კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება დათუნა სულიკაშვილი უკონტროლო და რატომ მოუწია მას და ჯიჯი რეჯინს მატარებელში „ციგნებთან“ ძილი

დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ყოველთვის გამოირჩევა თავისი ორიგინალური ჩვენებებით, რომლის ადგილსა და კოლექციას თემის მიხედვით ირჩევს. ის ხშირად დადის უცხოეთში და თავის ნამუშევრებს სხვადასხვა ქვეყანას აცნობს. მისთვის ყველაზე საყვარელი მოდელი დღემდე კრისტი ყიფშიძეა. დათუნას გემოვნებას ბევრი ცნობილი ქალბატონი ენდობა. ფიქრობს, რომ ქართველები ყველაზე გემოვნებიანი ხალხია. საქართველოში კონკურენტად არავის მიიჩნევს. ამ თემებზე და წლევანდელი მოდის ტენდენციებზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი უნაკლოდ და მოდურად, დათუნა სიამოვნებით გვესაუბრა.

 დათუნა სულიკაშვილი: პატარაობიდანვე მიტაცებდა დიზაინერობა. მახსოვს, ჯერ ვერ ვლაპარაკობდი, როდესაც ვინტერესდებოდი კერვით, გადაკეთებით, კაბებს ვაჭრიდი რაღაცეებს და მუდამ ჩხუბი იყო სახლში. ძალიან მომწონდა, როდესაც ვხედავდი, დედაჩემი და მისი მეგობრები რაღაცეებს რომ ყიდულობდნენ და იპრანჭებოდნენ. სკოლის პერიოდში აღარ მიფიქრია იმაზე, რომ დიზაინერი გავმხდარიყავი, მაგრამ, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, მივხვდი, რომ ეს სფერო მიზიდავდა და ჩავაბარე თოიძეში. ორი წელი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე და შემდეგ უკვე ვსწავლობდი აკადემიაში. ბავშვობაში, 13-14 წლის ასაკში, სტიქაროსანიც ვიყავი, დავდიოდი სასულიერო სემინარიაში. სამკაულების კეთებას ვსწავლობდი. იქ იცოდნენ, რომ ბავშვობაში ვმღეროდი და შემომთავაზეს – ბანი გვჭირდება და, თუ შეგიძლია, შენ იყავიო. მეც სიამოვნებით დავთანხმდი. საკმაოდ დიდხანს ვგალობდი, მერე სკოლამ და დიზაინერობამ თავისი ქნა და ვეღარ გავაგრძელე.
– რას იტყვი წლევანდელი მოდის ტენდენციებზე, როგორ უნდა ჩავიცვათ ისე, რომ ფიზიკური ნაკლი „მოდურად” დავფაროთ?
– წელს მოდის ტენდენციები ძალიან ქალურია, ქალურობაში კი ნაკლის დაფარვა რთულია. წელი არის გამოკვეთილი, დაფიქსირებული. არის ძალიან მინიმალური და ძალიან ქალური ფორმები, თუმცა გამოკვეთილია აქსესუარები. შეგვიძლია, ძალიან დიდი შარფი და სამაჯური ვატაროთ. ჩანთის ზომა საკმაოდ დაპატარავდა. რაც შეეხება ფერებს, ძალიან აქტუალურია თეთრი, ნაცრისფერი, ლურჯი, წითელი და შავი.
– ხშირად დადიხარ უცხოეთში. სხვა ქვეყანაში წასვლას და მუშაობას ხომ არ გეგმავ?
– ამერიკიდან მქონდა ძალიან ბევრი შემოთავაზება, მაგრამ ჯერ არ ვარ მზად, დავტოვო ჩემი ქვეყანა და წავიდე. ამერიკაში ორჯერ გავუკეთე კომპანიებს კოლექცია. აქ ვაკეთებ და ვაცნობ ჩემს ნამუშევრებს სხვადასხვა ქვეყანას, პრესმომხმარებლებს პარიზში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში... მაქვს შოუ-რუმები. შტატებში ვაპირებ დიდ გამოფენას, თუმცა სულ დავდივარ, კარგად ვერთობი. ამერიკაში ცნობილი დიზაინერი მხოლოდ ორი მინახავს. მათ უფრო ხშირად პარიზში ვხვდები ხოლმე, მაგრამ მე ეს არ მიკვირს, იმდენად ვიცნობ შორიდან ყველას. ერთადერთხელ მქონდა სასწაული რეაქცია, როდესაც ნიუ-იორკის ქუჩაში მერილ სტრიპი დავინახე. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, მაგრამ გამოხატვა არ მიყვარს, ძალიან შემაწუხებელია მისთვის. მახსოვს, ერთხელ ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს რესტორანში, სადაც უამრავი ვარსკვლავი დადის, სადილობდნენ ვივიენ ვესტვუდი, ლენი კრავიცი და ნაომი კემპბელი, სადაც ნახევარი საათი გაატარეს. მახსოვს, ნაომი ნამცხვარს ჭამდა და ისიც ვერ ჭამა იმ სიტუაციაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან შემაწუხებელია. მეც არ მიყვარს და მეც ვწუხდები ხოლმე, აეროპორტში ან ქუჩაში რომ დამინახავენ და გადალაპარაკებები და ჩურჩული მესმის ხოლმე.
– ბევრი ცნობილი ადამიანი იკერავს შენთან. ვინ არის ყველაზე პრეტენზიული, ყველაზე გემოვნებიანი?
– დიახ, ბევრი ცნობილი ადამიანი დადის: სოფო ნიჟარაძე, დალი ჩიტალაძე, კრისტი ყიფშიძე, ია ფარულავა. ისინი ჩემთან არ არიან პრეტენზიულები, ძალიან მენდობიან. ყველას სხეული ვიცი და ბოლომდე მომყვებიან. შეიძლება, ჩვეულებრივი კლიენტი უფრო პრეტენზიული იყოს – დაუწუნებიათ ხოლმე, მაგრამ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ სურვილზე წავსულვარ და ისე გამიკეთებია, როგორც მათ უნდოდათ. თუმცა, მერე მათაც დაუდასტურებიათ, რომ ეს ამიტომ მოხდა. გემოვნების მხრივ, ვიღაც რომ სულ მომწონდეს, ასეთი არავინ ყოფილა, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოში არის ბევრი გემოვნებიანი ქალბატონი. ძალიან გამიხარდა, როდესაც საფრანგეთში ლექციაზე მოვისმინე, რომ მერი შერვაშიძე ითვლებოდა პარიზში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად და ის „კოკო შანელის” სახე იყო. ქართველებს გემოვნება ოდითგანვე გვაქვს, თან, ზედმეტად კრიტიკულები ვართ საკუთარი თავის მიმართ და, როდესაც ზედმეტად კრიტიკული ხარ, ეძებ და  ბევრ ნაკლს პოულობ კიდეც... მაგალითად, შტატებში ძალიან იშვიათად მინახავს ძალიან გემოვნებით ჩაცმული ადამიანი. მე იქაური ცხოვრების წესიც მესმის – მთავარია, პრაქტიკულად გეცვას და მნიშვნელობა აღარ აქვს მოდასა თუ გემოვნებას, თუმცა, იქაც არის საზოგადოება, რომელიც ძალიან გემოვნებით იცვამს. ძალიან განსხვავებული სიტუაციაა, საქართველოს ვერ შევადარებ.
– პირადად შენთვის თუ იკერავ?
– პირადად ჩემთვის არასდროს არ დავმჯდარვარ და არ შემიკერავს. მხოლოდ სამი კოსტიუმი მაქვს ჩემი შეკერილი. ეს ისეთი შემთხვევაა, გამოთქმა რომაა – „მეწაღეს ჩექმა არ ჰქონდაო“. ყოველთვის ვყიდულობ იმას, რაც მჭირდება და რაზეც ძალიან გავგიჟდები. შეიძლება, ერთხელ ჩავიცვა და მერე გარდერობში მეკიდოს. არც ამორჩეული დიზაინერი მყავს. ჩემი ჩაცმით არავის ვაწუხებ ხოლმე. არ მიყვარს ტანსაცმელი, რომელიც მაწუხებს და ქალები, რომლებიც თავს მახვევენ თავიანთ ჩაცმულობას. შენ, შეიძლება, ლამაზად გეცვას, განსხვავებულად, თანამედროვედ, მაგრამ ამით არ უნდა შეაწუხო სხვა, არ უნდა იყო ზედმეტად თვალში მოსახვედრი. კოშმარია, როდესაც გეტყობა, რომ ზედმეტად ნაფიქრი გაცვია. საშინელებაა, როდესაც ძალიან ცნობილი სხვადასხვა ბრენდი ერთად აცვიათ. ეს არის ურთულესი, ამას ჩვეულებრივი ადამიანი ვერ ააწყობს ისე, რომ გემოვნებას არ გასცდეს, ამისთვის არსებობს ცალკე პროფესია და ამას ძალიან ფრთხილად და ძალიან ძნელად აკეთებენ პროფესიონალებიც კი.
– ვიცი, რომ კრისტი ყიფშიძე შენი ყველაზე საყვარელი მოდელია, ახალ თაობაში ვის გამოარჩევ?
– ჩემი ყველაზე საყვარელი მოდელი სულ იყო და არის კრისტი ყიფშიძე, ის ყველაზე ლამაზად აჩვენებს კოსტიუმს. ახლანდელი თაობის მოდელები (ყველაზე არ მაქვს საუბარი), მგონია, რომ ვიღაცას ეპრანჭებიან. ხშირად შევსწრებივარ, თუ როგორ იმატებენ თვალზე ფანქარს. მერე გვაქვს ჩხუბი. როდესაც არ ფიქრობ ჩვენებაზე, გამორიცხულია, გამოგივიდეს ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მოდელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მოდელმა შეიძლება გაგიფუჭოს გრანდიოზული კაბის ჩვენება. ასეთი შემთხვევა მქონდა ორჯერ, როდესაც მოდელმა ჩვენება გამიფუჭა და დღემდე ცუდად მახსოვს. ჩვენების დღე არის ერთი დღით ნაკლები ჩემს ცხოვრებაში. მგონია, რომ ვარ მკვდარი. ბევრ რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ, ისეთი გათიშული ვარ, მგონია, რომ არაფერი გამიკეთებია. შეიძლება, ძალიან ცუდი რამეებიც ვთქვა და ამის გამო ბოდიშის მოხდა მომიწიოს. ყველაზე სტრესული და მძიმე დღეა. დიზაინერი მუშაობს, აკეთებს კოლექციას და უნდა წარადგინოს საზოგადოების წინაშე, მით უმეტეს, როცა არის ევროპული პრესა, ბაერები.
– ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე ამზადებდი კოლექციას, ახლაც ასე ხარ?
– ადრე ყოფილა შემთხვევა, როდესაც სამი თვით ადრე დამიწყია კოლექცია, მაგრამ ვერ ვაკეთებდი. აი, ჩვენების დღე როცა ახლოვდება, მაშინ ვიწყებდი ხოლმე, სტრესზე მეხსნებოდა. ხომ არის ადამიანი, როცა ძალიან ბედნიერია, მაშინ აკეთებს რაღაცას, მე, პირიქით – სტრესის დროს ვაკეთებ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ორი დღით ადრე გამიკეთება კოლექცია. მე არ მახსოვს, როგორ გაკეთდა, რა სისწრაფით ჭრიდნენ და კერავდნენ უძვირფასეს ქსოვილებს... თან, ადვილი დასაჭრელი არ იყო და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გაკეთდა 30 ლუქი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩვენება. ერთი მაისურიც კი არ დამრჩა მეორე დღეს, ყველაფერი გაიყიდა. ალბათ, სტრესმაც კარგად იმოქმედა.
– კოლექციის შექმნისას რამე შთაგონება თუ გჭირდება ხოლმე?
– არა. შთაგონებით მე და ჯიჯი რეჯინი წავედით ბერლინში, მადონას კონცერტზე და იქიდან უნდა წავსულიყავით პარიზში – რაღაც მოლაპარაკებები და საქმეები გვქონდა. რატომღაც, მეც და ჯიჯისაც ძალიან გვეშინია თვითმფრინავით მგზავრობის და, გადავწყვიტეთ, რომ ბერლინიდან პარიზში წავსულიყავით მატარებლით. ძალიან მიყვარს მატარებლით მგზავრობა, განსაკუთრებით – ევროპაში, თან, რომანტიკული იქნება-მეთქი.  ბიზნესკლასის ბილეთები ვიყიდეთ თბილისში. ვიცით, რომ კუპეში მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. შეგვიძლია, დავიძინოთ და ვაკეთოთ, რაც გვინდა. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ეს ბილეთები იყო დაბალი კლასის და გადამახდევინეს ბიზნესკლასის ფული. რომ ავდივართ მატარებელში, გამცილებელი უყურებს ამ ბილეთებს და გვეუბნება: თქვენ გაქვთ დაბალი კლასის ბილეთები და გადახდილი გაქვთ ბიზნესკლასის ფული. შოკში ჩავვარდი, უნდა დამეხმაროთ-მეთქი. ის ვერ დაგვეხმარა – მე ვერაფერს შევცვლი, რაც გაქვთ გამოწერილი, იქ უნდა შეხვიდეთო. შევდივართ და ვხედავთ – ოთხი ადამიანი ზის კუპეში. აგვიტყდა ისტერიკული სიცილი და ვეღარ ვჩერდებით. ვიღაც გოგო და ბიჭი იყვნენ და გვითხრეს, თუ შეიძლება, გარეთ გადით, იცინეთ და მერე შემოდით, ძალიან გვეძინებაო. ჩვენ გავედით – სადაც იყო ერთი ვაგონი, სადაც ბევრი ჩემოდანი ეყარა და ამოსულები იყვნენ „ციგნის“ მათხოვრები, რომლებსაც იმის იქით არ უშვებდნენ. ჩამოვჯექით იქ ციგნებთან ერთად და ჩუმად მოვწიეთ. შემოვიდა გამცილებელი, ვინ მოსწიაო. ბიჭმა მოატყუა – ვიღაცამ მოსწია და იქით წავიდაო. მანაც მთელი გზა ეძება და ვერ იპოვა. მე და ჯიჯიმ გადავწყვიტეთ: მოდი, დავლიოთ დასაძინებელი წამალი და ისე შევიდეთ, რომ ეგრევე გავითიშოთ და დავიძინოთო. დავლიეთ და მერე მხოლოდ ის მახსოვს, პარიზში როგორ გვაღვიძებდა გამცილებელი. გვეძინა ამ მათხოვრებთან ერთად. მე ერთის ფეხი მედო მხარზე, ჯიჯი რომელიღაცასთან იყო ჩახუტებული... ახლა კი მეცინება, მაგრამ საშინელება იყო. ეს მოგზაურობა მახსოვს ყველაზე ცუდად. ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ აღმოვჩნდი მოტყუებული ამ ინსპირაციით. იქვე ვიფიქრე, რომ გამეკეთებინა რაღაც ამასთან დაკავშირებული ჩვენება. გავაკეთე კიდეც და კარგად ჩაიარა.

скачать dle 11.3