კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კვების კორექცია

ჩვენი ტვინის 12 პროცენტი შედგება ლიპიდებისგან. ამიტომ მისი სრულყოფილი მუშაობისთვის საჭიროა ცხიმმჟავები: თევზეული, თხილი, ნიგოზი, ავოკადო და ასე შემდეგ. ტვინისთვის ენერგიის მთავარი წყაროა რთული ნახშირწყლები (ბურღულეული, მაკარონი). სხვათა შორის, მარტივი ნახშირწყლებიც საჭიროა, მაგალითად, მაშინ, როცა სწრაფად გჭირდებათ რაიმეს მოსაზრება, კარგია ტკბილის ჭამა.
ტვინს აუცილებლად სჭირდება ვიტამინები, განსაკუთრებით – B9 (ფოლიუმის მჟავა). მისი წყაროა: მწვანილი, ნიორი, პარკოსნები, ციტრუსი.
ადამიანს აქვს ტვინის 9 უმაღლესი (კოგნიტიური) ფუნქცია, რომელთა შორისაა: ყურადღება, აზროვნება, მეტყველება, მეხსიერება, ორიენტაცია, კოორდინაცია და ასე შემდეგ. 20-22 წლამდე ეს შესაძლებლობები იზრდება, მაგრამ შემდეგ დამახსოვრების სისწრაფე და სწავლის შესაძლებლობა ნელდება, თუმცა არ ქრება. თუკი ჩნდება მეხსიერების პრობლემა, ძირითადად კოგნიტიური ფუნქციის რაიმე სახის დარღვევის გამო. რა უშლის ტვინს კარგად დამახსოვრებასა და ინფორმაციის დროულად გადაცემაში?
ახალგაზრდა ასაკში ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: გადაღლა, გამოუძინებლობა და სტრესი. იმისათვის, რომ ავითვისოთ ინფორმაცია, მასზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია, თუ, მაგალითად, სამსახურში უხეშად მოგმართათ უფროსმა ან ვერ გამოიძინეთ. გარდა ამისა, ტვინის მუშაობა შეიძლება გაუარესდეს საკვების უკმარისობის გამო. ასეთ შემთხვევებში უნდა გამორიცხოთ ეს მიზეზები და პრობლემა თავისით აღმოიფხვრება. თუ ასე არ მოხდა, მიმართეთ ნევროლოგს. ამასთან ერთად, სასარგებლოა ტვინი ავარჯიშოთ სპეციალური ვარჯიშებით – ნეირობიკით. ნეირობიკა – ეს არის ვარჯიშები, რომლებიც დაფუძნებულია ჩვეული მოქმედებების ცვლაზე. მათ მოქმედებაში მოჰყავთ ტვინის სხვადასხვა განყოფილება და ამით ასტიმულირებენ მის მუშაობას.
მეხსიერების გააქტიურების მარტივი მეთოდები:
* თუ ცაცია ხართ, პერიოდულად შეეცადეთ, ელემენტარული საქმეები (მაგალითად, კბილების გახეხვა, ჭამა და ასე შემდეგ) მარჯვენა ხელით გააკეთოთ და პირიქით.
* როდესაც ივარცხნით თმას, სახეზე ისვამთ კრემს, ლაპარაკობთ ტელეფონზე ან დადიხართ ბინაში, ცოტა ხნით დახუჭეთ თვალები – ეს ააქტიურებს ტვინის იმ უბნების მუშაობას, რომლებიც პასუხს აგებენ გრძნობათა სხვა ორგანოებზე.
* შეცვალეთ თანმიმდევრობა: თუ აქამდე ჯერ სახლს ალაგებდით და მერე რწყავდით ყვავილებს, ახლა პირიქით მოიქეცით.
* შეცვალეთ მარშრუტი: ყოველდღე, სამსახურში ან სასწავლებელში მიმავალმა (ან იქიდან დაბრუნებულმა), შეეცადეთ, ოდნავ მაინც გადაუხვიოთ ჩვეულ გზას.
* ხშირად ითამაშეთ სმარტფონზე პასიანსი, ჭადრაკი ან ისეთი თამაშები, რომლებიც ავითარებს მხედველობით მეხსიერებასა და ლოგიკურ აზროვნებას.
* მეტი ისეირნეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა აუმჯობესებს სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, რაც, თავის მხრივ, შესაძლებლობას იძლევა, მიეწოდოს ტვინს მეტი ჟანგბადი და გლუკოზა.
სამწუხაროდ, მეხსიერების პრობლემის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ზოგიერთმა დაავადებამ. მეხსიერების მთავარი მტერია: ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სისხლძარღვების სპაზმი ან ათეროსკლეროზი, ასევე ჰიპერტონია. მაღალი წნევის გამო ვიწროვდება სისხლძარღვები და სისხლი საკმარისად ვეღარ ამარაგებს ტვინს.
ყურადღება: თუ კონკრეტული მიზეზების გარეშე იგრძენით, რომ რთულად ახდენთ კონცენტრირებას და ყურადღების გადატანას; თუ უარესად აღიქვამთ ახალ ინფორმაციას ან მეხსიერებაში ჩავარდნები გაქვთ, გააკონტროლეთ წნევა.
და კიდევ: გადაჭარბებული გულმავიწყობა (განსაკუთრებით – ასაკოვან ადამიანებში) შესაძლებელია, იყოს ალცჰეიმერის დაავადების ნიშანი. ამიტომ, ნუ მოადუნებთ ყურადღებას. თუ შეამჩნიეთ, რომ გიჭირთ ელემენტარული ინფორმაციის დამახსოვრება ან ხარვეზი გაგიჩნდათ მეხსიერებაში, სასწრაფოდ მიმართეთ ნევროლოგს.

скачать dle 11.3