კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხვდებოდა ზედიზედ რამდენიმე ახალ წელს თეთრ სახლში ბარაკ და მიშელ ობამებთან ერთად იური შუბლაძე

2000 წელი, 13 მაისი. იური შუბლაძე ამერიკაში ჩადის და ამ დღიდან იწყება მისი ამერიკული ცხოვრება. თბილისში საკმაოდ წარმატებულ სტუდენტს, რომელიც საქართველოში ქართული მძიმე არტილერიის აღდგენა-შეკეთებაზე მუშაობდა, ნიუ-იორკში ნულიდან მოუწია ცხოვრების დაწყება და რაც მთავარია, იქ მან თავისი მომავალი პროფესია იპოვა. დღეს იური საკმაოდ წარმატებული დიზაინერია. ის წლების განმავლობაში  რალფ ლორენთან, რალფ რუჩისთან მუშაობდა, დღეს კი მანჰეტენზე თავისი ატელიე აქვს და ძალიან ლამაზ აქსესუარებს ქმნის: ჩანთებს, შარფებს, სამაჯურებს, რომელთა მომხმარებლებიც განსხვავებული გემოვნების ადამიანები არიან. რაც მთავარია, მან მცირე დროში შეძლო, ამერიკელებისთვის თავისი ქართული გვარი დაემახსოვრებინა.

 იური შუბლაძე: თბილისში დავამთავრე პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით – ელექტროშედუღებისა და წარმოების ტექნოლოგია. სწავლის პერიოდში ძალიან ბევრი რამ გავიგე, შევიძინე, ვისწავლე, რაც დღემდე ჩემს პროფესიაშიც მადგება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გავიდა გარკვეული დრო და დავიწყე მუშაობა კვლევით ინსტიტუტში „დელტა“. იმ პერიოდში რუსებმა დატოვეს საქართველო და ყველა ინფორმაცია, ყველა იარაღი გაიტანეს. „დელტამ“ მიზნად დაისახა სერიოზული პროექტის განხორცილება – ანუ, უნდა აღდგენილიყო ყველაფერი და მე სამუშაოდ მოვხვდი არაჩვეულებრივ ადამიანებთან. ჩვენი განყოფილება მუშაობდა მძიმე არტილერიის აღდგენაზე.  მე ვმუშაობდი ყუმბარმტყორცნის შეკეთებაზე, რომელიც, ფაქტობრივად, არ გვქონდა. ქართულ პოლიგონზე დარჩენილი იყო ძველი, ჩამოწერილი ტექნიკა და დავიწყეთ მისი შემოწმება და იმის მიხედვით აღდგენა, როგორიც მისი მოვლის, შენახვის ტექნოლოგია იყო. ასევე, ვმუშაობდით შესაბამის აღჭურვილობაზე – ძალიან საინტერესო საქმე იყო და პატრიოტულიც, რადგან ქართული საქმე კეთდებოდა. შემდეგ საქართველოში კვლავ შეიცვალა სიტუაცია, არეულობა დაიწყო, სამსახურშიც პრობლემები გაჩნდა, რადგან არ მოგვცეს დაფინანსება. გადავწყვიტე, ამერიკაში წამოვსულიყავი. აბსოლუტურად სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. დავიწყე სამსახურის ძებნა. კარგად მახსოვს, ჩემი პირველი სამსახური, რომელიც მეგობარმა მიშოვა – ცოლ-ქმარი მიდიოდა დასასვენებლად და მე უნდა მეცხოვრა მათ სახლში. ყურადღება მიმექცია ყველაფრისთვის, ძაღლი გამესეირნებინა, თევზებისთვის მეჭმია. შემდეგ, ახლობლის დახმარებით, სამშენებლო კომპანიაში დავიწყე მუშაობა, რომელიც კერძო სახლებში აკეთებდა რემონტს, გარე ფასადებს. პარალელურად, კლასები ავიღე Fashion Institute of Technology, სადაც 2003 წელს ჩავირიცხე.
– რატომ აირჩიეთ ეს სფერო?
– ბავშვობიდან, თურმე, კარგად ვხატავდი. დედას დღემდე აქვს ჩემი ნახატები შენახული და როგორც აღმოჩნდა, ყველას მოსწონდა. მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რისი ნიჭიც მქონდა, განევითარებინათ, ხელი შეეწყოთ. თუმცა, მოხდა ისე, რომ მივატოვე ეს სფერო, მაგრამ გავიდა წლები და კვლავ  დავუბრუნდი. სწავლიდან ერთი წლის შემდეგ პრაქტიკაზე მოვხვდი რალფ ლორენთან, ვაკეთებდი ჯინსების დიზაინს, კერძოდ, უკანა ჯიბეებზე ვმუშაობდი. ეს ხაზი მხოლოდ ამერიკისთვის იყო განკუთვნილი და რადგან ყველა შტატში სხვადასხვა გემოვნების ხალხი ცხოვრობს, ნიუ-იორკში რაც აცვიათ, იმას არ ჩაიცვამენ ტეხასში. ასევე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მომხმარებლის ასაკს.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით თითოეულ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.  პარალელურად, ვსწავლობდი, საღამოს დავდიოდი ლექციებზე. როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, ავირჩიე ჩემი მიმართულება – საღამოს კაბების დიზაინი. სამუშაოდ მოგვცეს თემა. ჟოზეფინა ბეიკერი ყველამ იცის – არაჩვეულებრივი მოცეკვავე, შანელის მუზა, გავლენიანი პიროვნება. ჩვენი თემა იყო – რას ჩავაცმევდით მას დღეს, წითელ ხალიჩაზე. ორი ჯგუფი მუშაობდა ამ თემაზე. თუმცა, გამოფენაზე ჩვენ, საღამოს სტუდენტები მონაწილეობას არ ვიღებდით, მხოლოდ დღის სტუდენტებს შეეძლოთ, გასულიყვნენ. გავაკეთე კაბა, დავასრულე ჩემი პროექტი და იმდენად მოეწონათ, რომ საღამოს სტუდენტების კაბებიც აირჩიეს. ჩემი კაბა მოხვდა გამოფენაზე, რომლის შემდეგაც ის უნივერსიტეტის ფოიეში 6 თვის განმავლობაში იყო წარმოდგენილი. 2006 წელს უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე და შემდეგ ბაკალავრიატზე განვაგრძე სწავლა. ერთი წელი ნიუ-იორკში ვსწავლობდი, ერთი წელი – მილანში, Politecnico di Milano-ში, რომელიც ცნობილია, როგორც არქიტექტორთა სკოლა. მისი დამთავრების შემდეგ გვქონდა გამოსაშვები ფეშენ-შოუ, სადაც ჩემი კოლექცია წარვადგინე. ავირჩიე ემი ვაინჰაუსის სიმღერა Back To Black – ეს გახდა ჩემი მუზაც, ინსპირაციაც და მასზე გავაკეთე კოლექცია. შეფასებები ძალიან მაღალი იყო, როგორც პედაგოგების, ასევე სტუდენტებისგან – ეს იყო ჩემთვის ყველაზე სასიხარულო. პარალელურად, მასტერკლასებს გავდიოდი კომპანია INTUITIVE-ში, მამაკაცის სამოსის ხაზზე, სადაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა შემომთავაზეს. დავრჩი მილანში, განვაგრძე მუშაობა. მალევე მათი სამსახურის გარკვეული ნაწილი სამუშაოდ ბერლინში გადავიდა, შეუერთდა იმ ჯგუფს რომელიც ბერლინის მოდის კვირეულს აწყობდა. მეც ბერლინში გადავედი სამუშაოდ. მაგრამ, რამდენიმე თვეში ისევ ნიუ-იორკში დავბრუნდი. ჩვენს უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთათვის იმართება ღია კარის დღეები, სხვადასხვა კომპანიები აგზავნიან თავის წარმომადგენლებს, ტარდება გასაუბრება. მეც მივედი, მქონდა გასაუბრება, ვაჩვენე ჩემი პორტფოლიო. სახლში მისულს მომივიდა იმეილი – თუ იმუშავებთ რალფ რუჩისთანო. გამოსაცდელი ვადით ამიყვანეს, გამიმართლა და სამ თვეში რალფმა სამსახურში მიმიღო, სადაც 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი როგორც დიზაინერი. რალფი ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. არაჩვეულებრივი ადამიანია, მკაცრი იმიჯი კი აქვს, მაგრამ ძალიან კარგი და უშუალო პიროვნებაა. 2010 წელს, როდესაც რალფი ახალ კოლექციაზე მუშაობდა, რომელიც თებერვალში მოდის კვირეულზე უნდა გაეტანა, დასჭირდა აქსესუარები. მეც გავაკეთე ჩანთები, ხელთათმანები, ყველას ძალიან მოეწონა – ეს იყო ჩემი პირველი შოუ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, რა თქმა უნდა, რალფ რუჩის კოლექციის სახელით. სამი წელი ვიმუშავე მასთან, თუმცა პარალელურად, სულ მინდოდა, საკუთარი ხაზი გამეკეთებინა – ეს სურვილი ყველა დიზაინერს აქვს. როცა უნივერსიტეტს ამთავრებ, გგონია, უდიდესი რქები გაქვს ამოსული, თავი ყველაზე მაგარი გგონია. მერე, დიდ ინდუსტრიაში რომ მიდიხარ და რეალობას ეჯახები, ნელ-ნელა ეს რქები გტყდება. სახლის კარზე მიკიდია ასეთი წარწერა: Never, Never, Give Up, გასვლისას ყოველთვის ვკითხულობ და ვიცი:  ყოველთვის უნდა იოცნებო, რადგან ოცნებები მუდმივად ხდება. ასე რომ, ჩემი სტრატეგია შევცვალე. ქალებს ყოველთვის აქვთ პრობლემა: არ იციან, რა ჩაიცვან, ხელში რა დაიჭირონ. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ მთავარია, გეჭიროს ძალიან ლამაზი ჩანთა, გეცვას ძალიან კარგი ფეხსაცმელი და ტანზე რაც გინდა, ის ჩაიცვი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემი ხაზი ჩანთებით დამეწყო, გამეკეთებინა პატარა კოლექცია. გავაკეთე, თან, პარალელურად, რალფთან ვმუშაობდი და ერთ-ერთ მაღაზიაში, Henri Bendel-ში მივიტანე ჩემი საღამოს ჩანთები, კლაჩები. მაღაზიამ გამაკეთებინა ორდღიანი შოუ, სადაც პირადი კონტაქტი გაქვს მომხმარებელთან. ის არჩევს და შენ ხედავ, რა მოსწონს, რა არ მოსწონს. დაახლოებით 22 ჩანთა მქონდა, სხვადასხვანაირი და აბსოლუტურად ყველა გაიყიდა. შემდეგ კიდევ შემომთავაზეს უკვე ხუთდღიანი შოუს გაკეთება, კოლექციაც გავზარდე. ასე მოხდა 4-5-ჯერ. პირველ შოუზე რალფიც იყო მოსული. საბოლოოდ, გადავწყვიტე, რალფისგან წამოვსულიყავი. მაგრამ, რალფი დატოვო და წამოხვიდე, შეუძლებელია. ძალიან არ უნდოდა ჩემი გაშვება. თავის ბიოგრაფიულ წიგნზე დამიწერა კიდეც: როცა მოინდომებ ჩემთან დაბრუნებას, მე სიამოვნებით მიგიღებო – ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოოდ, მოვიტყუე – ვუთხარი, რომ საქართველოში მოვდიოდი და წამოვედი. იმ პერიოდში მუშაობის დაწყება არ შემეძლო, ვერსად გადავაგზავნიდი ჩემს მონაცემებს. წავედი ჩემს მეგობრებთან მილანში, სადაც სამი თვე ვიცხოვრე. შემდეგ დავბრუნდი ნიუ-იორკში, გავხსენი ჩემი კომპანია, ატელიე და დავიწყე ჩანთების, შარფების, აქსესუარების, სამაჯურების კეთება. ახალგაზრდა კომპანიაა, გვაქვს წარმატებები, მაგრამ უფრო მეტი გვინდა. ყველაფერი ქალისთვის კეთდება, მაგრამ უნისექსიც გვაქვს  – მამაკაცებსაც შეუძლიათ ატარონ.
– ერთ-ერთ კოლექციაზე თქვენს კლაჩებზე ღვთისმშობელი და ანგელოზები იყო გამოსახული.
– ლიმიტირებული კოლექცია იყო – მხოლოდ 16 ცალი. მოეწონათ, რადგან განსხვავებული გახლდათ, ჩემი ხედვით გავაკეთე, თუმცა თემა არ ყოფილა უცხო. ყოველთვის ვმონაწილეობ მოდის კვირეულში, ვაკეთებ პრეზენტაციას და ვიწვევ ბაიერებს, ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს. ჩვენი პროდუქცია გარკვეული საზოგადოებისთვის კეთდება, განსხვავებული გემოვნების ადამიანებისთვის. მე არ ვაკეთებ მასობრივ პროდუქციას. ჩემი ჩანთები ლიმიტირებულია, სხვანაირი ხედვის, თავისუფალი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.
– ამერიკაში არ უჭირთ თქვენი გვარის გამოთქმა?
– გვარის შეცვლაზე მიფიქრია, მაგრამ, თუ გამოვიცვლიდი, მაშინ ის ყველაფერი, რაც გამორჩეულობას, განსხვავებულობას მაძლევს, ის, რაც ქართულს უსვამს ხაზს, დაიკარგებოდა და მეც დავიკარგებოდი. ბოლოს ვთქვი: თუ ამერიკელებმა შვარცენეგერის გამოთქმა ისწავლეს, შუბლაძესაც ისწავლიან-მეთქი.
– როგორც ვიცი, რამდენჯერმე  ახალ წელს თეთრ სახლში, ბარაკ და მიშელ ობამების მიერ გამართულ წვეულებაზე შეხვდით.
– წელს არ წავსულვარ თეთრ სახლში, თორემ 2013 წლიდან, ყოველ წელს მივდიოდი. ჩემი მეგობარი ოჯახი ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. იცოდა, რომ სულ მინდოდა, თეთრ სახლში მოვხვედრილიყავი, ოღონდ არა ექსკურსიაზე, არამედ განსხვავებულ, უფრო სადღესასწაულო ატმოსფეროში. საბოლოოდ, ოცნება ამიხდინეს. პირველი მიღება იყო საოცარი. ისეთი გრძნობა მქონდა, ვერც გამოვთქვამ, თან ემოციების გამო, ბევრ რამეს ბოლომდე  ვერ ვაცნობიერებდი. როდესაც ბარაკ ობამას წინაშე  წარმადგინეს: ეს იურია, საქართველოდანო, მომესალმა: „გამარჯობა, იური“. გამესაუბრა, მომიკითხა, მაგრამ ისე დავიბენი, ვერაფერი ვუპასუხე. მიშელმა გადამკოცნა, ამან უფრო დამაბნია. მეორედ და მესამედ რომ მივედი, უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს.
– ცოტა ხნის წინ კი თქვენზე და თქვენს ბრენდზე ბრიტანულ „ვოგში“ დაიბეჭდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინერისთვის.
– ძალიან მნიშვნელოვანია. ბრიტანული „ვოგი,” ფაქტობრივად, ბიბლიაა დიზაინერებისთვის. ძალიან გამიხარდა. დიზაინერების განყოფილება აქვთ, სადაც დაწერეს ჩემზე, ჩემს კომპანიაზე, ასევე დაბეჭდეს ჩემი ფოტო და ერთიც – ჩემი ნამუშევრისა. სამომავლოდაც ბევრი გეგმა გვაქვს, ჯერ აქსესუარებს ვაკეთებთ, თუმცა ჩვენი კომპანია მომავალში სხვა პროდუქციასაც შესთავაზებს მომხმარებელს.

скачать dle 11.3