კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპოვა ნიკოლოზ ბარტყულაშვილმა მსოფლიო მოქალაქეობა და რატომ მიაჩნია მას, რომ პრეზიდენტობაზე მეტს მიაღწია

29 წლის ნიკოლოზ ბარტყულაშვილი, იგივე ნიქს ენერჯი, ერთადერთი ქართველია იმ 82 ადამიანს შორის, რომლებიც მსოფლიო მოქალაქეები გახდნენ. ამას კი მხოლოდ თავისი ენთუზიაზმითა და მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით მიაღწია. ის 121 ქვეყანაშია ნამყოფი და მალე კოსმოსში გაფრენასა და მსოფლიოს შეცვლას გეგმავს.

 ნიკოლოზ ბარტყულაშვილი: მინდოდა, მსოფლიო მოქალაქე გავმხდარიყავი და სანამ საბუთსაც მივიღებდი, უპირველესად, ფსიქოლოგიურად გავხდი. ჯერ თეორიულად შევისწავლე მთელი მსოფლიო, შემდეგ – პრაქტიკულად. სადაც კი მივდიოდი, იქაური ვხდებოდი. მე ინფორმაციულად სხვადასხვანაირად ვვითარდები. სადაც ჩავდივარ, ყველგან მათ კულტურას ვსწავლობ. არგენტინაში „ტანგოს”, ჩინეთში – მედიცინას, ასრტროლოგიას. მე შევქმენი ფორმულა „ასტრონიქსი“, რომელიც აერთიანებს აღმოსავლურ და დასავლურ ასტროლოგიას და რომელიც მარტივია, ყველასთვის გასაგებ ენაზე. რომც არ მქონდეს ეს საბუთი, მაინც მსოფლიო მოქალაქე ვარ. თუმცა, სანამ საბუთი მექნებოდა, რა თქმა უნდა, უფრო რთული იყო მოგზაურობა. თუნდაც მეზობელ ქვეყნებში რომ მიდიხარ, მაგალითად, როგორიც არგენტინა და ბრაზილიაა, მაინც საქართველოში მიწევდა ჩამოსვლა ვიზის ასაღებად, ბევრი კომბინაცია იყო საჭირო. ახლა ეს არ მჭირდება და თავისუფლად დავიდივარ.
– როგორ მოიპოვე მსოფლიო მოქალაქის პასპორტი?
– როცა საქართველოდან მიფრინავ, არის ორი წერტილი – თურქეთი და დუბაი, რომელთა გავლაც გიწევს. ეს ორი წერტილი თუ არ გაიარე, ძნელია სხვაგან მოხვდე. რადგან ამ ქვეყნებში ხშირად მიწევდა გავლით მოხვედრა, ისინი ხედავდნენ, მხოლოდ ერთი ჩანთით მივდიოდი, ფიქრობდნენ, ნარკოტიკი ხომ არ გადამქონდა. ვიღაც საშიში ტიპი ვეგონე მათ. ეჭვმიტანილი ვიყავი. რამდენჯერმე გამაჩერეს შესამოწმებლად, მეკითხებოდნენ, რატომ დავდიოდი. 2012 წელს საქართველოში ვბრუნდებოდი, რომ სხვა ქვეყნის ვიზა ამეღო. დუბაიში გამაჩერეს და იქ, ვიღაც პიროვნებებმა, რასაც ჰქვია, ჩამაწვეთეს ინფორმაცია, რომ შემეძლო, მსოფლიო მოქალაქე გავმხდარიყავი. მითხრეს, გამეგზავნა ჩემი მონაცემები იმეილზე და განიხილავდნენ. ერთხელაც დამიკავშირდნენ, უკვე 88 ქვეყანაში ვიყავი ნამყოფი, როცა ვაშინგტონში ავიღე ეს პასპორტი. იქ არის ოფიციალური ცენტრი, ასევე, შანხაიში აქვთ ფილიალი. მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 82 ადამიანს აქვს მსოფლიო მოქალაქეობა და აქედან თითქმის ყველა ასაიდუმლოებს. ქართველი მხოლოდ მე ვარ. ეს პასპორტი ერთხელ ნიაგარას ჩანჩქერზეც კი დამისველდა, თუმცა მერე აღვადგინე. პირველად 18 წლისამ ვიმოგზაურე მალაიზიაში. ყოველთვის ვგეგმავ წინასწარ, როდის, სად უნდა წავიდე. მაგრამ, ძალიან მიყვარს იმპროვიზაცია და დაუგეგმავადაც წავსულვარ. ერთხელ კანის კინოფესტივალზე ვიყავი, საიდანაც უნდა წავსულიყავი ესპანეთში. იქ გავიცანი შვეიცარიელები და ესპანეთის მაგივრად, ამსტერდამში წავედით.
– შენ 121 ქვეყანაში ხარ ნამყოფი და სულ რაღც 29 წლის ხარ. როგორ მოასწარი ამდენი?
– ბავშვობიდან აქტიური ვიყავი – დაწყებული სპორტით დამთავრებული მუსიკით. მშობლები ძალიან დამეხმარნენ. დედა ძალიან მკაცრი მყავდა. სკოლის მერე – მუსიკა, ცეკვა, სპორტი. შაბათ-კვირა და ზაფხულის არდადეგები ჩემთვის არ არსებობდა. სულ წიგნებში ვიყავი ჩაფლული. დედა ბავშვობიდან პრეზიდენტად მზრდიდა, მაგრამ, რომ გავიზარდე, პრეზიდენტობა ჩემს თვალში დაკნინდა. თუმცა, ასე რომ არ გავეზარდე, ვერ მივაღწევდი იმას, რაც დღეს მაქვს. აი, შენ ახლა შახმატის თამაშის დროს შემესწარი. თან ვთამაშობდი და პარალელურად, სხვა საქმეებს ვაკეთებდი. დროს ყოველთვის სწორად ვანაწილებ. მე სწრაფ აზროვნებას და მოქმედებას ვარ მიჩვეული. გონებას თუ მიაჩვევ, ყველაფერი შესაძლებელია. სამი უნივერსიტეტიც დავამთავრე. პარალელურად, ბევრ საქმეში ვიყავი ჩართული. სანამ მოგზაურობას დავიწყებდი, 7 თუ 8 სახის ბიზნესი მქონდა. ასევე, ვიყავი საქართველოს ბრეიქდანსის ფედერაციის პრეზიდენტი. მარტო თბილისში 22 ბრეიქდანსის სკოლა მქონდა. მე არ მომწონს, საქართველოში წლებს რომ კარგავენ უნივერსიტეტში სწავლისთვის და ამ დროს მიზანი არ აქვთ  ჩამოყალიბებული. ნებისმიერი ადამიანი უნდა გახდეს ის, ვინც მას უნდა.  ამას წინათ, დავთვალე და ამ მოგზაურობებში, მთლიანობაში, მილიონზე მეტი დოლარი მაქვს დახარჯული. ადამიანი თუ მიზნისკენ ხარ მიმართული – იშოვი, ცალკე – ვერა. ახლა რომ იფიქრო, ვიშოვი და მერე დავიწყებ მოგზაურობასო, ასე არაფერი გამოვა. მთავარია მწველი სურვილი. მე გავხდი მიზნის მიმღწევი პიროვნება. აბა, მოგზაურობა ვის არ უნდა?!
– არის დედამიწაზე ადგილი, რომლის ნახვაც ოცნებად გაქვს?
– ჩემი ოცნება იყო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და ფაქტობრივად, ეს ციკლი დავამთავრე. მე ისევ ვიმოგზაურებ, მაგრამ ის მწველი სურვილი აღარ მაქვს. თუმცა, არის ბევრი ქვეყანა, რომელიც უფრო ღრმაა და ბევრის შესწავლა შეიძლება. იქ რამდენჯერმე ვყოფილვარ და კიდევ ვაპირებ. ყველა დროს სხვადასხვანაირია ასევე, საქართველოც. არის უდაბნოს ქვეყნები – ალჟირი, მაროკო, საუდის არაბეთი, რომლებიც ყველა დროს ერთნაირია და ვერც გაარჩევ ერთმანეთისგან. 2020 წლის 8 აპრილს მექნება პირველი გასვლა კოსმოსში, მანამდე გავივლი გადამზადების კურსებს, როგორც პრაქტიკულს, ასევე თეორიულს. სულ არის მსოფლიოში სამი წერტილი, საიდანაც ხდება გაფრენა. რომლიდან გავფრინდები, ჯერ ვერ გაგიმხელთ. რაც არ უნდა გამიტაცოს კოსმოსმა, ჩემი საყვარელი ადგილი იქნება საქართველო, რადგან ჩემი სამშობლოა. ყველა ქვეყანა უნდა ნახო, რომ დააფასო საქართველო. ეს იდეოლოგია ჩემს წიგნშიცაა, რომლის პრეზენტაცია მალე მექნება. წიგნი არის იმაზე, თუ როგორ დავიწყე მოგზაურობა, რა სირთულეები გადამხდა და ეს ყველაფერი როგორ გადავლახე ჩემით. ოცი ქვეყანა მაქვს აღწერილი. ცხადია, მთელ მსოფლიოს ვერ აღვწერ. ბოლოს ვამთავრებ საქართველოთი – თუ რამხელა მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყანა.
– რომელმა ქვეყანამ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
– ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პლანეტა დედამიწამ. ჩემი სამუშაო ადგილიც პლანეტა დედამიწაა. ერთ ადგილას არ ვცხოვრობ. ისე, ძალიან მომწონს ნორვეგია. თავისი ფიოდერებით. მდინარე ხომ კალაპოტს აკეთებს. ეს არის ყინვებისგან გამსკდარი კლდეები, არის 2 000 მეტრის სიმაღლის კლდეები, 2 000 მეტრის სიღრმის წყალი, სადაც წყალქვეშ პირდაპირ სიღმეა. ამ კლდეებს შორის დადიხარ გემებით, თავზე მყინვარი დაგყურებს.  ყველაზე ლამაზი ადგილია დედამიწაზე. ძალიან ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ახლა არის ტოპქვეყნები და 50 წლის წინ იყო უდაბნო, ჯუნგლები, თუნდაც ემირატები. მათგან უნდა ვისწავლოთ ბევრი რამ.
– მსოფლიოს შეცვლას გეგმავ, როგორ?
– მე ძალიან გლობალური გეგმები მაქვს. ვაპირებ მსოფლიოს შეცვლას, რაც დავიწყე ეტაპობრივად, უპირველესად, განათლებით. ლექციებს ვატარებ სხვადასხვა უნივერსიტეტში. კურსებიც მაქვს, რომლის მისიაა: აღმოაჩინე შენი თავი და იყავი ბედნიერი! ერთ თვეში უნდა დავანახვო ადამიანს თავისი მიზანი და დავაყენო გზაზე. ძალიან ბევრი მეუბნება, გავაკეთოთ ტურისტული კომპანია. ჩემი ტურისტული კომპანია იქნება ნომერ პირველი. მაგრამ, მხოლოდ ფულის კეთება ხომ არ არის. უნდა შევკრიბო ეს ხალხი და ჯერ განათლება მივცე – მე თვითონ უნდა ვასწავლო. საქართველოში რომ ტურიზმს ამთავრებენ, არ აქვთ შესაბამისი განათლება. მე მაქვს მიზანი – უნდა ვასწავლო ხალხს ოცნების შეუზღუდავობა.
– სად ცხოვრობს ყველაზე თბილი ხალხი?
– აბსოლუტურად ყველა ადამიანი თბილი, მოსიყვარულე და მეგობრულია, თუ შენ მიუდგები დადებითად. ჩემი მთავარი იარაღი სითბო და სიყვარულია. მახსოვს ერთხელ, უდაბნოში ბავშვები დამადგნენ თავზე იარაღებით, მაგრამ მე ჩემი პოზიტივითა და თვალებით, იმხელა სიყვარული გავუშვი, რომ ამან გადამარჩინა.

скачать dle 11.3