კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ მინდა, ჩემი შვილი დაიტანჯოს
ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ ჩემი შვილი მინდა გონს მოვიყვანო – ვიცი, ყოველთვის კითხულობს თქვენს რუბრიკას და იქნებ ცოტა მაინც შერცხვეს, როცა მიხვდება, რომ მისი დედა წერს მის ცუდქალობაზე. მე დიდხანს სიცოცხლე აღარ მიწერია, რადგან უკვე მოხუცი ვარ და თან ავადმყოფი, ამიტომ იმას კი არ ვდარდობ, მე როგორ ვიქნები, იმაზე ვწუხვარ და ის მიკლავს გულს, ჩემმა შვილმა როგორ უნდა იცხოვროს ჩემი სიკვდილის შემდეგ, რა უნდა უთხრას თავის სინდისს; რა უნდა უთხრას თავის შვილებს, როცა ჰკითხავენ, რატომ გყავდა ბებია მიგდებული უპატრონო მოხუცთა თავშესაფარშიო. არ ეშინია, რომ მასაც ასე მოექცევა ორივე?
ისეთი მძიმე ცხოვრება გავიარე, წიგნში ვერ წაიკითხავთ. მაკა რომ გამიჩნდა, ისეთი მძიმე მშობიარობა მქონდა, ძლივს გადამარჩინეს. ჩვენს პალატაში ერთმა გოგონამაც გააჩინა ბავშვი, იმასაც გოგონა ეყოლა, მაგრამ, სამშობიაროში დატოვა, არ წაიყვანა სახლში და ის ბავშვიც მე ვიშვილე. იქიდან ორი შვილით გამოვედი. ორ წელიწადში ქმარი ავარიაში დამეღუპა და დავრჩი ორი შვილით ხელში. ქმრისეული ბინა, რომელიც კანონით მე მეკუთვნოდა, მაზლმა და დედამთილმა ჩუმად გამიყიდეს და ბავშვებიანად ქუჩაში დამტოვეს. რა უნდა მექნა, დავბრუნდი დედასთან, რომელიც ჩემს ძმასთან ერთად ცხოვრობდა ორსართულიან სახლში, მაგრამ ერთ წელიწადში ჩემმა ძმამ ორშვილიანი ქალი შეირთო ცოლად, რის გამოც დედა დეიდაჩემთან გადაიყვანა, მე კი ბარგი ჩამილაგა და ქუჩაში გამაგდო – იმაზეც მადლობელი იყავი, რომ ერთი წელი უფასოდ იცხოვრე ჩემს სახლშიო. დღემდე არ მესმის, უზარმაზარი სახლიდან რატომ არ მეკუთვნოდა თუნდაც ერთი ოთახი ან დედაჩემს, რატომ არ ჰქონდა უფლება, თავისი შრომით მონაგებ სახლში ეცხოვრა.
ერთი სიტყვით, ორი პატარა ბავშვით ისევ ქუჩაში აღმოვჩნდი. თავიდან ჩემმა მეგობარმა შემიფარა, მერე კი ისევ დეიდაჩემს შევეცოდე და მეც, ჩემი შვილებიანად, მასთან გადავედი. ძალიან ვიწროდ ვცხოვრობდით და ნახევარჯერ მშივრები ვიყავით უფროსები, მაგრამ ის შეღავათი მქონდა, რომ დედა და დეიდა ბავშვებს უვლიდნენ, მე კი რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი, რომ პატარებისთვისაც და მოხუცებისთვისაც საჭმელი არ მომეკლო. ასე გაჭირვებით გავზარდე ორივე. გოგოები სკოლას რომ ამთავრებდნენ, ჯერ დედა გარდამეცვალა, მერე დეიდა, თავისი პატარა ბინა კი მე დამიტოვა ანდერძით, რადგან თვითონ გაუთხოვარი და უშვილო იყო. ჩემმა ძმამ რომ გაიგო, დეიდის ბინა ჩემს დას დარჩაო, მაშინვე მომაკითხა და წილი მომთხოვა (დედისა და დეიდის გასვენებაში მოსასვლელად კი ვერ მოიცალა). ვერაფერი რომ ვერ მიიღო, ჩემს ნაშვილებ გოგოს უთხრა, აყვანილი ხარო და ამით გადამიხადა სამაგიერო. ნათიამ ეს ამბავი ვერ გადაიტანა. ჯერ კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა – ვერ მაპატია, რომ ამდენი წელი სიმართლეს არ ვეუბნებოდი; მერე ვიღაცის დახმარებით მოძებნა თავისი ბიოლოგიური დედა (სხვათა შორის, საკმაოდ საეჭვო ყოფაქცევის), წავიდა მასთან და მე სამუდამოდ დამივიწყა. მაკა კი, ჩემი ნამდვილი შვილი, რატომღაც ძალიან ეგოისტი გაიზარდა (ალბათ, ჩემს ძმას დაემსგავსა). არც მანამდე მექცეოდა მაინცდამაინც კარგად, მით უმეტეს, რომ ქმარიც ძალიან ხარბი შეხვდა; მაგრამ მას შემდეგ, რაც ბინა გადავუფორმე, ორივემ მომიძულა, საერთოდ აღარაფრად მაგდებდნენ, ზედაც არ მიყურებდნენ. არც კი ამჩნევდნენ, ვიყავი თუ არა სახლში, მშიოდა თუ მწყუროდა. ერთ დღეს კი ფეხი მოვიტეხე, მეორე დღესვე წამიყვანეს მოხუცთა თავშესაფარში და მას შემდეგ მხოლოდ ტელეფონით კითხულობენ ჩემს ამბავს, ისიც ალბათ იმიტომ, რომ თუ მოვკვდები, ფული ტყუილად აღარ გადაიხადონ.
მე ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს, არ მინდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემი შვილი დაიტანჯოს, რადგან, ერთხელაც დადგება დღე, რომ ძალიან გაუჭირდება, ძალიან მოენატრება და დასჭირდება დედა, მაგრამ, რომ გაახსენდება, როგორ მომექცა, მთელ სიცოცხლეს წამებასა და სინანულში გაატარებს. თუმცა უკვე ძალიან გვიან იქნება. ამიტომ, სანამ კიდევ აქვს ცოტა დრო, ანუ, სანამ ჯერ კიდევ არ მოვმკვდარვარ, მოვიდეს ჩემთან და მე ყველაფერს ვაპატიებ.
ლიანა, 70 წლის.

скачать dle 11.3