კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მაფი“ თუ „ნატო“

ანუ ქათამი თუ კვერცხი?!

 მართალია, ჩვენი გული ძალუმად ძგერს, თავდაპირველად, „მაფის“ მიღების, ამის შემდეგ კი – „ნატოში“ დავანების მოლოდინში, მაგრამ, რაკი არც მამაცთა ნებაზეა ომი და არც მკვირცხლთა ნებაზე – რბოლა, თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ მოთმინებითა ჩვენითა არა მხოლოდ სასუფეველს ვეწევით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსაც!  
გრძნობათა ამ ჭიდილში „ნატოს“ წარმომადგენელმა ჩვენს რეგიონში, მრავალჭირნახულმა ჯეიმს აპატურაიმ გვაუწყა, რომ, თუმცა „ნატოს“ წევრობისთვის „მაფი“ აუცილებელია, ის არ მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, აი, რუსეთისგან მომდინარე რისკებს კი გაზრდის.
ამიტომაც, ზედაც, ამ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდა, რომ „მაფი“ არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის. თანაც, გვირჩია, იმპლემენტაციას „მიაწექით“ და, ადრე თუ გვიან, პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც დაგაწევთო.    
მომყავს ციტატა (ბ-ნი აპატურაის, რასაკვირველია): „მაფის“ საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის და გულახდილად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რისი გაკონტროლებაც ძნელად თუ შეგვიძლია. რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ეს არის პრაქტიკული იმპლემენტაცია.“ და იქვე გვირჩია, რომ „პროცესს დააზიანებს, თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე „მაფი“ დასახელდება მიზნად“.
არც ის დაგვიმალა, რას მოიმოქმედებდა, თავად რომ ყოფილიყო ასპირანტი ქვეყნიდან: „ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა „ნატოში“ შესვლა და არა „მაფის“ მიღებაო.“
თუმცა აქვე იბადება მეორე კითხვა: თუ „მაფს“ ვერ მივიღებთ, „ნატოში“ როგორღა შევალთ?! სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, კაცობრიობა გადაწყვეტს დილემას: და მაინც, რომელი გაჩნდა პირველი: ქათამი თუ კვერცხი?!
მეორე მხრივ („მაფიც“ რომ გვერდზე გადავდოთ და კვერცხიც), შეუძლებელია, არ დაეთანხმო ბ-ნ აპატურაის, რომ „მაფის“ მინიჭება რისკს ზრდის გავეშებული რფ-ის ფაქტორის გათვალისწინებით. მართალია, ბ-ნი აპატურაი მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ ეს საქართველოს უზრდის რისკს, მაგრამ, რეალურად, რისკი  „ნატოს“ გაეზრდება, თუ გაეზრდება. ამიტომაც სიფრთხილეში ვერც გაამტყუნებ, ვინაიდან, როგორც ჩანს, თვით „ნატოსაც“ არ ავიწყდება ქართული საყველპურო გამოთქმა: „ჯერ თავო და თავო, მერე ასპირანტებოო“. –

скачать dle 11.3