ბექა ონიანის ანეკდოტები
– მიტო, გავიგე ცოლი მოგიყვანია.
– ხო, ლარისა მოვიყვანე.
– მაიცა, კაცო, ეგ როგორ? ლარისა შენი ცოლის და არ არის?
– ხო, რავი... სიდედრსა ვარ შეჩვეული მაგრად და ძველი ჭირი მირჩევნია ახალსა.
***
ქუთაისში „ჯიპს” უკან მოჰყვება პატრულის მანქანა. წინ მოედანია. „ჯიპის” მძღოლმა არ დაარტყა წრე, პირდაპირ ღერძულა ხაზი გადაკვეთა და ისე მოატრიალა მანქანა. ისმის პარტულის ხმა მეგაფონში:
– რაია, „ჯიპი!” „კრუგი“ რომ დაგერტყა გული აგერეოდა?
***
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისული კომისიის წევრები ხედავენ, რომ გიჟები ფანჯრიდან ყრიან ნივთებს.
– კი, მაგრამ რას აკეთებთ? – იკითხა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა.
– თვითმფრინავებს ვუშვებთ.
– და, ექიმი სად არის?
– პირველი რეისით გავაფრინეთ.
***
სახლში დაბრუნებულმა სიძემ დაინახა, სიდედრი უზის კომპიუტერს და ჩაილაპარაკა:
– მოკლედ, ასეთი მოუშორებელი ვირუსი ჯერ არ შეჰყრია ჩემს კომპიუტერს.
***
სარეკლამო წარწერა: „ვინც ეძებთ სამსახურს, გრაფიკით – კვირაში 2 დღე, ხელფასი – 1 000-1 200 ლარის ოდენობით, ტელეფონი: 500 444 333. დარეკეთ, ერთად მოვძებნოთ!”
***
დაქალი შესჩივის დაქალს:
– ვაიმე გოგო, ერთი ტიპი გადამეკიდა, თავს არ მანებებს და როგორ მოვიშორო?
– მაკიაჟი მოიშორე!
***
ცოლი ეუბნება ქმარს:
– ნახე, ძვირფასო, ამ გაზეთში რა წერია: გემოვნებიან ქალს, ავტომობილის ფერის ფეხსაცმელი უნდა ჰქონდესო.
– ჰო, კარგი, გიყიდი ყვითელ ფეხსაცმელებს.
– ყვითელს რატომ?
– „მარშრუტკებს“ მოუხდება.
***
მიხომ დაიბარა შვილი და ეუბნება:
– შვილო, ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ პლანს ეწევი და მართლია?
– მამი, ჩიტებს შენ ელაპარაკები და კიდე მე ვეწევი პლანს?
***
კახელს პატრული დააჯარიმებს, გამოუწერს ქვითარს და ეუბნება:
– აი, აქ მომიწერეთ, მოქალაქევ, ხელი.
კახელი შეეხვეწა:
– არა რა... მაგას ნუ იზამთ, მაგ ცოდვაში ნუ ჩამადგმევინებთ ფეხს. თორემ, ვისაც ხელი მოვუწერე, დღესაც სახლში მიზის და ვხ...ობ, ვერ გამიგდია, ჯოუ.
ბორის ბედიას ანეკდოტები
სვანს ეკითხებიან:
– როგორია შენი ახალი უნიტაზი?
– კარგია, მაგრამ...
– რა, მაგრამ?
– ხელების დაბანას ვერ ვასწრებ.
***
მეტროს ვაგონში ხელჯოხიანი მოხუცი ქალი შევიდა. არ არის დასაჯდომი ადგილი და დაიწყო ჯოხის კაკუნი. იფიქრა, იქნებ მიხვდნენ და დამითმონ ადგილიო. ერთი ტიპი შეწუხდა, ასწია თავი და ეუბნება:
– ბებია, რეზინა მაინც გაუკეთე მაგ ჯოხს.
– რეზინა თავის დროზე მამაშენს რომ გაეკეთებინა, ახლა მე ვიჯდებოდი მაგ სკამზე.
***
დედა შვილს ჭკუას არიგებს:
– შვილო, გახსოვდეს! ყოველი შენი ცუდი საქციელით, მე თავზე ერთი ღერი თმა მიჭაღარავდება.
– ისე, ბებიას რომ ვუყურებ, ახალგაზრდობაში, შენც კარგად გიგულავია, დედა.
***
ცოლი დიდხანს ათვალიერებდა საკუთარ თავს სარკეში. ბოლოს ქმარს მიუბრუნდა და უთხრა:
– მეტის ღირსი მაინც არ ხარ!
***
სასამართლოზე გოგოს ეკითხება მოსამართლე:
– რა მიზეზით შორდებით ქმარს?
– რელიგიურ აზრთა სხვადასხვაობის გამო, ბატონო მოსამართლევ.
– ანუ?
– ის არ აღიარებს, რომ მე ღვთაება ვარ.
***
სვანს ეკითხებიან:
– რა გვარი ხარ?
– ორასოციანი.
– ეგ როგორ?
– დედ-მამით ასათიანი ვარ რა...
***
გურული ეპატიჟება თბილისელ ახლობელს სტუმრად:
– ჩამო, ძამა, ამ ზაფხულს გურიაში, იცი რამფერი კარგია აქ? დეისვენე.
– ჩამოვალ, მაგრამ გურიაში „ვაი-ფაი“ არის?
– ძამა, შენ „ფაი“ ჩამეიტანე და „ვაის“ მეტი რაა გურიაში.