კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

სალაია
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი – სალა.
სალაია მოიხსენიება დღევანდელი ოჩამჩირის რაიონის სოფელ თხინას მოსახლეობის 1837 წლის აღწერის სიაში.
სალაიათა გვარი დღეს უპირატესად გურიაში სახლობს.
საქართველოში სულ 55 სალაია ცხოვრობს: ოზურგეთში – 14, რუსთავში – 13, ფოთში – 13. არიან სხვაგანაც.
სხირტლაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი სხირტლა.
1840-იანი წლების აღწერით, სხირტლაძეები ცხოვრობდნენ სოფლებში: გორი, კვაცხუთი, მრავალძალი, სხვავა. სოფლებში – გორსა და კვაცხეთში სხირტლაძეები არიან საბატონო გლეხები, მრავალძალში – საეკლესიო გლეხები, სხვავაში კი – წერეთლის საბატონო გლეხები.
სხირტლაძეებს ჰყავდათ ბევრი სახელოვანი ადამიანი და მამულიშვილი.
საქართველოში 2 573 სხირტლაძე ცხოვრობს: თბილისში – 1 220, საჩხერეში – 284, ჭიათურაში – 179. არიან სხვაგანაც.
გეტაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი გეტა.
გადმოცემის მიხედვით, გეტაშვილი და ცეცხლაძე მონათესავე გვარებია.
ისტორიულ საბუთებში ამ გვარის შესახებ მწირი ინფორმაციაა.
პეტრე გეტაშვილი, მისი მეუღლე და შვილები მოიხსენიებიან სოფელ დიდ ენაგეთში 1823 წელს.
საქართველოში 26 გეტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 24, კასპში – 2.
ბზეკალავა-ბზაკალია
ბზეკალავა გურიაში წარმოშობილ გვარად ითვლება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ფუძედაა გვარში სიტყვა ბზეკალი, რომელიც გურულებთან აღნიშნავს ბავშვის სათამაშო მშვილდისარს. სამეგრელოში დაფიქსირებულია რამდენიმე კომლი.
ასევე, გვხვდება გვარი ბზაკალია. ეს გვარი ბზეკალავადანაა წარმოშობილი.
საქართველოში 215 ბზეკალავა ცხოვრობს: ლანჩხუთში – 133, თბილისში – 36, ბათუმში – 20. ცხოვრობენ სხვაგანაც.
მურვანიძე-მურვანიშვილი
საკუთარი სახელი მურვანი მოიხსენიება მეხუთე საუკუნის საქართველოში. მეათე-მეთერთმეტე საუკუნის ატენის სიონის წარწერებში კი დასტურდება მოღვაწეები – მურვან, გაბიტა, გაბაიას სახელებით. მეთერთმეტე საუკუნეში ქველის ერისთავ-ჯაყელს, ასევე, მურვანი ერქვა. ცნობილია 1795 წლის მურვანიშვილის არზა, ანუ სიგელი, განკარგულება, საბუთი.
მურვანიშვილები არიან ახალქალაქში, აგრეთვე ქარელის რაიონში. ზემო იმერეთშია სოფლის უბანი მურვანაშვილების სახელწოდებით, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის თხილნარის საკრებულოში არის სოფელი მურვანეთი. ამ გვარისანი სოფელ ქობულეთშიც ცხოვრობენ.
სახელი მურვანი და გვარი მურვანაშვილი აჭარლებს 900-1000 წლის წინათ და უფრო ადრეც ჰქონიათ. მაჭახელის ხეობის მკვიდრთა შორის ყოფილან მურვან გივიშვილი, მომესწარა და მირიონ მურვანაშვილები. იყვნენ საქართველოს სხვა მხარეებშიც.
მურვანიძეების პირველი ადგილსაცხოვრებელი შუახევის რაიონშია. აქედან განითესნენ აჭარის სხვა კუთხეებსა და გურიაში, ხოლო ამ 10-15 წლის წინათ – მესხეთ-ჯავახეთშიც.
საქართველოში 1 228 მურვანიძე ცხოვრობს: ლანჩხუთში – 347, ბათუმში – 229, თბილისში – 207. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3