კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავაღწიოთ თავი სექსუალურ უძლურებას, ავიმაღლოთ იმუნიტეტი და გავიახალგაზრდავოთ ორგანიზმი


ნიორი აძლიერებს სასქესო ჯირკვლების სეკრეციას და  ამაღლებს სქესობრივ აქტივობას. მიიღეთ დღეში 3 კბილი ნიორი ან მისი ნაყენი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: 1 ჩაის კოვზი დანაყილი ნიორი გახსენით 300 მილილიტრ ანადუღარ ცივ წყალში. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ მიიღეთ 100 მილილიტრი, დღეში 3-ჯერ.
ხახვი ამაღლებს სქესობრივ მოთხოვნილებას, აძლიერებს სასქესო ჯირკვლების მოქმედებას, ზრდის ორგანიზმში სპერმის გამომუშავებას. ჭამეთ ნედლად ან მიიღეთ მისი ნაყენი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: წვრილად დაჭერით 3 თავი ხახვი, დაასხით 400 მილილიტრი თბილი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, 100-100 მილილიტრი. რეკომენდებული არ არის ამ ნაყენის დიდხანს მიღება მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.
სქესობრივი ფუნქციის შესუსტებისას გამოიყენეთ ახალგამოწურული სტაფილოს წვენი თაფლთან ერთად. მიიღეთ დღეში 4-ჯერ, თითო სადილის კოვზით, თანაბარი რაოდენობის სტაფილოს წვენისა და თაფლის ნარევი.
ასევე, ჭამეთ D ვიტამინის შემცველი პროდუქტები და გაიახალგაზრდავეთ ორგანიზმი. კალციფეროლის ანუ D ვიტამინის მთავარი და ძირითადი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისებას, არეგულიროს ფოსფორისა და კალციუმის ბალანსი. ვიტამინი D აუცილებელია სისხლის შედედების, გულის ნორმალური მუშაობისთვის, ნერვული სისტემის აგზნების დროს მისი რეგულაციისთვის. კალციფეროლი მონაწილეობს ძვლის ტვინის წარმოქმნასა და ზრდის პროცესში.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ვიტამინის აუცილებელი დოზის მიღება არ შეიძლება მხოლოდ კვების პროდუქტებით, რადგან, მხოლოდ ზოგიერთი მათგანი შეიცავს მას და, ისიც, არასაკმარისი რაოდენობით. D ვიტამინს შეიცავს: კვერცხი, რძე, კარაქი, ღვიძლი, თევზეული. გარდა ამისა, D ვიტამინის წარმოქმნას, ასტიმულირებს სხეულის მასაჟი, ის ჯანმრთელად ინახავს კანს და აახალგაზრდავებს მას.
ვაშლი მდიდარია ორგანული მჟავებით, რკინითა და ვიტამინებით. ის საუკეთესო დიეტური პროდუქტია. მასში არსებული ორგანული მჟავები ხელს უწყობს ნაწლავებში მიკროფლორის გაუმჯობესებას, ხოლო ნორმალური ბიოლოგიური მიკროფლორა ხელს უწყობს ორგანიზმის მყარი იმუნური სისტემის შენარჩუნებას. ის კარგი შარდმდენი საშუალებაცაა; სასარგებლოა შეშუპებისა და დიათეზის დროს. ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს ფრუქტოზას.

რა კავშირშია ადამიანის ხასიათი კონკრეტული დაავადების განვითარებასთან
ისინი, ვინც ძალიან ადვილად ბრაზდებიან, კარგავენ წონასწორობას, სიამოვნებას იღებენ ჩხუბისა და დაძაბული ურთიერთობის შედეგად, ალერგიისადმი არიან მიდრეკილნი. ნერვული სისტემის პერიოდული გაღიზიანება იმუნიტეტს აიძულებს, მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში იყოს.
ხარბ ადამიანებს აღენიშნებათ ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევები, აწუხებთ კუჭის შეკრულობა, ნაწლავთა გაუვალობა, დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ამის გამო დარღვეულია ორგანიზმის თვითრეგულაცია, რაც ონკოლოგიურ დაავადებათა გამომწვევია. მოსალოდნელი საშიშროების პირველი ნიშნები შეიძლება იყოს ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და ხშირი გაციება, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს იმუნიტეტზე.
დარდისა და წუხილისადმი მიდრეკილება ადამიანებში სხვადასხვანაირად აისახება. დარდი, წუხილი, მელანქოლია ცხოვრებით უკმაყოფილებას იწვევს, რის გამოც ზიანდება სასუნთქი ორგანოები – ფილტვები, ბრონქები და ტრაქეა, რადგან ადამიანის ემოციურ სფეროსთან სწორედ ეს ორგანოებია ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული.
ისინი, ვინც საკუთარ თავს ყველაზე ჭკვიანად და წარმატებულად მიიჩნევენ, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ფსიქიკური დაავადებების ან კუჭის წყლულის განვითარების მიზეზი გახდეს. ასეთი ადამიანები მუდმივად აღგზნებულები და დაძაბულები არიან. სხვებთან შედარებით, ისინი უფრო ხშირად ავადმყოფობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, წყლულებით, ფსიქიკური დარღვევებით.
ზედმეტად მომჭირნე ადამიანებს ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. მათ ორგანიზმში მუდმივად მაღალია ეგრეთ წოდებული „განგაშის ჰორმონის” დონე, რაც, თავის მხრივ, სისხლძარღვთა ქრონიკულ სპაზმს იწვევს. ამაზე პირველად რეაგირებს ტვინის ყველაზე მგრძნობიარე სისხლძარღვები. ამ დროს ხშირია თავის ტკივილები და იზრდება ინსულტის ალბათობა.

როგორ ამოვიცნოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფუნქცია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაა. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები განპირობებულია ჰორმონების გამომუშავების ორი ტიპის დარღვევებით. ის პირდაპირ არის დაკავშირებული გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობასთან. ჰორმონების სიჭარბის დროს ვითარდება თირეოტოქსიკოზი, ხოლო ჰორმონების ნაკლებობისას – ჰიპოთირეოზი. თირეოტოქსიკოზის დროს აღინიშნება სამი სიმპტომი: ჩიყვი, თვალის კაკლების გადიდება, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა და, მესამე – ტაქიკარდია ანუ გულისცემის აჩქარება. დაავადების დროს იცვლება ადამიანის ხასიათი, რადგან ირღვევა ორგანიზმში ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირება. ასევე, აღინიშნება სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ადამიანი მკვეთრად იკლებს წონაში, ვითარდება სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, მუდმივად სიცხის შეგრძნება, ხშირი პულსი, ხელების კანკალი, გულის არეში ტკივილის შეგრძნება, ადვილად დაღლა.
ჰიპოთირეოზის დროს ჯირკვლის მიერ გამომუშავდება ჰორმონების მცირე რაოდენობა. დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ჰიპოთირეოზი ვითარდება ორგანიზმში იოდის დეფიციტის ფონზეც, ამ დროს იზრდება ფარისებრი ჯირკვალი. ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: წონაში მატება მიუხედავად მადის უქონლობისა; ადამიანს ემტვრევა ფრჩხილები და ექერცლება კანი; კიდურები მუდმივად ცივი აქვს; აღენიშნება შეშუპება და ყაბზობა. ადამიანი ამ დროს ენერგიისგან დაცლილი და დეპრესიულია.

რა სიმპტომები ახასიათებს პნევმონიას
ჩვეულებრივ, პნევმონია უეცარი შემცივნებით იწყება, ტემპერატურა იმატებს 39 გრადუსამდე და იწყება ტკივილი ფერდის არეში. დასაწყისში აღინიშნება მშრალი ხველა, შემდგომ კი – ნახველი. პნევმონიის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. თავს იჩენს ტკივილი გულის არეში, ღვიძლის ციროზი, ურემია. გირჩევთ, სანამ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება და პიკს მიაღწევს, ნებისმიერი პირველადი სიმპტომის დროს, დაუყოვნებლად მიმართეთ ექიმს.
პნევმონია ფილტვის პარენქიმის მწვავე ანთებაა, რომელიც ფილტვის ქსოვილის ყველა სტრუქტურულ ელემენტს მოიცავს. მწვავე პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიებია პნევმოკოკები. ბაქტერიების გარდა, პნევმონიის გამომწვევია ვირუსები, სოკოები, ქლამიდია და მიკროპლაზმები. მკურნალობისთვის აუცილებელია გამომწვევი ფაქტორის ზედმიწევნით დადგენა.
მიკროორგანიზმები ფილტვებში ყველაზე ხშირად ზემო სასუნთქი გზებიდან ხვდება, უფრო იშვიათად კი – სისხლის ან ლიმფოგენური გზით. ადამიანის ორგანიზმს აქვს სასუნთქი გზების ინფიცირებისგან დაცვის მექანიზმები. სასუნთქ გზებში მოხვედრილი ნივთიერებისგან გათავისუფლებისთვის მნიშვნელობა აქვს ხველის რეფლექსს. დაცვითი სისტემების ნებისმიერი დარღვევა მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. პნევმონიის გავრცელების ხელშემწყობი პირობებია: ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, იმუნოდეფიციტი, ჭარბი ალკოჰოლი, გაციება, თამბაქო და ასე შემდეგ.

თუ გრიპს, გაციებასა და ხველას სწორად უმკურნალებთ, სწრაფად განიკურნებით
 გაციების პირველივე სიმპტომის გამოვლინისას, ბევრი სვამს ასპირინს. გაითვალისწინეთ, რომ ეს პრეპარატი ებრძვის დაავადების შედეგს და არა მიზეზს. ზოგადად, გრიპის დროს ასპირინის დალევა არ არის რეკომენდებული, რადგან ის აძლიერებს ჰემორაგიულ სინდრომს, ანუ ზრდის სისხლძარღვთა გამავლობას, რამაც, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს. ასევე, გრიპის დროს ანტიბიოტიკების მიღებაც არ იძლევა შედეგს, რადგან ისინი არ მოქმედებს ვირუსზე. გრიპის დროს ზოგი არაყს სვამს და ჰგონია, ამით თავს დაიცავს. სპირტი არ არის ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება, პირიქით, ის ასუსტებს ორგანიზმს და აქვეითებს იმუნიტეტს. გარდა ამისა, ბევრი მედიკამენტი ალკოჰოლთან შეუთავსებელია და მათი ერთდროული მიღება სასტიკად იკრძალება.
გაციების დროს ბევრი ჩვენგანი მკურნალობას თავს არიდებს და ფიქრობს, რომ ეს თავისით გაივლის. არადა, გართულებულმა გაციებამ,  შესაძლოა, სერიოზული დაავადება გამოიწვიოს. ამიტომ, გირჩევთ მოერიდოთ ძლიერმოქმედი აბების მიღებას გაციების დასაწყისშივე, რადგან ბევრი სხვა ეფექტური საშუალებაც არსებობს. თუ დროულად დაიწყებთ მკურნალობას, სურდოს რამდენიმე დღეში დააღწევთ თავს.
სამკურნალოდ კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინჰალაცია: აადუღეთ წყალი, ჩააწვეთეთ მასში რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი, თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და ცხელი ორთქლი ისუნთქეთ. ევკალიპტს ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და სუნთქვას მკვეთრად აუმჯობესებს. თუ ოფლის მოდენა გინდათ, მდუღარეში დარიჩინი ჩაუმატეთ. ის ოფლის მოდენაში დაგეხმარებათ და ორგანიზმს გაათბობს. მდუღარე წყალში ჩამატებული ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი ვირუსებს ანადგურებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ყელის ტკივილის დროს კი სავლები დაგეხმარებათ: თბილ წყალში ჩაუმატეთ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი და ყელში გამოივლეთ. ამ მცენარეს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს და ინფექციას იოლად ამარცხებს.
ხველის დასაწყისშივე მთავარია, კარგად ჩათბეთ და იმუნიტეტი გაიძლიეროთ, რათა ორგანიზმს ხველასთან ბრძოლაში დაეხმაროთ. ამ დროს ძალიან კარგია პიტნის ნაყენი წიწაკით: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ პიტნის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი და ერთი მწიკვი დაფქული წიწაკა. ნაყენი დალიეთ ცხელი.
ორგანიზმის დასაცავად ძალის გასაძლიერებლად კარგია C ვიტამინის შემცველი პროდუქტების მიღება: 1 ჩაის კოვზი ასკილის სიროფი, 2 სადილის კოვზი ჭარხლის წვენი, 2 სადილის კოვზი კეფირი ან მაწონი კარგად აურიეთ ერთმანეთში, ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი და სვით რამდენიმე დღის განმავლობაში.

скачать dle 11.3