კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“

 „არა, არა, მოვიტაცებ…“

 შესაძლოა, იმის გამო, რომ ჩვენებური „რესპუბლიკელები“, როგორც წესი, ლიბერალიზმის ავანგარდში მოექცევიან ხოლმე (ასე განსაჯეთ, ერთნაირსქესიანთა ქორწინება პროექტშიც არ იყო კი არადა, არაცნობიერიდან ცნობიერში არ ამოსულიყო, როდესაც ზოგიერთმა „რესპუბლიკელმა“ ამგვარი ქორწინების ალბათობა წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა), თვით ფარულ პატრულირებასაც კი ეწინააღმდეგებიან, მოტივით: მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს შეჭრას შეუწყობს ხელსო (არ მკითხოთ, რატომ, არ ვიცი – ).
ეს ფარული პატრულირება კი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ საპატრულო პოლიციას ამოსაცნობი ნიშნების გარეშე შეეძლება, გააკონტროლოს, არღვევს თუ არა მოქალაქე საგზაო მოძრაობის წესებს (და მოქალაქეები კი ისე თავგანწირვით არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, თუ საპატრულო მანქანას ვერ ხედავენ ან იციან, რომ ვიდეოკამერა არ დგას, თავი დიდგორზე თუ არა, ბასიანის ბრძოლაში გეგონება).
თუმცა პარლამენტი რამდენიმე დღეში აპირებს პროექტზე მუშაობის დაწყებას, „რესპუბლიკელები“ ამთავითვე აცხადებენ, რომ ამ ფორმულირებას მხარს არ დაუჭერენ. ოღონდ, ამ საქმეში მარტონი არ არიან, „თავისუფალი დემოკრატებიც“ შეუამხანაგდნენ და „ნაციონალებიც“.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს პოლიციას ხან იმას უწუნებენ, ჯეროვან სიმკაცრეს ვერ იჩენს და კრიმინალი თავზე წამოგვასხდაო, მაგრამ, თუ რეიდებს დაიწყებს, იგინივე მაშინვე განგაშის ზარებს არისხებენ – მოქალაქეთა შემოწმება ადამიანის უფლებებს არღვევსო, სიტუაცია კომედიურია, აი, ბურნუთა რომ ქალს იტაცებს და გამტაცებლებს ამუნათებს: ხელი არსად წაავლოთო. –

скачать dle 11.3