ახალგაზრდა „კეთილშობილი თავადის“ სიტყვებში, რაც „მამამისმაც“ დაადასტურა და მათგან ოცდაათ თუმნად (სამასი ლარი) შეიძინა „სააკაძის ხმალი“. მამა ამილახვრის როლი დაქირავებულმა მსახიობმა შეასრულა, რომელსაც შალვა სამ თუმანს (ოცდაათი ლარი) შეჰპირდა. საბოლოოდ კი, მხოლოდ თუმანი (ათი ლარი) გადაუხადა და პირობა დაარღვია, თან დაემუქრა, რომ გათქმის შემთხვევაში, მასაც დაიჭერდნენ. მუქარის მიუხედავად, მსახიობმა მეორე დღესვე დააბეზღა ახალგაზრდა თაღლითი და ის მილიციამ დააპატიმრა. ორი წელი მიუსაჯეს და ციხეში ჩასვეს. ფალავანდიშვილს კი ფული დაუბრუნეს, ფალსიფიცირებული ხმალი ნივთმტკიცებად ჩამოართვეს და გამომძიებლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ კოლექციონერის დასარწმუნებლად, რომ ხმალი ყალბი იყო.
„წითელი“ ბუღალტერი
შალვა გიორგაძემ სულ რაღაც ერთი წელი დაჰყო ციხეში და კომუნისტებმა ის მაშინვე გაათავისუფლეს როგორც კი საქართველო გასაბჭოვდა. თაღლითი თავს ბოლშევიკების მომხრედ ასაღებდა და „ჩეკას“ ახალგაზრდა გამომძიებელი ისე გააბრუა, დააჯერა – თითქოს იმიტომ ჩაიდინა აფერა, რომ ქართველი თავადისთვის ზიანი მიეყენებინა.
გათავისუფლებულ თაღლითს თავად „ჩეკას“ გამომძიებელმა მისცა რეკომენდაცია და 21 წლის შალვამ ჯერ ექვსთვიანი საბუღალტრო კურსები გაიარა, შემდეგ კი უმცროს ბუღალტრად მოეწყო ნავთობპროდუქტების კომისიაში და „წითელი“ მოხელე გახდა. ნიჭიერმა ყმაწვილმა ძალიან მალე აუღო ალღო საბუღალტრო საქმეს. საჭირო ხალხი გაიცნო. ფინანსური მაქინაციების ქსელი გააბა და ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, „ფულის კეთებას“ შეუდგა. შალვა და კამპანია ყალბი ზედნადებების მეშვეობით ნავთობპროდუქტებს, რომლებიც წითელი არმიისთვის იყო განკუთვნილი, სომხეთის გავლით თურქეთში ყიდდნენ და სახელმწიფო 480 ათასი მანეთით აზარალეს. შალვამ კი ეს თანხა გამოიტანა და იმის მაგივრად, რომ თანამზრახველებისთვის გაენაწილებინა, თბილისიდან ოდესაში გაიპარა და პარტნიორები „გადააგდო“... იმ პერიოდში მსგავსი მაქინაციების გამო მხოლოდ მსუბუქი სასჯელი იყო გათვალისწინებული. ამიტომ, თაღლით თანამზრახველებს პირობითი სასჯელი გამოუტანეს, გიორგაძეზე კი, ძებნა გამოაცხადეს. თუმცა, „წითელ“ ბუღალტერს ჯიბეში ახალი საბუთები ედო, საფულეში კი – 480 ათასი მანეთი და შავიზღვისპირეთში ფანტასტიკურ დროს ატარებდა.
„იმპერატორის ნათესავი“
შალვა გიორგაძემ საბჭოთა ზღვისპირეთი, მართლაც რომ, „დაიპყრო“ და სხვადასხვა კურორტებზე ბოლო კაპიკამდე დახარჯა ნაშოვნი ფული. თანხა რომ ამოეწურა, 1925 წელს, 55 წლის დიმიტრი ვორონცოვთან ერთად, მოსკოვში გაემგზავრა. ვორონცოვი, ეგრეთ წოდებული, „თეთრი გვარდიის“ წევრი იყო, რომელიც საბჭოეთში სამეფო რეჟიმის აღდგენას გეგმავდა და ერთგული ადამიანების გადაბირებითა და ანტისაბჭოთა საქმიანობაში მათი ჩაბმით იყო დაკავებული. თეთრგვარდიელებს საფრანგეთში მყოფი რუსული ემიგრაცია აფინანსებდა. ვორონცოვი კი ერთ-ერთი გადამბირებელი გახლდათ. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილმა, 25 წლის ქართველმა თაღლითმა მალე აუღო ალღო რუს „ვერბოვშჩიკს“ (გადამბირებელს). მას იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ნათესავად, ბრწყინვალე თავად ალექსეი რომანოვად გაეცნო და „გაანდო“, რომ ახალგაზრდა, გულანთებულ პატრიოტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა – ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ და ამგვარად აპირებდნენ ძველი ხელისუფლების დაბრუნებას. გაბრუებულმა ვორონცოვმა „თავადი რომანოვი“ ერთ-ერთ არალეგალურ შეკრებაზე მიიყვანა. მან კი გამოცდილი რუსი იატაკქვეშელები ისე გააბრუა, რომ მომავალი ტერაქტის მოსაწყობად, მათ 35 ათასი მანეთი გამოართვა. შემდეგ გამოემშვიდობა და უკვალოდ გაქრა. იატაკქვეშელები კი „ჩეკას“ სპეცგანყოფილებამ დააპატიმრა. „თავად რომანოვზე“ ძებნა გამოცხადდა და მთელი მოსკოვი ფეხზე დააყენეს. თუმცა, შალვა უკვე ლენინგრადში ატარებდა დროს და 35 ათასი მანეთი თოთხმეტი თვე ეყო.
ბელადის ხსოვნისთვის...
1928-1951 წლებში შალვა გიორგაძემ სამჯერ მოიხადა სასჯელი თაღლითობისთვის და ყოველთვის დროზე ადრე ათავისუფლებდნენ სანიმუშოდ მოქცევისთვის. 1953 წლის მარტში, შავ სამყაროში მას უკვე კარგად იცნობდნენ და კნიაზს (თავადს) ეძახდნენ. 5 მარტს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა და ეს ამბავი საქვეყნოდ გამოაცხადეს, შალვა გიორგაძე თბილისში იმყოფებოდა. გონებამახვილმა თაღლითმა უმალვე ახალი აფერა მოიფიქრა. ბელადის ხსოვნის პატივსაცემად ფულის შეგროვება დაიწყო თბილისის სხვადასხვა დაწესებულების დამწუხრებულ თანამშრომლებში. ოთხი დღის განმავლობაში 78 ათასი მანეთი შეკრიბა და დროის გასატარებლად ქალაქ სოჭში გაემგზავრა. კნიაზი ხალხს ეუბნებოდა, რომ თითქოს ფული ბელადის უზარმაზარი ქანდაკების ასაგებად იყო საჭირო, რომელიც გორის ცენტრში უნდა დაედგათ, თავად კი გორელად ასაღებდა თავს. ეს თანხაც ბოლომდე „შეირგო“ შალვა გიორგაძემ და ის მხოლოდ 1956 წელს დააპატიმრეს თბილისში, 9 მარტის ცნობილი მოვლენების დროს და 10 წლით ჩასვეს ციხეში. თუმცა, მოხერხებული თაღლითი ისევ დროზე ადრე გაათავისუფლეს და 60 წლის კნიაზი 1960 წელს ციხიდან გამოუშვეს.

скачать dle 11.3