ბრძნული აზრები
დიოკლეტიანე: რომ იცოდეთ, როგორი კომბოსტო გამოვზარდე, იმპერატორობას აღარ შემომთავაზებდით.
ეიზენჰაუერი: მიწათმოქმედება ადვილი ჩანს, როდესაც შენი გუთანი კალამია და სიმინდის ყანიდან ათასობით მილი გაშორებს.
დობროლიუბოვი: ის ადამიანი კი არ ითვლება მაღალზნეობრივად, რომელიც თავის თავზე სცდის მოვალეობის ნება-სურვილს, როგორც რაღაც მძიმე უღელს, არამედ ის, ვინც ცდილობს, ისე შეათავსოს მოვალეობის გრძნობა შინაგან მოთხოვნილებებთან, რომ ისინი არა მარტო ინსტინქტურად აუცილებელი გახდეს, არამედ შინაგან სიამოვნებას ანიჭებდეს.
ოთარ ჭილაძე: „არავის ვალი არა მაქვს“ – აი, რით ამაყობს ინგლისელი... „ყველას ჩემი მართებს“ – აი, რა შეიძლება თქვას ქართველმა.
რივაროლი: თავმდაბალი ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, ამაყი კი ყველაფერს დაკარგავს; თავმდაბლობას საქმე ყოველთვის ღირსებასთან აქვს, სიამაყეს კი – შურთან.
ეპიტეტე: მამის სიმკაცრე ბრწყინვალე წამალია! მასში სიტკბოება უფრო მეტია, ვიდრე სიმწარე.
ადლერი: იყო ადამიანი – ნიშნავს გქონდეს არასრულფასოვნების განცდა.
კამიუ: ჩემთვის ხელოვნება მარტოხელა შემოქმედის გართობა სულაც არ არის. ის ჩემთვის საშუალებაა, შევძრა რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ვქმნი რა საერთო ტანჯვისა და სიხარულის ტევად სურათს.
შატბერაშვილი: ძლიერია ის ადამიანი, ვისაც ცხოვრება ვერ გააბოროტებს, ვისაც ცხოვრება გულს ვერ გაუტეხს და ვერ გარყვნის.
ჰაინე: ერთადერთი სილამაზე, რომელიც მე ვიცი – ჯანმრთელობაა.
ბულგაკოვი: ფილოსოფიის ისტორია ტრაგედიაა.
კარლაილი: ფილოსოფია, ეს არის ჭკუის მცდელობა, ამაღლდეს ჭკუაზე მაღლა.
გოეთე: მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რაც გიყვარს.
ლაბრიუერი: ჭეშმარიტი მეგობრობა მხოლოდ იმ ადამიანებს აკავშირებს, რომლებსაც ერთმანეთის ნაკლის პატიება შეუძლიათ.
პასკალი: როდესაც ნაწარმოებს დავასრულებთ, მაშინღა ვხვდებით, რით უნდა დაგვეწყო ის.
კორნელი: ვინც სამშობლოს იფიცებს, ის ოჯახს დაემშვიდობება.
კოლტონი: გონება პროგრესულია, ინსტინქტი უძრავია: ხუთი-ათი წლის განმავლობაში ვერც ფუტკარმა ისწავლა თავისი სკის უკეთესად აშენება, ვერც თახვმა – თავისი პატარა სახლის აგება.
როსტანი: ქალები მამაკაცებზე ზნეობრივები როდი არიან, მაგრამ მათ ნაკლებად აფუჭებს ძალაუფლება.
ჩესტერტონი: ქალები იმდენად შეეჩვივნენ კაცებისგან თავდაცვას, რომ მათ იქით ესხმიან თავს.