კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიძლება იყოს ჰომოსექსუალთა რაოდენობის ხელოვნურად ზრდა ომების პრევენცია და რატომ ნიშნავს გლობალიზაცია ყველას ერთმანეთისთვის დამსგავსებას

რაკი სარჩელი შევიდა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა არ დარჩენია იმას გარდა, რომ იმსჯელოს საკითხზე – ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია თუ მამაკაცი-მამაკაცისა და ქალი-ქალისაც. ცნობილია, რომ ჰომოკავშირები კაცობრიობისთვის ფრიად ნაცნობი თემაა: კერძოდ, აღმოსავლეთში ფართოდ იყო გავრცელებული ეგრეთ წოდებული ბაჩი-ბაზების პრაქტიკა, როდესაც ახალგაზრდა ვაჟები ცოლიან მამაკაცებს სექსუალურ ცხოვრებას უმრავალფეროვნებდნენ; დემოკრატიისა და ევროპული ცივილიზაციის აკვან საბერძნეთშიც ჩვეული მოვლენა იყო მამაკაცისთვის როგორც ქალი, ისე მამაკაცი პარტნიორები. მეტიც, თავის „კანონებში“ გენიალური პლატონი შენიშნავს, რომ ოლიმპიური თამაშების წინ მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ სექსუალური კონტაქტისგან როგორც გოგონებთან, ისე ვაჟებთანო. თუმცა ქორწინების ფორმად კაცობრიობამ დასაბამიდან საპირისპირო სქესთა შორის კავშირი აღიარა. რატომ იქცა ოჯახის საფუძვლად დედაკაცისა და მამაკაცის ერთობა, რატომ დადგა ამ ეპოქაში ოჯახის ცნების გაფართოების საკითხი და ურთიერთობის რა ფორმები უძღოდა წინ ტრადიციულ ოჯახს – ამ თემებს ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად მიმოვიხილავთ.

 –  თანაცხოვრების რა ფაზები გამოიარა კაცობრიობამ, სანამ დაადგენდა, რომ ოჯახი და ქორწინება უკავშირდება ქალსა და მამაკაცს?
–  ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ, ზოგადად, ადამიანს აქვს ორი ძირითადი ინსტინქტი: თვითშენახვისა და გამრავლების. გამრავლების ინსტინქტისთვის, ანუ მომავალი თაობის წარმოქმნისა და მისი აღზრდისთვის, კაცობრიობამ შეიმუშავა რეგულაციები, რომლებიც ამა თუ იმ თემისა და ტომის ფარგლებში აკანონებდა სქესობრივ კონტაქტს ქალსა და მამაკაცს შორის. თან, აუცილებელი იყო, ყველას სცოდნოდა, ვინ ვისი შვილია. ანუ თავაშვებული სექსუალური კონტაქტები დარეგულირდა: ზოგან მონოგამიური, ზოგან –  პოლიგამიური ოჯახებით, რაც გულისხმობდა როგორც მრავალცოლიანობას, ისე მრავალქმრიანობას. მაგრამ ძირთადად ეს მიეძღვნა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, რომ გამრავლების ინსტინქტი დარეგულირებულიყო, ანუ მომხდარიყო ქორწინება. ქორწინების დაკანონება კი ემსახურებოდა ოჯახს, რომელიც არის სამწევროვანი: ქალი, მამაკაცი და შვილი. ხშირად ურევენ ქორწინებასა და ოჯახს. ქორწინება არის ორი ადამიანის –  ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ოჯახი კი მოიცავს მესამე წევრსაც –  შვილს.
სხვასახვა ეპოქაში სხვადასხვანაირი იყო ოჯახი. დღეს განვითარებულ ქვეყნებში მეტწილად ჭარბობს სამწევროვანი ოჯახი, აღმოსავლურ ქვეყნებში –  ეგრეთ წოდებული დიდი ოჯახები, რომლებშიც რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთ დიდ ოჯახად. იმისდა მიუხედავად, ოჯახი დიდი იქნება თუ პატარა, ის ეძღვნება ადამიანთა აღწარმოებას, ანუ მომავალი თაობის შექმნასა და მის აღზრდას. ახლა კი უნდათ, რომ ქორწინების საზღვრები გააფართოონ, როდესაც გამრავლების ინსტინქტი კი არ არის მთავარი, არამედ –  ეროტიზმი, ვის რანაირი სექსუალური კავშირი აძლევს ხელს, სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე.
–  და რატომ უნდა დაერქვას ამას მაინცდამაინც ქორწინება და ოჯახი? ცხადია, ეს არის კავშირი, მაგრამ თავისი არსით ხომ სხვა ტიპის კავშირია?
–  შეიძლება, მართლაც სხვა რამ დაერქვას, იმიტომ, რომ ქორწინება საუკუნეების განმავლობაში დაერქვა სპეციფიკურად ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას და ოჯახიც დაერქვა იმ ურთიერთობას, სადაც მესამე წევრი, დედ-მამასთან ერთად, არის ბავშვი. ამ ურთიერთობას ჰქვია ეს სახელი და სახელიც არ არის პრობლემა. ასე გამოატარა კაცობრიობამ ტრადიციულად ეს საკითხი. თუმცა ერთნაირსქესიანი ურთიერთობები იყო ათადან და ბაბადან და არსებობდა ყველგან, მათ შორის საქართველოშიც და სხვაგანაც. ზოგან ლეგიტიმური იყო, ზოგან – არალეგიტიმური სოდომისა და გომორის ცოდვა. მაგალითად, საბერძნეთსა და რომში ლეგიტიმური ფორმები იყო, მაგრამ ამასთან მიმართებაში ოჯახის ცნება არ გამოიყენებოდა. ანუ ერთნაირსქესიან ურთიერთობაში ცნებები –  ქორწინება და ოჯახი –  არ გამოიყენება და ეს ყველასთვის ნათელია. იმიტომ სახელმწიფოს ერთეული არის ოჯახი, რომელიც ქმნის მომავალ თაობას. ერთნაირსქესიანები ვერ შექმნიან ოჯახს, იმიტომ რომ შვილი არ ეყოლებათ.
– ბავშვს აიყვანენ.
– მაგრამ ბავშვის აყვანა არ არის აღწარმოება, ეს არის არსებული ბავშვების გადანაწილება, თუ ეკონომიკურ ტერმინს გამოვიყენებთ –  ამან დაბადა და იმან წაიყვანა. აქ, ასევე, უნდა ვილაპარაკოთ, თუ რა შედეგს მოიტანს, თუკი ერთნაირსქესიანები აიყვანენ შვილად ბავშვს. აქ აზრები იყოფა, თითქოს კვლევები ადასტურებენ, რომ არაფერი შავდება, მაგრამ, სინამდვილეში, ალბათ, მაინც შავდება, უბრალოდ, ეს კვლევებია ტენდენციური.
– დაზუსტებით ვიცი, არის კვლევები, რომლებიც ცუდ შედეგს აჩვენებს –  მნიშვნელოვანი ფსიქიკური პრობლემები ექმნებათ ერთნაირსქესიანთა გარემოში აღზრდილ ბავშვებსო.   
– ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბავშვი, როგორც წესი, იზრდება სოციალიზაციის პროცესში და, თუ მისი უახლოესი გარემოცვა, როგორიცაა მშობლები, არის ჰომოსექსუალური, ვგულისხმობ ლესბოსელებსაც და მამათმავლებსაც, ისინი ამ ორიენტაციას ჩადებენ მომავალ თაობაშიც, იმიტომ რომ, ბავშვი ითავისებს ყველაფერს, რასაც ხედავს. მაშინაც კი, თუ ჰომოსექსუალი მშობელი ეტყვის ბავშვს, რომ ის უნდა იყოს ჰეტეროსექსუალი, არაფერი გამოუვა, რადგან აღზრდაში არის ერთი მომენტი: შენს სიტყვებზე მეტად მოქმედებს შენი ქცევა, ანუ პირადი მაგალითი. თუ იძლევი ჰომოსექსუალიზმის მაგალითს, შვილი გაიზრდება ჰომოსექსუალი. ანუ, ფაქტობრივად, ეს არის ადამიანების სპეციალური  ფაბრიკაცია, რომ გაიზარდოს ჰომოსექსუალთა რაოდენობა.
– დადასტურებულია, რომ ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელიც ადამიანად ყალიბდება მხოლოდ ადამიანების გარემოცვაში, მაშინ, როდესაც კატა კატა გამოვა, ჭიანჭველებთანაც რომ გაიზარდოს და ასეა ნებისმიერი ცოცხალი არსება, გარდა ადამიანისა, რომელიც, თუ გაიზარდა მგლებთან, ემსგავსება მგელს: ვერ სწავლობს ლაპარაკს, ყმუის და ასე შემდეგ. იმის თქმა მინდა, რა მიზანს შეიძლება ისახავდეს, ვთქვათ, ჰომოსექსუალთა რაოდენობის ზრდის სტიმულაცია?
– კაცობრიობა ძალიან გამრავლდა, 7 მილიარდს გადააჭარბა. თვით მალთუსმა იწინასწარმეტყველა თავის დროზე: როდესაც ადამიანს აღარ ეყოფა რესურსი, იქნება ომებიო. მაგრამ, როგორც ჩანს, ომები აღარ არის საკმარისი. მით უმეტეს, რომ ახლა ანტისაომარი რიტორიკაა, ინფექციურმა დაავადებებმაც იკლო. მალთუსის მიხედვით, კაცობრიობის რაოდენობის რეგულირების საშუალებები იყო ომები და დაავადებები. შესაძლოა, დღეს ვიღაცეები ფიქრობენ, რომ რაოდენობის დარეგულირების ერთ-ერთი რესურსია ჰომოსექსუალიზმი, იმ მხრივ, რომ მათ შვილები არ გაუჩნდებათ; ხოლო, თუ უკვე გაჩენილ ბავშვებს აიყვანენ ჰომოსექსუალები შვილებად, მაშინ გამრავლდება ჰომოსექსუალთა რაოდენობა, შემცირდება შობადობა და, ამდენად, დარეგულირდება ჭარბი მოსახლეობის საკითხი. ამასთან, ისინი არიან შესანიშნავი კანდიდატები საიმისოდ, რომ მშვიდობისთვის ბრძოლა გააჩაღონ. არ იქნება ომი, მაგრამ, სამაგიეროდ, იქნება ჰომოსექსუალიზმი, როგორც პრევენციის სისტემა. ამას ხუმრობით ვამბობ, მაგრამ, ასე გამოდის.
– მაგრამ ჯერჯერობით ერთნაირსქესიანი ქორწინებები ინერგება ქრისტიანულ ქვეყნებში, რომლებიც არ გამოირჩევიან შობადობის მაღალი მაჩვენებლებით და არა აღმოსავლეთში, რომელიც სწრაფად მრავლდება. მაშინ, ვინ ზარალდება საბოლოოდ?
– ამაზეც ფიქრობენ ისინი და, ალბათ, ევროპული ქვეყნები და, განსაკუთრებით –  აშშ, იმუშავებენ, რომ შეიტანონ ეს ტენდენცია განვითარებად ქვეყნებში. საერთოდ, გამრავლების თემა მუსლიმანურ ქვეყნებში სხვა თემაა, ნაწილობრივ ეს, ალბათ, უკავშირდება მათ რელიგიას. მრავალცოლიანობაშია ჩადებული იდეა, რომ ბევრი შვილი გეყოლოს. სხვათა შორის, ისლამი ძალიან ახლოს დგას ბუნებასთან. მამაკაცი, თავისი ბუნებით, მაინც პოლიგამიური არსებაა. დღე-ღამის განმავლობაში მის ორგანიზმში მილიონობით სპერმატოზოიდი ყალიბდება, ქალის ორგანიმზში კი ერთი საწყალი კვერცხუჯრედი გამომუშავდება ერთ თვეში.
– მაგრამ, ყველა გადასაყრელი იქნება, თუ ის ერთი კვერცხუჯრედი არ იქნა.
–  გასაგებია, რომ მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდი გაივლის თავის გზას, მაგრამ, იმის თქმა მინდა, მამაკაცს უფრო მეტი პოტენციალი აქვს. თუმცა, ბუნებრივია, დედის ორგანიზმი აკეთებს სელექციას, მაგრამ, თუ მრავალცოლიანობა იქნება, მაშინ შობადობაც გაიზრდება. თითო ცოლიდან კაცს, თუ, სულ ცოტა, სამი შვილი ეყოლა, ოთხი ცოლიდან 12 შვილი გამოსდის. ანუ, ასეთ შემთხვევაში გამრავლების ტემპი, გეომეტრიულით თუ არა, არითმეტიკული პროგრესიით მაინც წავა. მალთუსი ამბობდა, რომ რესურსები იზრდება არითმეტიკული პროგრესიით, ადამიანები კი მრავლდებიან გეომეტრიული პროგრესიითო. ამიტომ ბუნებამ მოიფიქრა, რომ დახოცოს ადამიანები ინფექციური დაავადებებით.
– მაგრამ, თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, სანამ დასავლეთი აღმოსავლეთში შეიტანს ერთნაირსქესიან ქორწინებებს, ამასობაში აღმოსავლეთი გადაუსწრებს დემოგრაფიით, დასავლეთს კი დარჩება გამრავლებისუუნარო მოსახლეობა. ეს არ არის საფრთხე?
– არ არის დემოგარფიული საფრთხე. მაგალითად, ავიღოთ ჰოლანდია. საქართველოზე გაცილებით მცირე ტერიტორია აქვთ, მაგრამ 22 მილიონი კაცი ცხოვრობს და უზარმაზარი სავარგულები აქვთ. ძალიან მჭიდროდაა დასახლებული და ძალიან კარგადაა განვითარებული სოფლის მეურნეობა. ზოგადად, მშვიდობიანობის დროს, კი არ იკლებს, მაინც იზრდება და ნარჩუნდება მოსახლეობის რაოდენობა.
– როგორც დემოგრაფები ამბობენ, ევროპის მოსახლეობა, მათ შორის, იმატებს ემიგრანტთა შობადობის ხარჯზე.
– მაგრამ ის ემიგრანტები მეორე თაობაში უკვე იქცევიან ადგილობრივებად. მთელი ტექნოლოგიებია, თუ როგორ შექმნა საზოგადოებრივი აზრი, როგორ დაშტამპო, როგორ გამოურეცხო ტვინები ადამიანებს და ასე შემდეგ.
– იმას ამბობთ, რომ მიზანი არის, არ გამრავლდეს კაცობრიობა, მაგრამ შეფუთულია ადამიანის უფლებების დაცვით?
– არ მინდა, ჩამომართვან შეთქმულების თეორიაში, მაგრამ უამრავი ლიტერატურაა იმის შესახებ, თუ როგორ იმართება მსოფლიო. მართლა პრეზიდენტები კი არ მართავენ. სხვათა შორის, ყოფილ პრეზიდენტებს უფრო მეტი ძალა აქვთ ხოლმე, ვიდრე მოქმედებს. ისინ არ კარგავენ ძალაუფლებას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. შეიძლება, ქვეყნის ხელმძღვანელი არ იყო, მაგრამ მაინც განსაზღვრავდე პოლიტიკას. ჩვენთან ყველას მასონებს უწოდებენ, მაგრამ ეგ დრო წავიდა. თუმცა მასონებამდე იყვნენ ტამპლიერები, სხვები, დღეს კი სხვა ტიპის მმართველობაა, რა დროს მასონებია?! უფრო დახვეწილი სისტემები მუშაობს ადამიანთა ზემოქმედებისა და მათი გარკვეული იდეის ქვეშ მოქცევაზე. ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ კაცობრიობის უნიფიცირება მოხდეს. გლობალიზაცია მეტი რა არის? ერთნაირად უნდა იფიქრო. თუმცა ხმამაღლა იმას ამბობენ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია, განუმეორებელია და პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის განსხვავებულობასო. წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ ქალებს რომ მამაკაცის ტანსაცმელი აცვიათ, შარვლებს ვგულისხმობ, ესეც უნიფორმიზმის გამოხატულებაა. რითაა ნაკლები ქალი მამაკაცზე? ჰოდა, ჩაიცვა შარვალი, რომ ყველა ერთმანეთს დაემსგავსოს.
– და რატომ უნდა დაემსგავსოს ყველა ერთმანეთს? ამის შედეგი რა იქნება?
– იმიტომ, რომ ასე ადვილი სამართავია. მართალია, რომაული ფორმულაა –  „დაყავი და იბატონე,” მაგრამ არსებობს სხვა ფორმულაც, რომელიც არავის გამოუთქვამს და მე ვამბობ პირველად ექსკლუზიურად თქვენთვის: „დაამსგავსე ერთმანეთს და იბატონე”. რაღა საჭიროა დაყოფა?! თუ ყველა ერთმანეთს დაემსგავსება, იოლადაც მართავ. რის –  დაყავი და იბატონე, დაამსგავსე და იბატონეა ყველაზე ნაღდი.

скачать dle 11.3