კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტრაექტორიადაჭერილები

„ჩემი გული, შენი გული…“

 ის ფაქტი, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, ცხადია, არც ჩვენი სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს გამორჩენია.
ჰოდა, რაკი არ გამორჩენია, ბარაკ ობამამ გიორგი კვირიკაშვილთან წერილიც აფრინა, რომელშიც საქართველოს პრემიერმინისტრობაც მიულოცა და თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვა.
და, ბუნებრივია, კიდეც შეგვაქო, სახელდობრ, ბრძანა: „ჩვენი უმთავრესი გლობალური პრიორიტეტების გატარებაში საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავდაუზოგავად მონაწილეობს ავღანეთის მისიაში და წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში“, არც ეს დაგვივიწყა – „დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ და დასძინა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს ამ ტრაექტორიას“.
ერთი სიტყვით, ბევრი საამო სიტყვა მოვისმინეთ და ისიც, რომ ეს ჩვენი სტრატეგიული ქვეყნის პრეზიდენტი იმედის თვალით შეჰყურებს ამ ჩვენს პრემიერ-მინისტრთან შეყრას (ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, ოღონდაც).
შესაძლოა, თარგმანის პრობლემაა (დიდი ალბათობით, ასეა, თუმცა ტექსტის შინაარსი საქართველოს მთავრობის კანცელარიამ გაავრცელა), მაგრამ ისეთი აღმატებულია ეს პროტოკოლური ტექსტი ამ ჩვენს მშობლიურ ენაზე, რომ უდავოდ ითხოვს მინაწერს: და გულს ჩემსასაც გააქვს ბაგი-ბუგი ჩვენი ერთად შეყრის მოლოდინშიო. –

скачать dle 11.3