კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გალობს პატრიარქის გუნდთან ერთად 9 წლის ასაკიდან ყოველ შობის ღამეს ლიზა ჩიჩუა და სად ნახა მან აცრემლებული ილია მეორე

წლების წინ ლიზა ჩიჩუა მაყურებელმა „ანა-ბანას“ პროექტიდან გაიცნო  – ნიჭიერი გოგონა დიდი თვალებითა და ლამაზი, წკრიალა ხმით. მას მერე ის არაერთ კონკურსში მონაწილეობდა და ყველგან წარმატებას აღწევდა. რაც მთავარია, 13 წლის ლიზა უკვე ოთხი წელია, შობის დღესასწაულზე სამებაში თამრიკო ჭოხონელიძესთან და სამების გუნდთან ერთად ულამაზეს საგალობელს – „ალილოს“ ასრულებს. ამ საოცარ ღამეს მისი ბავშვური, სუფთა ხმა მის მსმენელებში უფლისადმი კიდევ უფრო მეტ მოკრძალებასა და სიყვარულს აღძრავს.
ნანა ასათიანი (მუსიკოსი, კონსერვატორიის პედაგოგი, ლიზას ბებია): ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, შვილიშვილების მუსიკალურ განათლებას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი. 5 წლის ასაკში ლიზა თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიაში მივიყვანეთ, თავიდან კი ქალბატონი ლიზიკო იყო მისი პედაგოგი. ყოველ წელს საანგარიშო კონცერტები იმართებოდა, რომლებიც ლიზა რეგულარულად მონაწილეობდა. ასე ნელ-ნელა ეჩვეოდა სცენას. ქალბატონმა ლიზიკომ ძალიან კარგი საფუძველი ჩაუყარა და შემდეგ გადავიდა თამრიკოსთან. საკუთრივ სტუდია და ჭოხონელიძეები მოსწავლეებს სიმღერის გარდა მრავალმხრივ, საინტერესო განათლებას აძლევენ და, რაც მთავარია, ძალიან ბევრ შესანიშნავ ქართულ სიმღერას ასწავლიან. პირველად 9 წლის იყო ლიზა, როდესაც თამრიკომ სამებაში წაიყვანა და აგალობა საპატრიარქოს შესანიშნავ გუნდთან ერთად. ეს გრძელდება უკვე ოთხი  წელია. თავიდან ლიზა ვერც აცნობიერებდა, რა ხდებოდა, მაგრამ, პირველი გალობის დასრულებისთანავე გაფართოებული თვალებით უამბობდა მშობლებს: „იცით, რა კარგი იყო სამებაში“?! მისთვის გუნდთან ერთად გალობა უცხო იყო, ისევე როგორც ის საოცარი გარემო, რომელიც შობის ღამეს სუფევს სამების ტაძარში. ამ დროს ყველას განწყობა განსაკუთრებულია, შეუდარებელია. ეს იგრძნო პატარა ბავშვმა და სრულიად გაუცნობიერებლად დაეუფლა ამ ყველაფრისადმი საოცარი მოკრძალების გრძნობა. ცდილობდა, მაქსიმალურად ფაქიზად, განწყობის, სიტუაციის შესაბამისად წარმოეჩინა გალობა, რასაკვირველია, რამდენადაც მას შეეძლო.
ლიზა ჩიჩუა: სამებაში საოცარი გრძნობა დამეუფლა, რომელსაც ვერ აღვწერ. თან, ისეთ გუნდთან ერთად მიწევდა გალობა, რომელიც ჩემში ძლიერ ემოციებს აღძრავდა. მათი მხრიდან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი: „ჩვენი ლიზა, მოვიდა“. სამებაში გალობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ, ყოველ წელს ძალიან ვღელავ და განვიცდი. ხალხი აქ სრულიად სხვანაირი მეჩვენებოდა, საოცარი სახეები ჰქონდათ, ყველა გარინდებული იყო რაღაცის მოლოდინში. როცა გალობა დავიწყე, ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ შემეშინდა, ეს იდილია არ დამერღვია.
ქალბატონი ნანა: ინტერნეტში ვნახულობდით ლიზას წინა გამოსვლებს და ასეთი კომენტარი წავიკითხე: გåëèêîëåïíî!!!, რომლსაც წერდა Õîð გჭëჭჭìñêîჯî ìîíჭñòûðÿ. შემდეგ მათ გვერდზე შევედით და საოცრად გალობენ. რასაკვირველია, მათი ასეთი მაღალი შეფასება  ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.
– ლიზა, ვისი შეფასება იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
ლიზა: ქალბატონი თამრიკოსი და ბებიასი. ბებია განსაკუთრებით ბევრ შენიშვნას მაძლევს; სურს, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდეს, ყველა დეტალს საგულდაგულოდ მამუშავებინებს. დედა და მამა უმეტესად შინ გვიან ბრუნდებიან, რადგან მუშაობენ. მათ შაბათ-კვირას ვხედავ ხოლმე. მაგრამ, როდესაც ისმენენ ჩემს სიმღერას, საოცრად ღელავენ.  როცა მე ვმღერი, მამა ისე ღელავს, რომ ოთახიდანაც კი გადის;  დედა კი, პირიქით, დაკვირვებით მისმენს და მერე რჩევასაც მაძლევს – ისიც მომთხოვნია ჩემდამი.
– ვინ გამხნევებს გალობის დროს?
–  ქალბატონი თამრიკო, რომელიც მეუბნება: „არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება“. ბებიაც ყოველთვის ჩემ გვერდით არის. ერთი წელი მარიამ როინიშვილთან ერთად ვიგალობე, რადგან ქალბატონი თამრიკო ავად იყო. ორივე საოცრად ვღელავდით, ერთმანეთს ვამხნევებდით და, საბოლოოდ, ვფიქრობ, კარგი გამოვიდა ჩვენი დუეტი. წელს ინტერვიუში დადებითად შემაფასა და ძალიან გამიხარდა.
– არაერთ კონკურსში მონაწილეობ და თან ძალიან წარმატებულად.
– პირველად „ანა-ბანაში“ ვიყავი, კარგად მახსოვს ის პერიოდი. „სანოსთან“ მქონდა ერთი დუეტი და  ძალიან კარგი იყო, ყველაზე კარგი პარტნიორი მე მყავდა. შემდეგ იყო საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მუზა“, რომელშიც ვმონაწილეობდი და მივიღე გრანპრი. 2013 წელს ვიყავით რომში, სადაც ჩატარდა კონცერტი თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიის ბავშვების მონაწილეობით. ჩვენ შევასრულეთ ქართული და იტალიური სიმღერები. 2013 წელს თბილისში ჩატარდა სიმღერის ფესტივალი „5 ვეგა“, სადაც გავხდი ლაურეატი, ხოლო 2014 წლის ნოემბერში ჩატარდა კონცერტი საფრანგეთში, ქართველთა სათვისტომოს მამულში – ლევილში. იქ შევასრულე რევაზ ლაღიძის „განთიადი“. კონცერტის დასრულების შემდეგ მომიახლოვდნენ ხანში შესული ქართველი ქალბატონები და ბატონები, ლევილის მკვიდრები და თვალცრემლიანებმა მითხრეს, რომ ამ სიმღერამ ისინი აატირა. ამან საოცრად ამაღელვა, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, როგორ გამომეხატა მათდამი ჩემი თანაგრძნობა და სიყვარული.
ქალბატონი ნანა: ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარდა შესარჩევი ტური საერთაშორისო ფესტივალისთვის – „ენა და კულტურა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 170 ქვეყნის წარმომადგენლები და რომელიც ევროპარლამენტის ეგიდით ტარდება. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოეული ექსპერტები. ჟიურიმ ლიზას კანდიდატურა შეარჩია.
ლიზა: მაისში მივდივართ ბუქარესტში, სადაც ფესტივალი ტარდება. ჩვენ მიგვაქვს ქართული ხალხური სიმღერების პოპური და ახლა ამაზე ვმუშაობთ. ძალიან რთული, ლამაზი და საინტერესოა.
– პატრიარქს როდისმე შეხვედრიხარ?
– ერთხელ შევხვდი. ქართველი ემიგრანტი ბავშვები ჩამოვიდნენ ამერიკიდან, ქალბატონმა თამრიკომ ისინი და სტუდიის ბავშვები ერთად წაგვიყვანა პატრიარქთან და კონცერტი გავმართეთ. ჩემთვის ძალიან ემოციური და განსაკუთრებული იყო პატრიარქთან შეხვედრა – ქალბატონ თამრიკოსთან ერთად მივედი მასთან და მან დაგვლოცა. კარგად მახსოვს, ბავშვები „თბილისოს“ რომ ვმღეროდით, ცრემლები ჩამოსდიოდა.
–  ცნობილი ექიმების ოჯახიდან ხარ. შენც ექიმობას ხომ არ აპირებ?
– სიმღერა ჩემთვის გატაცებაზე უფრო მეტია, მაგრამ სამომავლოდ ექიმობას ვაპირებ. ალბათ, თვალის ექიმი გავხდები, როგორც მამა. ოპერაციებსაც ვესწრები – ეს ძალიან საინტერესო და რთულია, მაგრამ, სულ არ მეშინია.
– თხილამურებზე სრიალიც გყვარებია.
– თხილამურებზე შარშან დავდექი – შეკრებაზე ვიყავი და იქ ვისწავლე. წვერში ვსრიალებ და ძალიან მომწონს.
ქალბატონი ნანა: სათხილამური ბაზაზე არაჩვეულებრივი წესრიგია. მთელ ოჯახს განსაკუთრებით მოგვწონს ის, რომ ბავშვებს ჩამორთმეული აქვთ მობილური ტელეფონები. კარგად ვიცით, თუ რაოდენ მავნეა ჯანმრთელობისთვის მობილურის ხანგრძლივად გამოყენება. დღეში მხოლოდ ნახევარი საათით აძლევენ, მოკლედ, სამხედრო რეჟიმში არიან.
– ლიზა, რა არის შენი ოცნება?
ლიზა: მსურს, წარმატებული ექიმი გავხდე, რომ ხალხს დავეხმარო.

скачать dle 11.3