„გულს ნუ გაიტეხ, ბაჩუკი“
ანუ როდის დაგვპატიჟებენ „ქორწილში“
თუმცა უკვე გვაცნობეს, რომ „მაფი“ კვლავ ოცნებად რჩება (პათოსით: რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები), სამაგიეროდ, „ნატოს“ თებერვლის მინისტერიალის ვახშამზე დაგვპატიჟეს.
როგორც ჩვენმა თავდაცვის უწყებამ განმარტა თავდაცვის მინისტრის ბაგეებით: მსგავს ოფიციალურ ფორმატში მიწვეული არათუ ჩვენ, არცერთი არაწევრი ქვეყანა არ ყოფილა (მოკვდი მტერო, იხარე ჭერო!)!
მომყავს ციტატა: „თებერვლის მინისტერიალი, სხვათა შორის, საინტერესოა იმიტომ, რომ პირველად დაპატიჟეს საქართველო „ნატოს“ წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე.“
შესაბამისად, ჩვენც ფრიად გაგვიხარდა, რომ მთლად კბილს თუ ვერა, ჩანგალს მაინც გავკრავთ ჩვენს ავისმოსურნეთ (ეს ჟესტი ადასტურებს, რომ მათიანი ვართო, – გვარწმუნებს ჩვენი თავდაცვის მინისტრი).
მოკლედ, რაკი ვახშამზე დაგვპატიჟეს, უფრო მეტ აქტუალურობას იძენს რიტორიკული პასაჟი: ნეტავ, ქორწილში არ დაგვპატიჟებენ?! –