კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიზარმაცე? – სასარგებლოა...



ძნელად თუ ვინმეს დააჯერებ იმაში, რომ სიზარმაცე სასარგებლოა. მაგრამ, თუ „სწორად” იზარმაცებთ, ნახევარ ცხოვრებას დივანზე წამოწოლილი არ გაატარებთ, არც პრობლემებს შეიქმნით.
სიზარმაცე, ანუ წაზარმაცება – ეს არის საშუალება, დაფიქრდე და გაერკვე საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებში. შენს სასარგებლოდ გამოიყენე მომენტები, როცა არაფერს აკეთებ. თუ საქმემ დაგღალათ, წაიზარმაცეთ, მაგრამ, ნუ დაიძინებთ – გააანალიზეთ თქვენი სამომავლო გეგმები და კიდევ ერთხელ გადახედეთ მიზნებს. შეაფასეთ ის, რაც უკვე მიღწეულია და გააკეთეთ ანალიზი. იტყვით, ეს უკვე აღარ არის სიზარმაცეო, მაგრამ არც ასეა საქმე. როცა აზრები დალაგებულია, როცა გეგმები ზუსტად განსაზღვრული და დახარისხებულია, მათი ხორცშესხმა და რეალობად ქცევა გაცილებით მარტივია. როცა ცხოვრობ პრინციპით – „მე უნდა გავაკეთო“ – შეიძლება, დაიღალოთ და აზარტიც დაკარგოთ. უმჯობესია, ეს სლოგანი შეცვალოთ ასე: „მე მინდა და გავაკეთებ ამას“, ანუ, მიზნისკენ ძალდატანებით კი არ ივლით, არამედ სურვილით და, შესაბამისად, მასთან ადვილად, სწრაფად და ხალისიანად მიხვალთ.
ისწავლეთ პრიორიტეტების სწორად განლაგება: ზუსტად უნდა იცოდეთ, რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი საქმე, რომლის გადადება არ შეიძლება და, რა – მეორეხარისხოვანი. ასე ძალებსაც დაზოგავთ და ნერვებსაც. არ იქნებით გაღიზიანებული, როცა დრო თითქმის არ გეყოფათ... თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, დრო საკმარისზე იმდენად მეტი გექნებათ, რომ წაზარმაცება-დასვენებისთვისაც დაგრჩებათ...

კოლეგა – ქმარი!

მნიშვნელოვანია – ყველაფერი იყოს თავის ადგილას. ანუ, ქმარიც შეიძლება იყოს კოლეგა და კოლეგაც შეიძლება, გახდეს ქმარი. ფსიქოლოგების აზრი ამ საკითხზე ორად არის გაყოფილი. ერთნი ამტკიცებენ, რომ სასურველია, ცოლ-ქმარს სხვადასხვა ინტერესი ჰქონდეს, რომ მათი ცხოვრება საინტერესო იყოს. ხოლო მეორენი ამტკიცებენ – რომ სწორედ საერთო ინტერესებია მყარი კავშირის გარანტი.
არსებობს ერთი აუცილებელი პირობა: ქმარი-კოლეგა სამსახურში მხოლოდ კოლეგა უნდა იყოს, ხოლო სახლში მხოლოდ ქმარი! ამ პირობის დაცვა სასურველია. ეს უფრო უჭირთ კაცებს, ქალები კი, ძირითადად, ერთი და იგივე შეცდომას უშვებენ – სახლშიც და სამსახურშიც ქმარს ისე ექცევიან, როგორც ქმარს. არადა, ბალანსის დაცვა აუცილებელია. გაეპრანჭეთ ქმარს სამსახურში. ის ხომ თქვენი კოლეგაა და დაანახვეთ, როგორი პროფესიონალი ხართ, მაგრამ, არ აეჭვიანოთ. კაცები კოლეგა ცოლს არ აფასებენ, როგორც პიროვნებას და პროფესიონალს. თქვენ ეს უნდა შეცვალოთ – ჭკვიანურად და ნაბიჯ-ნაბიჯ... ზოგადად, კაცს არ უყვარს, როცა ცოლი კარიერით და ინტელექტუალურად მასზე მაღალ საფეხურზე ადის. ამიტომ, როცა კოლეგა-ქმარი გყავთ, კარიერაში წინსვლა გაგიჭირდებათ, თუკი გვერდით მართლაც არ გყავთ ძალიან გამგებიანი, მოსიყვარულე და ჭეშმარიტად ინტელექტუალი ადამიანი.

ასეთი
მნიშვნელოვანი...

როცა მიხვდებით, რომ საყვარელმა ადამიანმა გიღალატათ, აუცილებლად გაგიჩნდებათ საშინელი გრძნობა, რომელიც ძალიან ბევრი ნეგატიური კომპონენტისგან შედგება და ეს ბუნებრივია. არჩევნის გაკეთებაც მოგიწევთ – აპატიოთ, დაივიწყოთ ტკივილი და ცხოვრება ჩვეულ რიტმში განაგრძოთ, თუ მოაშოროთ ის თქვენი ცხოვრებიდან. არც ერთია ადვილი გასაკეთებელი და არც მეორე. ღალატის დავიწყება უმძიმესი, რამდენიმეეტაპიანი გადაწყვეტილებაა და ზოგჯერ მისი რეალობად ქცევა მაინც არ გამოდის. ამბობენ, რომ ღალატის გადატანა მინიგარდაცვალების ტოლფასია. მაგრამ, რადგან მაინც ცოცხალი რჩებით, ეს სირთულე უნდა გადალახოთ. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ჯერ შეეცადეთ, ემოციების პირველმა ტალღამ გადაიაროს. როგორმე უნდა დამშვიდდეთ. ნეგატიური ემოციების ზეგავლენით ადამიანმა შეიძლება, სრულიად არაადეკვატური საქციელი ჩაიდინოს. ისეთი სისულელეც კი გააკეთოს, რომ თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოს, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
დაფიქრდით, რა არის მნიშვნელოვანი თქვენთვის – ადამიანი, რომელმაც გიღალატათ, თუ საკუთარი თავი, რომელიც აშკარად უკეთესს იმსახურებს. მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის თქვენი ღირსი არ არის? – მაშინ ნუღარ გაეტირებით. მაგრამ, თუ ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება არ შეგიძლიათ, უნდა ეცადოთ, ნაკლები დანაკარგებით შერიგდეთ. ეს ის შემთხვევაა, როცა „ის“ ასეთი მნიშვნელოვანია.

გაუშვი... ტკივილი

ემოციების სიჭარბე იწვევს სტრესს, მაგრამ ემოციების გაკონტროლება ძალიან ძნელი ან თითქმის შეუძლებელია. ვიღაც კრიტიკულ მომენტში ლამის ემოციისგან დაიხრჩოს – უჭირს სუნთქვა... ვერც ტირილს ახერხებს და ვერც ამოსუნთქვას. ზოგიც ისტერიკაში ვარდება. ერთიც ძალიან საშიშია და მეორეც. თანაც, არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ მომავალი პერსპექტივებისთვის.
გეტკინათ? მარცხი განიცადეთ? – ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და ნუ დაიტოვებთ ტკივილს თქვენთვის. სულიერი ტკივილი არ გაივლის, თუკი პლედში შეიფუთებით და ცრემლებად დაიღვრებით. შეიძლება, ყვირილი მოგინდეთ – იყვირეთ! ეს არ არის პრობლემა. ასეთ დროს, როცა ტკივილი სულს გიხეთქავს, ჭურჭლის დამტვრევის სურვილიც კი ნორმალურია.
შეგიძლიათ, ხმამაღლა ელაპარაკოთ საკუთარ თავს. ხმამაღლა უსაყვედუროთ და მიუთითოთ შეცდომებზე. ყველა ფსიქოლოგი გირჩევთ, ნებისმიერი საშუალებით გათავისუფლდეთ დაგუბებული უარყოფითი ემოციებისგან. როცა რაღაც გვიხარია, ამ სიხარულს ხომ ვუზიარებთ სხვას. ნეგატივთან რაღატომ უნდა დავრჩეთ მარტო?
თუ ტკივილი გამოსავალს ვერ იპოვის, თუ არ „დაიცლებით“, ის დიდხანს იბობოქრებს სხეულში და ბოლომდე „დაგანგრევთ“. გაუშვით ტკივილი... გაუშვით... გათავისუფლდით მისგან. ყველაფრის თავიდან დაწყება გვიან არასოდესაა.

скачать dle 11.3