კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიაგნო ლოთ მილიციის უფროსს მისმა ცოლმა რესტორანში

გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში თბილისის ერთ-ერთი რაიონის ოპერად ვმუშაობდი. ერთხელ ახალი უფროსი დაგვინიშნეს, რომელიც სხვა ქალაქიდან გადმოიყვანეს. ის კაცი პოლკოვნიკი იყო, მექალთანე და ლოთი. რატომღაც, დამიახლოვდა და ერთხელ მითხრა:
– მერაბ, ახალგაზრდა კაცი ხარ, ნაშები გეყოლება და ხომ არ გვეგულავა? ფულს მე ვიხდი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ახალმა უფროსმა ერთ მეძავთან დამარეკინა, რომელთანაც ნახევარი საქართველო იყო ნამყოფი. ჩემი უფროსის თხოვნით, ის ქალი რესტორან „თბილისში“ დავპატიჟე. მანამდე კი მე და ჩემი უფროსი მივედით რესტორანში და მეძავების (იმ მეძავს დაქალიც უნდა წამოეყვანა) მოლოდინში სმას შევუდექით. ჩემი უფროსი მეხუთე ჭიქაზე დათვრა და მაგიდასთან ჩაეძინა. ამ დროს მეძავებიც მოვიდნენ და, ის იყო, მაგიდას უნდა მისხდომოდნენ, რომ უფროსმა თავი ასწია და ჩემს მიერ გამოძახებული მეძავი რომ დაინახა, შიშით უთხრა:
– კაი, რა, ჯულიეტა, აქაც მომძებნე და ქეიფს არ მაცლი?
ჯულიეტა არ დაიბნა, ჩემს ახალ უფროსს ქეჩოში ხელი ჩაავლო და სულ „ლოთო-ლოთოს” ძახილით წაიყვანა სახლში.
ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ მეძავი ჯულიეტა ჩემი უფროსის ცოლი აღმოჩნდა.
მერაბ კორინთელის ნაამბობის მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3